Online

HR

600

0
შედარება
პროვაიდერი
ხანგრძლივობა 1 თვე - 10 შეხვედრა
ლექტორი სალომე კიღურაძე
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო -

HR ადამიანური რესურსების მართვა – კურსის აღწერა

HR ადამიანური რესურსების მართვის კურსის მიზანია მსმენელები გაეცნონ ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას, განვითარების სტრატეგიის განსაზღვრას, და ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე პრაქტიკას.

HR ადამიანური რესურსების მართვის კურსი კომპლექსურად განიხილავს იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მართვისათვის. კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე მოქმედი HR მენეჯერებისთვის.

კურსის განმავლობაში განიხილება ყველა ის ძირითდი პროცესი და კომპონენტი, რომლისგანაც თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემა შედგება.

თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარება მსმენელებს  შეისწავლონ მენეჯერის პროფესიული საქმიანობისა და მათ წინაშე ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზები.

სწავლების ფორმა ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მსმენელების მაქსიმალურ ჩართულობას, ქეისების მომზადებას, დისკუსიებსა და როლურ თამაშებს სხვადასხვა თემაზე.

ლექტორი :

სალომე კიღურაძე

2010 წლიდან არის HR მიმართულებაში. HR ბიზნეს პარტნიორად მუშაობდა AVON საქართველოში, შემდეგ იგივე მიმართულების მენჯერი იყო Geocell-ში, 2018 წლიდან არის KPMG საქართველოს HR ლიდერი.

მენეჯერულ პოზიციებზე უთანამშრომლია წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან. ამასთან ერთად არის ICF-ის სერტიფიცირებული ქოუჩი. BTU-ში კითხულობს ლექციებს HR-ის მიმართულებით ბაკალავრებისთვის და მაგისტრებისთვის.

დეტალები: HR

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

ლექტორი

ლოკაცია

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “HR”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Workshop 1

  • ტრენერისა და მონაწილეების გაცნობა და მოლოდინების გაზიარება
  • წარმატების მიღწევის ტექნიკები
  • რას ვისწავლით და აღმოვაჩენთ კურსის განმავლობაში
  • HR როლის ევოლუციური განვითარების გზა
  • თანამშრომლობის ციკლი (Employee Life Cycle)

Workshop 2

  • ორგანიზაციული სტრატეგიის შექმნის პროცესი
  • HR სტრატეგიის ფორმირება | HR სტრატეგიული პარტნიორი
  • კორპორაციული კულტურა და მისი გავლენა HR სტრატეგიაზე | რჩეული მაგალითები
  • პრაქტიკული დავალება 1

Workshop 3

  • რეკრუტინგის სტრატეგიის შექმნა და პროცესის ავტომატიზაცია (ATS)
  • კანდიდატთა მოძიების პლატფორმები და Headhunting
  • კანდიდატის შეფასების მეთოდები; კანდიდატის პროფაილის შექმნა
  • გასაუბრების ჩატარების ტექნიკები
  • მოსაუბრის ამოცნობის ხელოვნება
  • პრაქტიკული დავალება 2

Workshop 4

  • ახალი თანამშრომლის ინტეგრირება ახალ სამუშაო გარემოსთან (Onboarding) და პროცესის ავტომატიზაცია
  • შესრულებული სამუშაოს მართვა – MBO; 360°; SMART პრინციპი
  • შესრულებული სამუშაოს წარუმატებელი შედეგების მართვა
  • Performance Coaching – უკუკავშირის მოდელები და მიდგომები
  • თაიმს მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტის უნარების გაუმჯობესების გზები
  • პრაქტიკული დავალება 3

Workshop 5

  • გუნდის მართვა დისტანციურად
  • ტალანტების მართვა ორგანიზაციაში
  • სწავლება და განვითარება – ინსტრუმენტები და თანამედროვე მეთოდები
  • ემოციების და განწყობების მნიშვნელობა
  • თანამშრომლების მოტივაცია და მათი შენარჩუნება
  • პრაქტიკული დავალება 4

Workshop 6

  • შრომის კოდექსი – შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მართვა
  • კონფლიქტის, ბულინგის, სექსუალური შევიწროვების და სტრესის მართვა
  • სამუშაო უსაფრთხოება და რისკების მართვა
  • HR პოლიტიკის სახელმძღვანელოები
  • შრომითი ურთიერთობების დასრულება (Employee Separation)

Workshop 7

  • კომპენსაციების და ბენეფიტების სისტემები (Staff cost, Turnover, FTE)
  • სახელფასო სკალა – ხელფასის მატებასთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები;
  • HR კვლევები; მონაცემთა ანალიზი და შემდგომი ნაბიჯები
  • პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება და მართვა.

Workshop 8

  • ფრილანსერობა და დასაქმების შესაძლებლობები
  • რეზიუმესა და LinkedIn-ის შექმნა / განახლება
  • რეკრუტერი კანდიდატის ამპლუაში | გასაუბრებისთვის მზადება
  • დარწმუნების ხერხები და ფარული მართვის მეთოდები
  • პრაქტიკული დავალება 5

Workshop 9

  • HR ბრენდი – როგორ ვმართოთ HR ბრენდი სწორად
  • დამსაქმებლის ბრენდი და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
  • Covid-19 | 2021 წლის HR-ის გამოწვევები | HR აუთსორსი
  • შეჯამება

Workshop 10

  • ფინალური გამოცდა – პროექტი
No more offers for this product!

600

0
შედარება
პროვაიდერი
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა