სამართლებრივი ინგლისური
შეისწავლე სამართლებრივი ინგლისური ბიზნეს სამართალში.
თუ ჩართული ხარ სამეწარმეო საქმიანობაში, ან ხარ იურისტი და მომსახურებას უწევ უცხოელ კლიენტებს, მაშინ ეს ტრენინგკურსი შენთვისაა.
კურსის ფარგლებში შეძლებ სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და კომფორტულად შეისწავლო ბიზნეს სამართალთან დაკავშირებული ინგლისურენოვანი (სამართლებრივი) ტერმინოლოგია, ბიზნესისთვის საჭირო სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა ინგლისურ ენაზე და სხვა.
ტრენინგს გაუძღვება:
ნანა ღონღაძე, იურისტი, სამართლის ლექტორი, TOLES-ის სამართლებრივი ინგლისურის ტრენერი. ნანას მინიჭებული აქვს დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის სამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M.) Ohio Northern University – Pettit College of Law-ში, ასევე, მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართალის მიმართულებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ნანა სერთიფიცირებულია გაღრმავებულ სამართლებრივ კვლევებში LexisNexis, Bloomberg Law და Thomson Reuters Westlaw-ს მიერ. მას აქვს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება კერძო, სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 7 მარტი
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა:
15 მონაწილეა;
ტრენინგის თარიღები:
9, 10 მარტი, 14:00-17:00 სთ, შაბათ-კვირა;
16, 17 მარტი 14:00-17:00 სთ, შაბათ-კვირა;
სერთიფიკატი და სახელმძღვანელო:
ტრენინგის ბოლოს გადმოგეცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი ორ ენოვანი სერთიფიკატი, სწავლების ფარგლებში გამოყენებული ელექტრონული ლექსიკონი, სახელმძღვანელო მასალა, პრეზენტაციის ფაილები, ჰენდაუთები და ელექტრონული ბმულები;
ტრენინგ-კურსის ფარგლებში მიიღებ თეორიულ ცოდნას, ასევე შეასრულებ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ სავარჯიშოს, ბოლოს კი მოგიწევს დასკვნითი ქვიზის დაწერა;
ინფორმაცია შან გრუფის ტრენინგ ცენტრზე:
“შან გრუფის” ტრენინგ ცენტრი არის გამოცდილი ივენთ მენეჯერებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ განათლების დონის ზრდას საქართველოში და ამასთან, დავეხმაროთ პროფესიაში ჩამოყალიბებულ პირებს კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაში. “შან გრუფის” ტრენინგ ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენს საგანმანათლებლო ღონისძიებებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს გაიღრმავოს ცოდნა შემოთავაზებულ საკითხებთან დაკავშირებით.
ამასთან, “შან გრუფის” ტრენინგ ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებას შეკვეთის საფუძველზეც. ტრენინგ ცენტრი შემკვეთებს სთავაზობს ღონისძიების ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების სრულ უზრუნველყოფას.
დეტალები: სამართლებრივი ინგლისური
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “სამართლებრივი ინგლისური” კომენტარის გაუქმება
განსახილველი საკითხები:
მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკები;
მომზადება მოლაპარაკებისთვის;
მოლაპარაკების სიმულაცია ‘breakout rooms’;
სასარგებლო ფრაზები მოლაპარაკების წარმოებისთვის.
სახელშეკრულებო სამართალი საერთო სამართლის ქვეყნებში;
საერთო სამართლის და კონტინენტური სამართლის შედარება და გამიჯვნა;
ხელშეკრულების ელემენტები;
ხელშეკრულების დარღვევა და სამართლებრივი შედეგები.
ტრადიციული და ონლაინ კონტრაქტები;
ტრადიციული და ონლაინ ხელშეკრულებების შედარება და გამიჯვნა;
ხელშეკრულების ტიპები და ძირითადი პირობები;
ხელშეკრულების შედგენის ‘ჩექლისტი’.
ბიზნეს ორგანიზაციები, (რეგისტრაცია & მართვა);
ბიზნესის ფორმები და სარეგისტრაციო მოთხოვნები ამერიკასა და ბრიტანეთში
(ვადარებთ საქართველოში არსებულ ფორმებს);
საგადასახადო (დაბეგვრის) რეჟიმები;
შეხვედრები კომპანიაში (საერთო კრება და ბორდის კრება) და გადაწყვეტილების მიღების წესი.
საბანკო და საფინანსო სამართალი;
ბანკების ფორმები და დაკავშირებული ტერმინოლოგია;
უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სესხები;
ფასიანი ქაღალდები.
₾300
მსგავსი კურსები
ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსი
ციფრული მარკეტინგის სრული კურსი
IT პროექტების მენეჯმენტი
კონტენტ მარკეტინგი
₾300
შეფასებები ჯერ არ არის.