Offline

ლოგისტიკის მართვა

Featured!

650

0
შედარება
ხანგრძლივობა 4 შეხვედრა - 10 საათი
ლექტორი იოსებ ჭიპაშვილი
სერთიფიკატი ორენოვანი
დაწყების დრო 12.04.2024

ლოგისტიკა ინდუსტრიული და სავაჭრო კომპანიებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია კლიენტის მოთხოვნილებების ეფექტური დაკმაყოფილება.

აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს, რომ მონაწილეებმა მიიღონ და გაიღრმაონ ცოდნა ტრანსპორტის და სასაწყობო ოპერაციების მიმართულებით, რათა წარმატებით შეძლონ აღნიშნულ სფეროში მუშაობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მისცემს საშუალებას კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგნენ ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს და მონახონ მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.

ლოგისტიკის კურსი შედგენილია ევროპული სტანდარტების მიხედვით, სადაც გამოყენებულია გერმანული პრაქტიკები და თეორიული მიდგომები. კურსის განმავლობაში მოხდება  როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიების ქეისების განხილვა.

 

კურსი განკუთვნილია:

  • სავაჭრო, ინდუსტრიული, სატრანსპორტო კომპანიების გამოცდილი და დამწყები ლოგისტიკის მენეჯერებისათვის
  • შესყიდვების მენეჯერებისათვის
  • საწყობის მენეჯერებისათვის
  • დისტრიბუციის და ლოგისტიკის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:

  • კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ლოგისტიკური მიზნების და მათი პრიორიტეტების განსაზღვრას
  • ტრანსპორტირების ოპტიმალური სახეობების შერჩევას
  • სრული და ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირებას
  • სასაწყობო მეურნეობის დაგეგმვას და ოპტიმიზაციას
  • ოპტიმალური შიდა ტრანსპორტის (საწყობში/საწარმოში არსებული ტრანსპორტის) შერჩევას
  • ექსპორტის და იმპორტის დროს საბაჟო პროცედურების განხორციელებას
  • მარშრუტების დაგეგმვას დისტრიბუციის პროცესში

ლექციას გაუძღვება: იოსებ ჭიპაშვილი

  • ლოგისტიკის და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება
  • ლოგისტიკის ტრენინგების 10+ წლიანი გამოცდილება
  • ლოგისტისკის და მიწოდების ჯაჭვის მართვის ლექციების ჩატარების 5+ წლიანი გამოცდილება უმაღლეს სასწავლებლებში
  • მიწოდების ჯაჭვის მართვის და ლოგისტიკის კონსალტინგში 5+ გამოცდილება
  • მიღებული აქვს ქართული და გერმანული განათლება ლოგისტიკის მიმართულებით

ლექციების ხანგრძლივობა: 4 შეხვერა – 10 საათი;

ლექცია დაიწყება: 19:30ზე;

ჩატარების ადგილი: სატრენინგო სივრცეში (Offline);

კურსის ღირებულება: 650ლ;

კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერთიფიკატს.

დეტალები: ლოგისტიკის მართვა

ლექტორი

ლოკაცია

ფიზიკურად

დაწყების დრო

ხანგრძლივობა

სერტიფიკატი

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “ლოგისტიკის მართვა”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კურსის შინაარსი:

  • შესავალი ლოგისტიკაში, ლოგისტიკის მნიშვნელობა, მიზნები და
  • მათ შორის არსებული კონფლიქტები
  • ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობების შესწავლა/ანალიზი
  • სატრანსპორტო საშუალებები და კომბინირებული ტრანსპორტი
  • ტრანსპორტის დოკუმენტაცია
  • გადამზიდავი კომპანიის შერჩევა
  • 3PL ლოგისტიკა
  • ინკოტერმსი 2020 მიმოხილვა
  • რისკების ანალიზი და დაზღვევა
  • ტრანსპორტირების გეგმის შემუშავება
  • შიდა ტრანსპორტის სახეობები
  • ლოგისტიკური ცენტრები და სასაწყობო მეურნეობა
  • საწყობის სხვადასხვა სახეები მათი და ოპტიმალური დაგეგმვა
  • იმპორტის და ექსპორტის საბაჟო პროცედურები და დოკუმენტაცია
  • დისტრიბუციის ფუნქცია და სახეები
  • სადისტრიბუციო მარშრუტების ოპტიმიზაცია
  • შეფუთვის სახეები

 

No more offers for this product!

650

კალათაში დამატება

650

0
შედარება
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა