მუსიკალური ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში
მუსიკა და ჟურნალისტიკა შემოქმედებითი ინდუსტრიის ორი დამოუკიდებელი და საინტერესო მომიჯნავე სფეროებია. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ციფრული ჟურნალისტიკის გააქტიურებამ, სხვადასხვა დამხმარე ფაქტორთან ერთად, ხელი შეუწყო ასევე მზარდი მუსიკალური ინდუსტრიის შესაბამისი საკომუნიკაციო ენით წარმოჩენას ახალი თაობისთვის. თანამედროვე მუსიკალური ჟურნალისტი ინოვაციური, სწრაფი და გაბედულია. აღნიშნული კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის ვინც დაინტერესებულები არიან ხმოვანებით, ციფრული სამყაროს გამოწვევებით და მუსიკაზე წერით.
კურსი დაგეხმარებათ მიიღოთ თეორიული და პრაქტიკული მომზადება მუსიკალური ჟურნალისტიკის მიმართულებით და გაეცნოთ როგორ მუშაობს თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრია, გამოიმუშავოთ უნარები სხვადასხვა ფორმატის მუსიკალური ინსტორიების გასაშუქებლად ციფრულ მედიაში, მათ შორის მუსიკალური ღონისძიებების გაშუქების, მუსიკოსებთან ინტერვიუების და რეცენზიების საშუალებით. აღმოაჩინოთ მუსიკალური მედიის გლობალური გავლენა ინდუსტრიაზე და შექმნათ ისტორიები, რომლებიც აუდიტორიისთვის საინტერესო იქნება.
კურსის ფარგლებში მიიღებთ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ისეთ აქტუალურ მიმართულებებზე როგორებიცაა: ციფრული კონტენტის შექმნა, ამბის თხრობის ხელოვნება, აუდიტორიის ჩართულობა და მარკეტინგი, შეგამზადებთ რა სწრაფად მზარდ ტექნოლოგიური რეალობის პირობებში, მოძებნოთ საკუთარი ადგილი განახლებულ ხელოვნების ეკონომიკაში.
კურსის განმავლობაში საშუალება მოგეცემათ იმუშაოღ როგორც რეალურმა ჟურნალისტმა – “ცოცხალი ნიუსრუმის” ფარგლებში მუსდმივად მოხდება ტექსტური თუ სხვა სახის კონტენტის შექმნა, დამუშავება და გამოქვეყნება სხვადასხვა პლატფორმებისთვის. ჩვენი მჭიდრო კავშირი მუსიკალურ მედია ორგანიზაციებთან, საშუალებას მოგცემთ მიიღოთ განახლებადი ბრიფები ლექციების პერიოდში, რაც დაგეხმარებათ თავად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები.
ლექციათა მსვლელობის პერიოდში, რეგულარულად გვეწვევიან სტუმრები მუსიკალური ინდუსტრიის სხვადასხვა სეგმენტიდან: ლეიბლები, ციფრული გამომცემლობები, ხელოვანები და ა. შ. – იმის უკეთ გასაგებად, თუ რა როლს თამაშობს თანამედროვე მუსიკალური ჟურნალისტიკა აღნიშნული წერტილების ეფექტური მუშაობის პროცესში.
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა და პრაქტიკული უნარები იმისთვის, რათა ჩაერთონ და დასაქმდნენ მუსიკალური ინდუსტრიის ინოვაციურ მიმართულებებში: მუსიკალურ გამომცემლობებში, რადიოში ან დაგროვილი ცოდნა გამოიყენონ მომიჯნავე სფეროებში.
ლოკაცია – ფაბრიკა
დეტალები: მუსიკალური ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “მუსიკალური ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში” კომენტარის გაუქმება
₾900
მსგავსი კურსები
ხელოვნების არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა
MS Excel საავტორო კურსი
Music Theory – 1 თვიანი ინტენსიური კურსი
კონტენტ მარკეტინგი
₾900
შეფასებები ჯერ არ არის.