Music Theory – 1 თვიანი ინტენსიური კურსი

₾450 Original price was: ₾450.₾427Current price is: ₾427.
გამოიმუშავე კრეატიული თავდაჯერებულობა
ისწავლე როგორ გამოიყენო მუსიკის თეორია შენს სასიკეთოდ რათა წერო ელექტრონული მუსიკა. ეს კურსი არის კომპაქტური და ფუნდამენტურად ფარავს მუსიკის თეორიას. პლიუს, ის შექმნილი იყო ელექტრონული მუსიკოსებისთვის აკადემიის კურსდამთავრებულების ნაცვლად. არ შეცდეთ. 12 საათი არ სჭირდება ვიდეო ლექციებს რათა ისწავლო როგორ ააშენო და გამოიყენო მაჟორული შკალა. ეს კლასი წარმოადგენს მცირე მოცულობის ვიდეოებს, რომლებიც ხსნიან და დემონსტრაციას უკეთებენ თითოეულ საკითხს ძალიან ზუსტად.
ეს კურსი გთავაზობს მეტს, როდესაც ძირითად სასწავლო საკითხებს გასცდები. შენ ისწავლი როგორ მართო რიტმი, აღმოაჩინო მელოდიის წერის სტრატეგიები და გზები, მიიღებ რჩევებს მუსიკის წერასთან დაკავშირებით რივერბზე და ეკვალაიზერზე.. ასევე აკორდების პროგრესიაზე. შენ შეისწავლი არა მხოლოდ სრულ შესავალს მუსიკის მნიშვნელოვან საკითხებზე, არამედ შეძლებ გამოიყენო ეს ცოდნა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში ნაწარმოებების შექმნაში.
მას შემდეგ რაც ჩვენ შეგაიარაღებთ მუსიკის თეორიის ენით, აკორდული პროგრესიებით და საინტერესო რიტმებით, შენ აღმოაჩენ რა ხდის მელოდიას სასიამოვნოს. კარგ ელექტრონულ მუსიკას სჭირდება ანკესი, ხოლო ეს ანკესი უნდა იყოს მარტივი და თვალში საცემი. შენ აღმოაჩენ, რომ შეგიძლია შექმნა კარგი მელოდია ყოველ ჯერზე, როდესაც გამოიყენებ აკორდულ ტონებს. შენ ნახავ და მოუსმენ მელოდიკურ მაგალითებს, რომლებიც აშენებულია მუსიკის თეორიის კონცეპტებიდან, რომლებსაც მოტივები ჰქვიათ. შენ ასევე ისწავლი ბაზ ლაინის წერას, ანალოგიური რეცეპტის გამოყენებით. არ ექნება მნიშვნელოვა რას ქმნი, შენი ელექტრონული ჟანრის ნაწარმოები ვერ წარემატება, თუ მას მყარი ბაზ ლაინი და ადვილად დამახსოვრებადი მელოდია არ ექნება. ამიტომ, ეს კურსი ამომწურავად ფარავს აკორდებს, მელოდიებს და აშ. პლიუს ყველაფერი ვიზუალურადაც არის წარმოდგენილი.
კურსი მუსიკით დაინტერესებული ადამიანებისთვისაა და მათთვის, ვისაც სურს საკუთარი შემოქმედება განავითაროს. კურსის განმავლობაში, თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობებით ისწავლი მაჟორულ-მინორულ სისტემას, საბაზისო ჰარმონიას, კომპოზიციას, აკორდების აგებასა და რითმს. კურსის დამთავრების შემდეგ, შეძლებ კომპოზიციის თეორიულ ანალიზს, მელოდიის დეკორირებას, ელექტრონული კომპოზიციის შექმნასა და გაცოცხლებას.
კურსს გაუძღვება:
გიორგი აროშვილი – პროფესიით პიანისტი.
დაამთავრა ზ.ფალიაშვილის სახ. „ნიჭიერთა ათწლედი“, უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა ვ.სარაჯიშილის სახელობის სახ. კონსერვატორიაში (ბაკალავრი/მაგისტრი).
ქ. თბილისის მერის (გ.უგულავა) სტიპენდიანტი, როგორც საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ტოპ-5 სტუდენტი.
მაგისტრის წოდების შემდეგ, სწავლა გააგრძელა Post Graduate Course –ზე
იტალიაში, ქ.ფლორენციის „Scuola di Musica di Fiesole”-აკადემიაში სრული დაფინანსებით პროფესორ Andrea Lucchesini-სთან.
აქტიურად თანამშრომლობდა იტალიის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან
„Orchestra Giovannile Italiana”, ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან.
სოლო კარიერის განმავლობაში ჩატარებული აქვს კონცერტები ევროპის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში და ფესტივალებზე:
“Palazzo Strozzi”(Italy,Florence), S.Cecilis Hall (Rome,Italy), KonzertHaus (Frakfurt,Germany), ElbPhilharmonie Concert Hall (Hamburg,Germany), Bomarzo Theatre (Bomarzo, Italy).
ფესტივალები: Ravello Festival, Kontrapunkt#5 გრემის ჯილდოს ფლობელ კიმ კაშკაშიანთან ერთად.
იგი ყოველთვის გატაცებული იყო ელექტრონული მუსიკით. უდიდესი აკადემიური/პროფესიული მუსიკის გამოცდილების შემდეგ, გადაწყვიტა ელექტრონული მუსიკის საფუძვლიანად შესწავლა, გაიარა 303ჰერცის- Ableton Live – ის კურსი.
ამჟამად, 303ჰერცის მუსიკის თეორიის მენტორია. მუსიკის თეორია – Ableton Live -ის გამოყენებით. მარტივი კურსი, რომელიც მიზნად ისახავს, დაეხმაროს ყველა თვითნასწავლ თუ პროფესიონალ მუსიკოსს, პროფესიულად/თეორიულად გამართული “Track”-ების და ნაწარმოებების შექმნაში.
დეტალები: Music Theory – 1 თვიანი ინტენსიური კურსი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “Music Theory – 1 თვიანი ინტენსიური კურსი” კომენტარის გაუქმება
გაკვეთლი 1
•რას ნიშნავს მუსიკალური ბგერა და რა არის მისი მისი დამახასიათებელი თვისებები.
•ორი ტიპის სანოტო დამწერლობა.
•რა არის ალტერაციული ნიშანი?
გაკვეთლი 2
•რას წარმოადგენს ნახევარი და მთელი ტონი.
•რიტმი, მეტრი, ტემპი.
•ყველა დროში საორგანიზაციო ვარიანტის განხილვა
გაკვეთლი 3
•განვიხილავთ თუ რა არის ინტერვალი,ავაგებთ სხვა და სხვა ინტერვალებს უკვე წინა გაკვეთილზე განვლილი მასალის დახმარებით.
•საუბარი მაჟორულ-მინორულ სისტემაზე
•კილოების აგება.

₾450 Original price was: ₾450.₾427Current price is: ₾427.
მსგავსი კურსები

Mixing-post production

₾450 Original price was: ₾450.₾427Current price is: ₾427.
შეფასებები ჯერ არ არის.