მუსიკის თეორიის საფუძვლები

მუსიკის თეორიის საფუძვლები 6 თვიანი პროგრამაა, კურსის განმავლობაში სტუდენტები დახვეწავენ სმენას, გაეცნობიან მუსიკალური დამწერლობის კლასიკურ და თანამედროვე მეთოდებს.
კურსი კომპლექსური მეთოდების დახმარებით მიზნად ისახავს ძირითადი ინფორმაციის მიწოდებას მუსიკის შესახებ (ანტიკური პერიოდი, შუასაუკუნეები, აღორძინება, ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი, ექსპრესიონიზმი და მეოცე საუკუნის ძირითადი სააზროვნო პრინციპები).
ლექტორი-ქეთევან ჭიტაძე – მუსიკოლოგი,ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.დაამთავრა თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მესამე სამუსიკო სასწავლებელი მუსიკის თეორიის სპეციალობით (1998-2002). 2002 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკის თეორიის ფაკულტეტზე. 2012 წელს დაიცვა დისერტაცია: „სიმფონიის ჟანრული მოდელის გარდასახვა მეოცე საუკუნის მუსიკაში“ და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის აკადემიური ხარისხი.არის არაერთი პროექტის ორგანიზატორი. მათ შორისაა საერთაშორისო სამუსიკისმცოდნეო სტუდენტური კონფერენცია-კონკურსი, რომელიც ყოველ წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტარდება და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას სტუდენტი-მუსიკოლოგების პროფესიულ ცხოვრებაში.სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა „ფოლკ-რადიოსთან“ (იყო დილის და საღამოს ეთერების წამყვანი) და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო1-თან (გადაცემა „მუსიკალური რადიოანშლაგი“ კორესპონდენტი და გადაცემების ავტორი).პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს ქართულ და უცხოურ ჟურნალებში. არის ბლოგის: http://musicalgeorgia.blogspot.com/ ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი.მუშაობს თეატრალურ სფეროშიც. 2008 წლიდან არის ხელის ჩრდილების სახელმწიფო თეატრ „ბუდრუგანა-გაგრა“-ს მსახიობი.
ლოკაცია – ფაბრიკა
დეტალები: მუსიკის თეორიის საფუძვლები
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “მუსიკის თეორიის საფუძვლები” კომენტარის გაუქმება
- ბგერა და ობერტონების სისტემა
- ანტიკური ეპოქის მუსიკა
- მუსიკალური წყობები
- შუა საუკუნეების მუსიკა
- სანოტო დამწერლობა
- მეტრი, რიტმი, ტაქტი, ზომა, ტემპი
- ინტერვალები
- აღორძინების პერიოდის მუსიკა
- კილო და ტონალობა
- ბაროკოს პერიოდის მუსიკა
- აკორდები
- კლასიციზმი
- ფუნქციონალური სისტემა
- აკორდების ჰარმონიული და მელოდიური შეერთება
- რომანტიზმი
- სეპტაკორდები
- მონათესავე ტონალობები
- მოდულაცია
- იმპრესიონიზმი
21. ექსპრესიონიზმი და თავისუფალი ატონალობა 22. ოსტინატო
23. დოდეკაფონია და ტოტალური სერიალიზმი 24. ალეატორიკა
25. სონორისტიკა
26. რეპეტიტიული მინიმალიზმი
პრაქტიკული ნაწილი:
რიტმული სავარჯიშოები, სოლფეჯირება მელოდიის ჩაწერა (კარნახი)
სმენითი და მუსიკალური ტექსტის ანალიზი აკორდული თანმიმდევრობების შექმნა და დაკვრა

₾1,680
მსგავსი კურსები
₾1,680
შეფასებები ჯერ არ არის.