Online

PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

4,950

0
შედარება
პროვაიდერი
ხანგრძლივობა -
ლექტორი ვანო ნადირაძე, ქეთი ტყავაძე
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო ჯგუფის შევსებისთანავე

ვისთვისაა კურსი

მოსამზადებელი კურსი განკუთვნილია პროექტის მენეჯერების ან პროექტში საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირებისთვის, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს საერთაშორისო აღიარების მქონე პროექტის მართვის პროფესიონალის (PMP) ტიტული და შესაბამისი სერტიფიკატი.

კურსის პრერეკვიზიტია პროექტის მართვის მიმართულებით მიღებული ოფიციალური განათლების 35 საკონტაქტო საათი. ამ საკონტაქტო საათების გაცემა / მინიჭება შეუძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ ორგანიზაციას:

  • ტრეინინგ ან საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც გასცემენ შესაბამის სერტიფიკატს (მაგალითად: მართვის აკადემიას, შესაბამისი კურსით “პროექტის მართვა 2.0”)

  • PMI-ის რეგისტრირებულ საგანმანათლებლო პროვაიდერებს (PMI R.E.P.s)

  • PMI-ის ავტორიზებულ ტრენინგ პროვაიდერებს (ATPs)

  • PMI-ის წარმომადგენლობებს (PMI Chapters). *ამ შემთხვევაში იგულისხმება არა ე. წ. Chapter Meeting-ების დროს მიღებული საათები, არამედ საგანმანათლებლო ღონისძიებებიდან მიღებული საათები

  • უნივერსიტეტებს, შესაბამისი კურსის არსებობის შემთხვევაში

მსმენელებისთვის, ვისაც სურს საფუძვლიანად შეისწავლოს პროექტის მართვა (რაც დაეხმარება მათ როგორც პრაქტიკულ ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე გამოცდის ჩაბარებაში) რეკომენდებულია PMP-ის მოსამზადებელი კურსის გავლამდე დაესწრონ მართვის აკადემიის პროექტის მართვის ტრენინგს

მენტორები

ვანო ნადირაძე – ვანო არის პროექტის მენეჯერი, პროექტის მართვის კონსულტანტი და ტრენერი 10+ წლიანი გამოცდილებით. იგი ასევე არის “PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის” დამფუძნებელი, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს, Grenoble Graduate Business School – გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი – pmi.org).

ქეთი ტყავაძე – ქეთი ფლობს 15+ წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მიწვეული ლექტორი.
ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate Business School – გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA – ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი – pmi.org) და სერტიფიცირებული NLP პრაქტიკოსი ქოუჩი.

მიმოხილვა და კურსის აღწერა

მართვის აკადემია საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს მოემზადონ საერთაშორისოდ აღიარებული PMP® (Project Management Professional) სერტიფიცირების გამოცდისთვის უმოკლეს დროში.445

თითქმის 4 კვირის განმავლობაში განმავლობაში, კურსის მენტორები და ტრენერები მონაწილეებს აუხსნიან და ყურადღებას გაუმახვილებენ ყველა იმ ძირითად თემაზე, საკითხსა და ტექნიკაზე, რაც საჭიროა PMP®-ის საერთაშორისო სერტიფიცირების გამოცდისთვის.

წარმატებული სერტიფიცირების გარანტირებისთვის, კურსის განმავლობაში ვანო ნადირაძე და ქეთი ტყავაძე მონაწილეებს გაუწევენ დახმარებას გამოცდისთვის მზადების პროცესში შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

  • 17 ოქტომბერი – 27 ოქტომბერი: მეცადინეობა თავისუფალ რეჟიმში – კურსის მონაწილეებს დაურიგდებათ სამეცადინო ლიტერატურა, შესაბამისი სამეცადინო გრაფიკით. ამ პერიოდში, გრაფიკის მიხედვით მონაწილეებმა ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იმეცადინონ დამოუკიდებლად. ამავე პერიოდში ვავსებთ PMI აპლიკაციას და ვაგზავნით დასადასტურებლად. აპლიკაციის შევსების პროცესს და მეცადინეობის პროგრესის მონიტორინგს წარმართავენ მართვის აკადემიის მენტორები.

  • 28 ოქტომბერი – 4 ნოემბერი: მეცადინეობა აქტიური მენტორობით – კურსის მონაწილეები, აქტიური კითხვის რეჟიმში მეცადინეობენ სპეციალური გრაფიკის მიხედვით. მენტორების მხრიდან მუდმივი დაკვირვება იქნება Online რეჟიმში. დღეში ორჯერ, შუადღით და საღამოს იქნება Online ჩართვა, რომლის დროსაც განვიხილავთ გავლილი მასალის შესახებ კითხვებსა და რეკომენდაციებს. მონაწილეები ყოველი დღის ბოლოს სიმულატორის დახმარებით აკეთებენ ტესტებს.

  • 5 ნოემბერი – 10 ნოემბერი : ტესტირება აქტიური მენტორობით – კურსის მონაწილეები, სპეციალურად, ინდივიდუალურად შედგენილი გრაფიკის მიხედვით, სიმულატორის დახმარებით აკეთებენ ტესტებს და იღებენ მუდმივ უკუკავშირსა და რეკომენდაციებს მენტორებისგან.

კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან:

  • PMP® გამოცდისთვის სამეცადინო უახლესი წიგნებით

  • PMP® გამოცდისთვის სამეცადინო საუკეთესო სავარჯიშო ტესტებით;

  • დამატებითი ლიტერატურითა და მოსამზადებელი პროგრამებით

  • მონაწილეებს დახმარება გაეწევათ აპლიკაციის შევსების, გამოცდის დანიშვნის და საგამოცდო თანხის* გადახდის საკითხში;

  • მეცადინეობის პროცესში მონაწილეებს დახმარება გაეწევათ მათთვის მნიშვნელოვან / გაურკვეველ ნებისმიერ საკითხზე

* PMP® გამოცდის ჩაბარების საფასურია 555 აშშ დოლარი, რასაც თავად მონაწილე იხდის ინტერნეტით.  გამოცდის ჩაბარება ხდება Pearson Vue-ს აკრედიტირებულ ცენტრებში (ცენტრების ჩამონათვალი შეგიძლიათ მოძებნოთ ლინკზე) ან ონლაინ.

რა არის PMP® სერტიფიცირება:

PMP® არის საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტული, რომელსაც გვთავაზობს პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI) – მსოფლიო მასშტაბით ლიდერი კომპანია პროექტის მართვის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების კუთხით. პროექტის მართვის ინსტიტუტი წარმოდგენილია 214 ქვეყანაში და მსოფლიო მასშტაბით 1 000 000-ზე მეტი პროექტის მენეჯერისთვის აქვს მინიჭებული PMP ტიტული, ოფიციალური გამოცდის საფუძველზე.

გამოცდაზე გასასვლელი პრე-რეკვიზიტებია (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ PMP® დამხმარე სახელმძღვანელო):

  1. უმაღლესი განათლება;

  2. პროექტის მართვის (ან პროექტში საპასუხისმგებლო პოზიციაზე ყოფნის) 4,500 საათიანი პრაქტიკული გამოცდილება (რაც დაახლ. 2 წელს უდრის)

  3. პროექტის მართვის ოფიციალური განათლების 35 საკონტაქტო საათი

დეტალები: PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

დაწყების დრო

ლოკაცია

ლექტორი

,

სერტიფიკატი

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

4,950

0
შედარება
პროვაიდერი
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა