Online

შესყიდვების მართვა

650.00

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 2 კვირა
ლექტორი თამარ ასხიაშვილი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო მალე

ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

განახლებული პროგრამა – “შესყიდვების მართვა“, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მსოფლიოსა და საქართველოში გამოცდილი მეთოდებით და ინსტრუმენტების გამოყენებით. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ როგორც საბაზისო ცოდნას შესყიდვების უწყვეტი და ეფექტური მართვის პროცესის შესახებ, ასევე დაეუფლებიან შესყიდვების ეფექტურად მართვას. ისინი განსაზღრავენ კომპანიის საჭიროებებს, ხარჯების კატეგორიზაციას, დაუფლებიან ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, შეიმუშავებენ საბაზრო რისკების მართვის მექანიზმებს და გაეცნობიან მომწოდებლის მოძიებისა და მოლაპარაკების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:

  • შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციის სწორად ჩამოყალიბებას;
  • ბაზრის კვლევისთვის საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებას;
  • შესყიდვების პორტფელის გაანალიზებას, კატეგორიებად დაყოფას და სტრატეგიების შემუშავებას;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრას;
  • მომწოდებლების მოძიებას და შეფასებას;
  • მოლაპარაკებებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და მის გამოყენებას;
  • მიღებული შემოთავაზებების და მომწოდებლების შეფასებას და შერჩევას.

კურსი განკუთვნილია:

  • როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები შემსყიდველებისთვის
  • კატეგორიის მენეჯერებისთვის
  • შესყიდვების მენეჯერებისთვის

თამარ ახსიაშვილი

შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 14+ წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, შესყიდვების ტრენერი 5+ წლიანი გამოცდილებით, კონსულტანტი შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.

ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი.

შვეიცარული ტრენინგ კომპანიის Siegel HR-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და კავკასიის რეგიონში.

კორპორატიული Pasha Bank Georgia-ს და მისი საცალო საბანკო სტარტაპი ქვე-ბრენდის Re|Bank-ის  შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 7 ოქტომბერი

☑ტრენინგის დღეები: ორშაბათი / ოთხშაბათი / პარასკევი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 12 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 21:00

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე.

საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით. 

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს

დეტალები: შესყიდვების მართვა

დაწყების დრო

მალე

ლექტორი

თამარ ასხიაშვილი

ლოკაცია

online

სერტიფიკატი

გაიცემა

ხანგრძლივობა

2 კვირა

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “შესყიდვების მართვა”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

  • შესყიდვების საფუძვლები და განმარტებები;
  • სპეციფიკაციის გაწერა და საჭირო ინსტრუმენტების გამოყენება;
  • შესყიდვის სრული პროცესი და ხარჯების კატეგორიზაცია;
  • საერთო სტრატეგია და მისი მნიშვნელობა;
  • ბაზრის ანალიზი სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით (SWOT, PESTED, სხვა);
  • რისკების ანალიზი;
  • სამუშაო ჯგუფის დაკავშირებული მხარეები და პასუხმგებლობები;
  • კატეგორიის განსაზღრა და მართვის ძირითადი ამოცანები;
  • სტრატეგიის განსაზღვრა;
  • მომწოდებლების მოძიება და შერჩევა;
  • შერჩევისთვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • არსებული მომწოდებლების მართვა, ანალიზი და შეფასება;
  • უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა;
  • შემოთავაზებების შედარება (“სქორინგ” სისტემით)
  • მიწოდება და ინკოტერმების არსი
No more offers for this product!

650.00

რეგისტრაცია

650.00

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა