Online

ციფრული რეკლამირება

1,300

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 7კვირა-14 შეხვედრა
ლექტორი ტატიანა ბაშელეიშვილი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო 29.04.2024

კურსის აღწერა

პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვისას, ბიზნესი მომხმარებლებს კონკრეტულ პრობლემას უჭრის. პროგრამის მიზანიც სწორედ ბევრი პრობლემის გადაჭრაა და არა უკონტექსტო რეკლამირება.

რეკლამა და მისი გავრცელების გზები ამა თუ იმ სახით  უძველესი დროიდან არსებობს.  ციფრული არხები კი საშუალებას გვაძლევს, რომ სამიზნე აუდიტორიისთვის ვიყოთ  მაქსიმალურად საინტერესოები, დროულები და სასარგებლოები, სწორ დროს და სწორ ადგილას.

კრეატივი ვერ იქნება სრულფასოვანი, თუკი მისი განთავსება ხდება არასწორად.

ციფრული მიგრაციის ეპოქაში რეკლამირების მთავარი უპირატესობა მისი გაზომვადობაა – შესაძლებელია თითოეული მარკეტინგული ინიციატივის შეფასება და ბიზნეს შედეგებში თარგმნა,  სტრატეგიისა და ტაქტიკების დახვეწა რიცხვებზე დაყრდნობით.

პროგრამის ფარგლებში განიხილავთ, როგორ უნდა გახდეს ციფრული რეკლამირება ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების შემადგენელი ნაწილი. აითვისებთ იმ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ბაზისს, რომელიც სჭირდება ეფექტური რეკლამის დაგეგმვას, გაშვებას, მონიტორინგს, ანალიტიკასა და ოპტიმიზაციას.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • სარეკლამო სტრატეგიის შედგენა
  • სამიზნე აუდიტორიის ეფექტურად განსაზღვრა
  • ბიუჯეტირება და შეზღუდული რესურსების ოპტიმალურად გამოყენება
  • რეკლამირება ყველაზე დიდ პლატფორმებზე: Facebook, Linkedin, Google
  • დამოუკიდებლად დანერგვა და სარეკლამო ხელსაწყოების გამოყენება
  • ეფექტურობის გაზომვა და ოპტიმიზაცია
  • გაშვებული სარეკლამო კამპანიების სწორი მონიტორინგი და რეპორტინგი (tracking & reporting VIA data studio)
ვისთვის არის კურსი

კურსი არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ნულიდან ისწავლოს ციფრული რეკლამირება. ეს შეიძლება იყოს სოციალური მედიით დაინტერესებული ადამიანი, მარკეტინგის გუნდის წევრი ან/და საკუთარი ბიზნესის მფლობელი.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო სხვადასხვა ქეისი, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვება:

ტატიანა ბაშელეიშვილი

ტატიანას ციფრული მარკეტინგის მიმართულებით 5 წლიანი გამოცდილება აქვს, რის განმავლობაშიც უმუშავია 50-ზე მეტ ბრენდთან სხვადასვა ბიზნეს სექტორში: ჰორეკა,  უძრავი ქონება,  FMCG, მოდა და სხვა. უთანამშრომლია როგორც ქართულ სტარტაპებთან (Carfest, Lunchoba..) და საერთაშორისო კომპანიებთან (Zara, Massimo Dutti, Sheraton, Lavazza, Lenovo, Oppa, Namai Vake, Galleria Tbilisi, Avon..), ასევე ჯილდოებმოგებულ კრეატიულ კამპანიებზე ( Wolt, KFC, Miniso, საქართველოს ფოსტა..). ტატიანა  Redberry-ში ციფრული მედია დამგეგმავის პოზიციას იკავებდა, ასევე ხელმძღვანელობდა  Growth Marketing-ის დეპარტამენტს. ამჟამად, იგი აღმასრულებელი დირექტორია თავისივე დაფუძნებულ არქიტექტურული გამოცდილების მიმწოდებელ კომპანიაში HURO.

დეტალები: ციფრული რეკლამირება

ხანგრძლივობა

ლოკაცია

სერტიფიკატი

ლექტორი

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “ციფრული რეკლამირება”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,300

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა