REM დეკოდირება
მიმოხილვა
რას ნიშნავს REM დეკოდირება?
სტრესი და ტრავმები ტვინის ორივე ნახევარსფეროში ქმნიან ბლოკებს, ამდენად ნებისმიერი კონფლიქტი, ან ემოციური პრობლემა შესაძლოა გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ნახევარსფერო ჰარმონიულად მუშაობს.
REM დეკოდირება წარმოადგენს ქოუჩინგის პროცესს, რომლის მეშვეობითაც ტვინი თავისუფლდება მსგავი ბლოკებისგან. მისი მეშვეობით ხდება ტვინამდე მიმავალი ნევროლოგიური გზების გარდაქმნა და მათზე გავლენის მოხდენა.
ამ მეთოდის გავლენა მეცნიერულად არის დადასტურებული.
იგი ამცირებს შიშსა და სტრესულ რეაქციებს და ხელს უწყობს შინაგანი ბალანსის წარმოქმნას.
REM დეკოდინგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ მეთოდს წარმატების ქოუჩინგში, რომლის სესიებიც ემსახურება ყველა ფსიქოლოგიური პრობლემის მოგვარებას (მაგ: საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევა; სამუშაოდან გამოწვეული სტრესის დაძლევა; დაბალი თვითშეფასების გადალახვა; გადაწყვეტილების მიღების შიშის გადალახვა; მოწევის ჩვევის დაძლევა; ზედმეტი საკვების მიღების ჩვევის დაძლევა; რესურსული ქოუჩინგის მიმართულებით სპორტსა და ბიზნესში საუკეთესო შედეგების მიღწევაში დახმარება)
განგებამ დაგვაჯილდოვა ბუნებრვი უნარით გავუმკლავდეთ სტრესულ გამოცდილებებს და ვიპოვოთ შემოქმედებითი გზები ემოციური პრობლემების დასაძლევად ძილის მეშვეობით. ღამით ადამიანი გადის რამდენიმე REM ფაზას, რომლის დროსაც ჩვენი გონება ბუნებრივად ალაგებს ჩვენს ემოციურ გამოცდილებებს და ჩვენს დამოკიდებულებებს მათ მიმართ. ამიტომ ბევრ კულტურაში არსებობს ასეთი რჩევის მიცემის ტრადიცია ,,გამოიძინე და დამშვიდდები”.
ყველას გამოგვიცდია თუ როგორ ამსუბუქებს გამოძინება რთულ შემთხვევებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება და როგორ ამარტივებს ემოციურ შეგრძნებებს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.
REM იშიფრება როგორც თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზა (Rapid Eye Movements), რაც კარგად შესამჩნევია მძინარე ადამიანის თვალებზე დაკვირვების დროს.
REM დეკოდირება ხელს უწყობს ამ უნარის ფხიზელ მდგომარეობაში გამოყენებას. ქოუჩი იწყებს ხელის ტალღისებურ მოძრაობას და თვალებს მიანიშნებს სწრაფი მოძრაობისკენ. ტვინში ახალი სინაფსები იწყებენ ერთმანეთთან დაკავშირებას, ამდენად NLP-ის კინეზიოლოგიასთან (მოძრაობის ფიზიოლოგია) გაერთიანებით, მიიღება ძალიან ეფექტური მეთოდი ქოუჩინგისთვის.
REM დეკოდირება წარმოადგენს პოზიტიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უახლეს მეთოდს, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის სფეროებს და ამავდროულად ავითარებს და მოიცავს EMDR-ს (თვალის მოძრაობის მეშვეობით სტრესული შეგრძნებების შესუსტება და გადამუშავების პროცესი), რომელიც მეცნიერულად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ქოუჩინგის პროცესია.
——
ტრენინგს, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ ამ მეთოდს და გამოიყენოთ თქვენს პრაქტიკაში, გაუძღვება ლეგენდარული მადიტა დისკჰუტი, თერაპევტი და საერთაშორისო დონის NLP ტრენერი გერმანიიდან.
მადიტა უკვე რამდენიმე ათწლეულია მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ინდივიდუალურ პრაქტიკასთან ერთად, დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს თავის უნიკალურ ჯგუფურ ტრენინგებს, რომლებშიც გაერთიანებულია როგორც თანამედროვე თერაპიული მეთოდები, ასევე უძველესი აღმოსავლური მედიტაციების მსუბუქი ნოტებიც.
ადამიანები, რომლებიც მის ტრენინგებს ესწრებიან შემდეგ ხშირად საუბრობენ იმ უნიკალურ ენერგეტიკულ ველზე, რომელიც ამ პიროვნების ირგვლივ იქმნება და ხელს უწყობს სწავლას ლაღ და სტრესისგან თავისუფალ გარემოში.
—-
ტრენინგი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, თერაპევტებისა და ქოუჩებისთვის
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე.
კურსის ღირებულებაა -980$
კურსს გაუძღვება
მადიტა დიკჰუდი – NLP პრაქტიკოსის კურსის ტრენერი. მადიტა NLP მეთოდოლოგიის უშუალო შემქმნელების მოსწავლე და საერთაშორისო ტრენერია. ოშოს აშრამში ხანგრძლივმა ცხოვრებამ მედიტაციის ლიდერად ჩამოაყალიბა, შემდეგ კი ხანგრძლივი პრაქტიკა დეჰიპნოთერაპიაში გაიარა. მადიტა „აშშ-ის ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ასოციაცია“-ის დიპლომირებული ტრენერია.
ტრენერი
დეტალები: REM დეკოდირება
|
₾2,744
მსგავსი კურსები
Motion Design
ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსი
ციფრული რეკლამირება
გრაფიკული დიზაინი
₾2,744