გაყიდვები და მართვა
₾1,990
გაყიდვების და მოლაპარაკების პროცესის მართვა რთული და კომპლექსურია. შესაბამისად, სწორი სტრატეგიის გარეშე კონკრეტული და გრძელვადიანი შედეგების მიღება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ზოგჯერ ჩვენ ვიღებთ შედეგებს, მაგრამ ეს შედეგები არასტაბილურია და მუდმივად გვიწევს ხანძრების ჩაქრობა, რასაც ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს.
გაყიდვების და მართვის კურსის მთავარი სარგებელი კონკრეტული სტრატეგიებისა და ტექნიკების შესწავლაა, რომლებიც არამარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოს რეალობაშიც ადაპტირებულია და პრაქტიკაში გაზომვადი შედეგები მოაქვს. ტრენინგის შემდეგ თქვენ შეძლებთ თქვენს კომპანიაზე მორგებული გაყიდვების სტრატეგიის შექმნას და მოლაპარაკებებისა და გაყიდვების პროცესის წარმატებით დასრულებას. შესაბამისად, თქვენი გაყიდვები უფრო სტაბილურად გაიზრდება, ყოველი ახალი გამოწვევა გაყიდვებში ნაკლები სტრესის მომტანი იქნება და რაც მთავარია, შეძლებთ, რომ უფრო ეფექტურად მართოთ გაყიდვების გუნდი და იზრუნოთ მათი განვითარების გრძელვადიან გეგმებზე.
კურსი განკუთვნილია
მათთვის, ვინც მუდმივად ეძებს სიახლეებს მოლაპარაკებებში, გაყიდვებში და სჯერა, რომ თავისი კოლეგებისგანაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ ისწავლოს და გაიზიაროს.
პროგრამა შედგენილია პრაქტიკულ ქეისებზე, საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე დაყრდნობით და მორგებულია ქართულ რეალობას.
ანდრო, დავითი და ეკა დაგეხმარებიან, ისწავლოთ, როგორ დაგეგმოთ, განახორცი- ელოთ მოლაპარაკების პროცესი ისე, რომ ეს ყველაფერი იყოს ნაკლებად სტრესული და მეტად ეფექტური.
პროგრამა შედგება ოთხი ძირითადი ბლოკისგან: მიზნების განსაზღვრა, დაგეგმარება, განხორციელება და ანალიზი. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, მიღებული ცოდნა რეალურ ქეისებს მოარგონ.
კურსის გავლის შემდეგ
გაყიდვები სტაბილურად გაიზრდება, ყოველი ახალი გამოწვევა გაყიდვებში ნაკლები სტრესის მომტანი იქნება და რაც მთავარია, შეძლებ, რომ უფრო ეფექტურად მართო გაყიდვების გუნდი და იზრუნო მათი განვითარების გრძელვადიან გეგმებზე.
კურსი წარიმართება საინტერესო შემოქმედებით გარემოში, განსხვავებული გამოცდილებების მქონე ადამიანებთან ერთად. ჩატარდება ბევრი ექსპერიმენტი და იქნება მოულოდნელი აღმოჩენები, რაც მოლაპარაკების პროცესს უფრო სასიამოვნოს და რაც მთავარია, წარმატებულს გახდის.
ტრენინგის უპირატესობები
პროგრამა შედგენილია პრაქტიკულ ქეისებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე დაყრდნობით და მორგებულია ქართულ ბაზარს.
პრაქტიკოსი ტრენერები დაგეხმარებიან, ისწავლოთ, როგორ დაგეგმოთ, განახორციელოთ და მართოთ გაყიდვებისა და მოლაპარაკებების პროცესი დასაწყისიდან დასასრულამდე.
პროგრამა შედგება სამი ძირითადი ბლოკისგან: დაგეგმარება, განხორციელება და ანალიზი. პრაქტიკული სავარჯიშოების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, მიღებული ცოდნა რეალურ ქეისებს მოარგონ.
ტრენერები:
დავით ჩიკვაიძე-დამფუძნებელი, დირექტორი, ტრენერი
ანდრო დგებუაძე-პარტნიორი ტრენერი
ეკატერინე თავთავაძე-პარტნიორი ტრენერი
ლოკაცია : სასტუმრო ბილტმორი
დეტალები: გაყიდვები და მართვა
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “გაყიდვები და მართვა” კომენტარის გაუქმება
პროგრამა
I შეხვედრა
ოლიმპოს მეთოდი პირველი კომუნიკაციისას
„5 წამის პრინციპი“
როგორ დავრეკოთ რეკომენდაციით?
Elevator pitch – მეთოდი
მახეები პირველი კომუნიკაციისას.
როგორ შევთანხმდეთ შეხვედრის ჩანიშვნაზე? სიმულაცია – რას გამოიცნობ ორ წამში?
II შეხვედრა
წარმატებული მოლაპარაკების ეტაპები
შეხვედრის წინ დასაცავი რიტუალები – Framing
საქმიანი საუბრის წამოწყება – როგორ დავძლიოთ უხერხული მომენტები. როგორ მივხვდეთ, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები.
დამკვეთის გამოცდილების და საჭიროებების დადგენა
რაზე ვისაუბროთ და არ ვისაუბროთ პროდუქტის წარდგენისას?
„მერე მე რა?!-ს პრინციპი
სიჩუმეს ოქროს ფასი აქვს.
„შავი გედი” მოლაპარაკებებში
რა არის „შავი გედი“ მოლაპარაკებისას?
როგორ გავანეიტრალოთ „შავი გედი“?
როგორ ვისაუბროთ ფასზე? – აკერმანის მეთოდი მოვიფიქრებ და დაგიკავშირდებით – როგორ მოვიქცეთ? როგორ ჩავნიშნოთ შემდეგი შეხვედრა?
სიმულაცია – შენ როგორ მოიქცეოდი ?
III შეხვედრა როგორ მოველაპარაკოთ შესყიდვებს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია IV შეხვედრა განმეორებითი შეხვედრისათვის მომზადება – მიზნის დასახვა. „ცოტაც დამიკელის პრინციპი“ საბოლოო პირობებზე შეთანხმება კონკრეტული მოქმედების გეგმა ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება როგორ არის ,,NETWORKING” ქართულად? პირველი ნაბიჯი – „სამი წამის პრინციპი“. V შეხვედრა ჰელინგერის მეთოდი ჰელინგერის მეთოდი გაყიდვებში სიმულაცია – ვისია 100 $ ? INTERNATIONAL SALES INSTITUTE |
VI შეხვედრა
თვითშემეცნების 8 პუნქტიანი გეგმა
ლიდერობა ევთიფრონეს დილემა
წესი თუ თავისუფლება
ქაოსი, მორჩილება, პროტესტი, შეგნება დიადი ინკვიზიტორი
სპექტრალური არგუმენტები
VII შეხვედრა
მოტივაცია და გმირის მოგზაურობა
შინაგანი და გარეგანი მოტივატორები
ვინ ვარ მე? – მეს დაბადება, ფორმირება, ფერისცვალება თვითმოტივაცია
მოტივაციის საფეხურები და გადაწყვეტილებების მიღების იერარქია. დეტერმინიზმი და თავისუფალი ნება.
VIII შეხვედრა
STORYTELLING-ისტორიების მოყოლის ხელოვნება
Storytelling – ის ეფექტი მოლაპარაკებებზე
რა კომპონენტებისგან შედგება ამბავი? როგორ შევქმნათ საინტერესო Story? ემოციების მნიშვნელოვა ამბების მოყოლისას სიმულაცია – გააზიარე შენი ისტორია
₾1,990
მსგავსი კურსები
HR-ადამიანური რესურსების მართვა
გაყიდვების პერსონალური რუკა და ციფრული მარკეტინგი – სრული კურსი
ქოუჩინგი პრაქტიკაში
₾1,990
შეფასებები ჯერ არ არის.