SEO

1,300

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 8 კვირა
ლექტორი თორნიკე ჯანგულაშვილი, ლუკა ცხადაძე
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო 30.04.2024

კურსის აღწერა

SEO-ს მიზანია, მომხმარებლებს პროდუქტის ან სერვისის მოძებნისას ჩვენი ბიზნესი მოხვდეს პირველი თვალში, რადგან ტერმინი Top of Mind ციფრულ ერაში Top of Search-ს ნიშნავს. სწორ ორგანულ ტრეფიკს 10-ჯერ მეტი ღირებულების მოტანა შეუძლია, ვიდრე სხვა არხით შემოსულ მომხმარებლებს. დღეს, გლობალურად, ელექტრონული კომერციები ტრეფიკის  39%-ს სწორედ საძიებო სისტემებით აგენერირებენ და ადამიანები მხოლოდ Google-ის საძიებო სისტემაში 3.5 მილიარდ ფრაზას ეძებენ ყოველდღიურად.

კურსის განმავლობაში ვისწავლით ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციებზე გამოჩენაში დაგვეხმარება. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შევაფასებთ საიტების მდგომარეობას, გამოვასწორებთ შეცდომებს, ვისწავლით საიტის ავტორიტეტის ამაღლებას საძიებო სისტემაში და პრაქტიკაში გავიღრმავებთ ცოდნას შედეგების სწორად და ეფექტურად გაზომვისთვის.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • Keywords-ის კვლევა, Keyword-ზე კონკურენციისა და ძიების intent-ის შეფასება;
  • ვებ-გვერდის ტექნიკური აუდიტი;
  • ვებ-გვერდის ავტორიტეტის აუდიტი და ანალიზი;
  • SEO-თვის საჭირო HTML Tag-ების გაწერა;
  • გვერდებისა და ტექსტების ოპტიმიზაცია საძიებო ფრაზების მიხედვით;
  • თავისუფლად მუშაობა პოპულარულ CMS-ებზე (Webflow, WordPress, Wix, Shopify…);
  • Backlink-ების მოძიება, Link Building კამპანიების შესრულება;
  • ტექნიკური დავალებების გაწერა და დეველოპერებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • გვერდის და კონტენტის ბრიფის გაწერა და Content Writer-თან ეფექტური კომუნიკაცია;
  • SEO კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
  • AI-ის ინტეგრაცია SEO-ს მიმართულებით;
  • ყოველდღიური სამუშაოების გაწერა და tracking (GANTT CHART);
  • ავტომატიზირებული რეპორტინგის წარმოება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია დამწყები და გამოცდილი ციფრული მარკეტებისთვის, ვისაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით. კურსი ასევე არის მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთათვის, რომლებიც თავად მუშაობენ საკუთარი ვებ-გვერდის პოზიციების გაუმჯობესებაზე. კურსის გასავლელად აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვება

ლუკა ცხადაძე

ლუკას 4 წლიანი გამოცდილება აქვს SEO-ს სფეროში. ის 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონის ყველაზე მსხვილ SEO სააგენტო Clickslice-ში, რომლის დამფუძნებელი და ლუკას უშუალო მენტორი ჯოშუა ჯორჯი იყო – Best Selling SEO კურსის ავტორი. ლუკა ასევე შედის TOP 1% ფრილანსერებში Upwork, Top Rated Plus ექაუნთით. მას უმუშავია ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: UsayCompare, ComedyCarnival, Cryptal და სხვა. ლუკა ამჟამად არის საერთაშორისო SEO Agency RankPilots-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

თორნიკე ჯანგულაშვილი

თორნიკეს ციფრული მარკეტინგის სფეროში 9 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი გამოცდილება მოიცავს ციფრული მარკეტინგის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: Creative, Content Management, Advertising, Brand Management, SEO, Analyst. მას უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: თიბისი დაზღვევა, Veli.store, Fina, MaxinAI, Edumentors. ამჟამად თორნიკე არის SEO Agency RankPilots-ის თანადამფუძნებელი.

დეტალები: SEO

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

ლექტორი

,

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “SEO”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,300

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა