უძრავი ქონების გაყიდვები

ეს არის პრაქტიკულ ქეისებზე აგებული კურსი, რომელიც გაძლევს საშუალებას მიიღო პრაქტიკოსი მენტორების მრავალწლიან გამოცდილებაზე დამყარებული ცოდნა, მოისმინო კარგად ნაცნობი დეველოპერული პროექტების შექმნის წარმატების თუ მარცხის რეალური ისტორიები. ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი მენტორები ქეთი ადეიშვილი და ნინი მარიამიძე მზად არიან გაგიზიარონ საკუთარი გამოცდილება. დღეს უძრავი ქონების ბაზარზე იშვიათად შეხვდებით გამოცდილ კადრებს, რომლებიც წლების განმავლობაში უწყვეტად საქმიანობენ აღნიშნულ სფეროში და რომელთა გამოცდილება უკავშირდება წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან ერთად სხვადასხვა საფასო კატეგორიისა თუ კონცეფციის დეველოპერული პროექტების განხორციელებას. ჩვენი მენტორები სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნებიან
სპიკერები:
ქეთი და ნინი უკვე მრავალი წელია წარმატებით მართავენ უძრავი ქონების გაყიდვების სრულ ციკლს და მარკეტინგულ პროცესებს. მათი უშუალო სპეციალიაზაცია სწორედ უძრავი ქონების გაყიდვების მართვა და მარკეტინგ მენეჯმენტია. მათ პორტფელში სხვადასხვა ცნობილ დეველოპერულ პროექტთან ერთად წარმოდგენილია პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი King David
➡ კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა
➡ ლექციების რაოდენობა: 8
➡ დღეები: ხუთშაბათი – შაბათი (19:00-21:00) (17:00 – 19:00)
➡ ფასი: 850 ₾
დეტალები: უძრავი ქონების გაყიდვები
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “უძრავი ქონების გაყიდვები” კომენტარის გაუქმება
-
1. მომხმარებელთან შეხვედრამდე (ნაწილი 1) რას აკეთებს კომპანია მომხმარებელთან შეხვედრამდე? ● რა მიზნები გვაქვს როგორც კომპანიას და როგორც გუნდის წევრს? ● რა რესურსები გვაქვს ამ მიზნების მისაღწევად? ● როგორია კონკურენტული ბაზარი? ● როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი პანდემიის პირობებში?
-
2. მომხმარებელთან შეხვედრამდე (ნაწილი 2) როგორ ვამზადებთ პროდუქტს მომხმარებელთან შეხვედრამდე? ● ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები და რა სურთ მათ? ● როგორ შევქმნათ ჩვენს მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი? ● რა შეთავაზებით გავიდეთ ბაზარზე?
-
3. მომხმარებელთან შეხვედრამდე (ნაწილი 3) როგორ ვატყობინებთ ჩვენი პროდუქტის შესახებ მომხმარებლებს? ● უძრავი ქონების ბაზრის რა თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ გაყიდვების და კომუნიკაციის დაწყებამდე? ● რა მესიჯებით და რა საკომუნიკაციო არხებით ვეკონტაქტებით მომხმარებლებს? ● ადგილობრივი დეველოპერული პროექტების კომუნიკაციის წარმატებული და წარუმატებელი ქეისების განხილვა
-
4. მომხმარებელთან შეხვედრამდე (ნაწილი 4) რას ვაკეთებთ გაყიდვების დაწყებამდე? ● გაყიდვების რომელ არხებს ვირჩევთ ჩვენი პროდუქტის გასაყიდად? ● რა ეტაპებისგან შედგება გაყიდვების პროცესი? ● როგორ დავხვდეთ მომხმარებლს მომზადებული?
-
5. მომხმარებლებთან შეხვედრა (ნაწილი 1) როგორ გარდავქმნათ პოტენციური მომხმარებელი რეალურ მყიდველად? ● რა უნდა გავითვალისწინოთ მომხმარებელთან პირველადი კონტაქტის დროს? ● როგორ შევთავაზოთ პროექტი მომხმარებელს? ● როგორ მოვაქციოთ თანხვედრაში მომხმარებლის სურვილი ჩვენს შეთავაზებასთან?
-
6. მომხმარებლებთან შეხვედრა (ნაწილი 2) როგორ გარდავქმნათ პოტენციური მომხმარებელი რეალურ მყიდველად? ● როგორ დავხუროთ გარიგება? ● როგორ ვიქცევით „ჭირვეული კლიენტის“ შემთხვევაში/რა შემთხვევაში არ არის „მომხმარებელი ყოველთვის მართალი“? ● გაყიდვების წარმატებული ქეისების განხილვა ● როგორ ვაქციოთ არსებული მომხმარებელი გაყიდვების დამატებით არხად?
-
7. ვიზიტი ანაგი დეველოპმენტის სამშენებლო მოედანზე როგორ გავაცნოთ სამშენებლო ობიექტი მომხმარებელს? პრაქტიკული რჩევები

₾850
მსგავსი კურსები

შესყიდვების მართვა


მართვის თანამედროვე მეთოდები 4.0


ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსი


PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

₾850
შეფასებები ჯერ არ არის.