საჩუქარი მრავალნაირი შეიძლება იყოს, ზუსტად ისეთივე ორიგინალური, როგორიც თითოეული ჩვენგანია, მაგრამ ჩვენ, UPWAY-ს გვჯერა, ერთი რამ რაც ახლა, ჩვენს დღევანდელობაში ყველას სჭირდება არის – თვითგანვითარება.
ხომ არის დღეები, როცა არ იცი რა გააკეთო და როგორ შეცვალო ყოველდღიურობა, ამ დროს , არაფერი იქნება იმაზე კარგი, ვიდრე საყვარელი ადამიანი, რომელიც წინ ნაბიჯის გადადგმაში გეხმარება.
მხარდაჭერა თვითგანვითარების გზაზე – upway-ს სიყვარულის თვის თეგლაინია.
“რაღაც ახლის სწავლა გარდა იმისა, რომ მეტ თავდაჯერებას გვძენს, საუკეთესო საშუალებაა დროის საინტერესოდ და ხალისიანად გასატარებლად. მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ დროდადრო ახალი უნარები შევიძინოთ და ჩვენს პატარ-პატარა მიღწევებს დიდი სიხარულით ვუზიარებთ ერთმანეთს, ეს ურთიერთწახალისებაცაა და საკუთარი თავისაც.”
მაშო სამადაშვილი
“განათლების ჩუქება იგივეა, რაც ახალი ცხოვრების დაწყების შანსის მიცემა, თვითგანვითარების გზაზე დახმარების გაწევა ადამიანს ეხმარება , საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში. ახალი ცოდნა ახალი ენერგია, ახალი სტიმული და ხალისია და როცა ადამიანისთვის ამის ჩუქება შეგიძლია, შენ სხვის ცხოვრებაში სასწაულს ახდენ.”
მერი მაღლაკელიძე
„უკვე ახდენილი ოცნება შეიძლება ვერ გაჩუქონ, თუმცა, ჩემთვის, თვითგანვითარებისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ოცნებების ახდენის კიდევ ერთი გზაა. შენს ინტერესებზე მორგებულმა სწორმა და კარგად შერჩეულმა კურსმა შეიძლება ოცნებებიც აგიხდინოს. და რა ჯობია როდესაც ოცნებების ახდენის გზას გჩუქნიან?!“
ქეთა ქარჩავა
„თუ ადამიანი რომელიც მისმენს და მიცნობს მაჩუქებს თვითგანვითარებს, ამით მაგრძნობინებს , რომ ჩემს ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს გვერდში უდგას“
ქეთევან ქავთარაძე
რაც არ უნდა აინტერესებდეს თქვენს ადრესატს: ხელოვნება, ენები, მარკეტინგი, UPWAY -ზე ყველა კურსს იპოვი, თუ კონკრეტული კურსის შერჩევა გაგიჭირდება, შეგიძლია სასაჩუქრე ბარათით მოიგო მისი გული.
და რაც მთავარია, There is no one day for love but month!
თვალი ადევნე საიტს, რომ არ გამოტოვო ძალიან საინტერესო შემოთავაზებები, მთელი თვის განმავლობაში.
#აჩუქეთვითგანვითარება
სიყვარულით,
Upway.
ავტორი: ელი სამადაშვილი