შენი თვითგანვითარება გრძელდება – 2024 წლის რეზოლუცია

2023 წლის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. აბა დაფიქრდი, ამ 365 დღეში, რამდენი რამ გააკეთე ან რამდენი გადადე: ხვალისთვის, ორშაბათისთვის, შემდეგი კვირისთვის, 2024 წლისთვის, თუმცა არაუშავს, წინ ახალი წელი და ახალი გამოწვევები გელოდება, რაც მთავარია, უნდა გახსოვდეს, თვითგანვითარება მზარდი პროცესია და პატარ – პატარა ნაბიჯებისგან შედგება.

აფვეიში გვჯერა, რომ „არ გადადო“ დისციპლინაა, რომლის გამომუშავებაც თითოეული ჩვენგანისთვის შესაძლებელია, ასე რომ, 2024-ში არაფერი გადადო, დაისახე პატარა მიზნები და თანმიმდევრულად მიყევი მათ, შედეგი აუცილებლად არ დააყოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ 365 დღეში ბევრი რამ შეიცვალა, დაგვემატა უამრავი საინტერესო კურსი და პოპულარული სკოლა, გაიზარდა ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა და თვითონ აფვეის გუნდიც, ერთი რამ დარჩა უცვლელი, ისევე როგორც 2023-ში, მომავალ წელსაც მთავარი რეზოლუცია – თვითგანვითარებაა.

და რა არის თვითგანვითარება შენთვის? – აფვეისთვის, ეს გზაა შენი საუკეთესო ვერსიისკენ. მნიშვნელობა არ აქვს, რა დაისახე მიზნად ან რა გადადე, იქნებ შეგეშინდა რომ ვერ შეძლებდი? იქნებ წინ იმაზე დიდი მიღწევა გელის, ვიდრე ახლა წარმოგიდგენია, იქნებ დღეს შენმა არ გადადებულმა საქმემ სულ მალე შენი ოცნება აახდინოს.

ახალი წელი, წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდია. ალბათ, ერთელ მაინც გიფიქრია თვალდახუჭულს, როგორ აკეთებ საინტერესო პროექტს, როგორ ხელმძღვანელობ გუნდს, როგორ დგახარ სცენაზე, როგორ ქმნი განსხვავებულ დიზაინს..

ისიც გაითვალისწინე, აუცილებელი არაა შენმა ნაბიჯმა მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს, შეიძლება ეს პატარა წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს და რაც მეტ ასეთ ნაბიჯს დააგროვებ, მით მეტად წახვალ წინ და როცა უკან მოიხედავ და დაინახავ თუ რამდენი რამ შეძელი, დაწმუნებული ვარ, გაგიხარდება, რომ სწორად იმ დღეს, როცა ეს მოგზაურობა დაიწყო, შენი დასახული მიზნები არ გადადე.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა გაიტერესებდეს, ნუ გადადებ სწავლის დაწყებას, ხვალისთვის, დღესვე დაიწყე. მოუსმინე თავს, შეიძლება ისეთმა რამემ დაგაინტერესოს, რაც გეგონა სულაც არ იყო „შენი“, თვითგანვითარება არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ საკუთარ თავის უკეთ გაცნობაცაა, ძიება და აღმოჩენა.

გისურვებ რომ 2024 წელი, იყოს დასაწყისი ყველა შენი პატარა თუ დიდი წამოწყების, რაც მთავარია, თვითგანვითარების გზაზე upway.ge შენ გვერდით იგულე. ისევე როგორც ჩვენი მომხმარებლები,  ჩვენც ვზრუნავთ პლატფორმის თვითგანვითარებაზე და აუცილებლად, კიდევ უფრო მეტი სიახლით დავიწყებთ ახალ წელს.

და შენ? რას ისწავლი 2024 წელს?  თუ ჯერ კიდევ არ იცი რისი სწავლა გინდა, აფვეი სიამოვნებით დაგეხმარება იპოვო შენს ინტერესებზე მორგებული კურსი. აუცილებლად ადევნე  თვალი ჩვენ საიტს, რომ არ გამოტოვო შენთვის საინტერესო სიახლეები.

 

ცოდნით და აღმოჩენებით სავსე წელს გისურვებ!

 

 

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა