თანამედროვე ტენდენციები კინო და ვიდეო პროდუსინგში

აფვეი აგრძელებს ბლოგების სერიას თანამედროვე ტენდენციების შესახებ, დღევანდელ ბლოგში ჩვენი რესპონდენტია თამარ თვარაძე – კინო/ვიდეო პროდუსინგის კურსის ლექტორი, FIRE PRODUCTION-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი პროდუსერი.

კოლაიჯენში იპოვით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნად კურსებს, რომელთა სწავლა ამ ეტაპზე საქართველოში ნაკლებად ხელმისაწვდომია. მაგალითად:პროდუსინგი, კომერციული ფოტოგრაფია და სხვა. კურსები თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას პრაქტიკით შეისწავლონ ახალ პროფესიები. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ კურსის დასრულების შემდეგ დასაქმებას, რათა ყველანაირად შევუწყოთ ხელი სტუდენტების წინსვლას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყველა კურსიდან ირჩევა რამდენიმე სტუდენტი და პრაქტიკა/სტაჟირებას აგრძელებენ თავიანთ ლექტორებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე სტუდენტი უკვე დასაქმდა კურსის გავლის შემდეგ. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაგვკავშირებია კომპანიები რეკომენდაციებისთვის. ასე ვთქვათ, ჩვენ სტუდენტებს, არამხოლოდ ცოდნის მიღებაში ვუწყობთ ხელს, არამედ ვასრულებთ შუამავლის როლს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩვენს ვებ გვერდზე გავაკეთოთ ჩვენი სტუდენტების ბლოგი, სადაც მოცემული იქნება მათი პორტფოლიო, გამოცდილება, საკონტაქტო ინფორმაცია, რათა ჩვენი ჩართულობის გარეშეც კურსდამთავრებულთათვის ხელმისაწვდომი გახდეს ახალ დამსაქმებელთა შეთავაზებების მიღება.

კურსის მიმდინარეობისას სტუდენტი შეისწავლის ყველა გზას ვიდეოს იდეიდან მის განთავსებამდე, დაეუფლება პროდუსინგის ყველა სამუშაო ნაწილს. გაანალიზებს, რომ კინოწარმოება მხოლოდ ხელოვნება არ არის და ის დიდი ბიზნესიც არის. გაიგებენ როგორ უნდა მართონ და გადაიღონ საკუთარი პატარა ვიდეო კონტენტი თუ გახდნენ პროფესიონალური გადამღები ჯგუფის სრულყოფილი წევრი. კურსის განმავლობაში საშუალება ექნებათ დაეუფლონ პროდუსინგის ყველა ეტაპს: ვიდეოს გადაღებას, მონტაჟის ნაწილს, სცენარის დამუშავებას, კლიენტთან კომუნიკაციას.

რა ახალი ტრენდებია პროდუსინგში და როგორ აისახება ეს კურსზე? (სტუდენტები რამდენად გაეცნობიან კურსზე ამ სიახლეებს)

ვიდეო პროდაქშენი და საერთოდაც კინო ინდუსტრია ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ბიზნესთან და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, ამიტომაც მისი განვითარება ყოველდღიურად მიმდინარეობს, კურსის მთავარი მიზანიც ის არის, რომ ის სფერო დაანახოს სტუდენტს და მისცეს განათლება, რაც დღეს კეთდება და ჩართოს სტუდენტი მისი შექმნის მიმდინარეობაში.

პროდუსინგის მიმართულების შესწავლა რამდენად მნიშვნელოვანია და რა საჭიროება დგას დღევანდელ რეალობაში?

პროდუსინგის მიმართულების შესწავლა, მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი თუ გრძნობ როდესაც ფილმს, ვიდეოს ან რეკლამას უყურებ და ამის მიღმა გაინტერესებს რა ხდება. თუ გრძნობ, რომ შემოქმედებითი სამყარო დიდ საინტერესო ცხოვრებას დაგანახებს ჩვენი ყოველდღიურობის მიღმა. თუ ამ დიდ ინტერესს და სიყვარულს იგრძნობ, მხლოდ შემდეგ შეძლებ დაინახო, რომ პროდუსინგი ერთ – ერთი წამყავნი პროფესია შეიძლება გახდეს სამყაროში, რომელშიც ყოველდღე კომუნიკაციის სფერო უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს.

გაგვიზიარეთ წარმატების მაგალითი. მოგიყევი თქვენს რომელიმე სტუდენტზე, რომლისთვისაც კურსი ძალიან ნაყოფიერი იყო და ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწია.

პროდუსერად თავის მოაზრებას დიდი სამუშაო გამოცდილება და პრაქტიკა სჭირდება. ამ პრაქტიკის შესრულების დროს სტუდენტები, როდესაც მთელი გულითა და სულით ინტერესდებიან სფეროთი, ინტერესდებიან გადაღების მოედნით, იღებენ თავიანთ პატარა ვიდეობს, ეს ნიშნავს რომ მათში შეაღწია იმ სიყვარულმა, რასაც გადასაღები მოედნის სიყვარული ქვია. ამ კურსის წარმატებაც ეს მგონია.

 

შეგახსენებთ, კოლაჯიენის კინო/ვიდეო პროდუსინგის კურსის შეძენას შეძლებთ – www.upway.ge-ზე.

თვალი ადევნეთ ჩვენ საიტს, რომ არ გამოტოვოთ საინტერესო სიახლეები.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა