დღევანდელ საოცრად სწრაფად ცვალებად გარემოში, სადაც ადამიანები კიდევ უფრო ხშირად და მარტივად იცვლიან კარიერულ როლებს და ვითარდებიან სხვადასხვა მიმართულებით, უნარი დაივიწყო რაც ისწავლე, სწრაფად ისწავლო ახალი და გაიხსენო დავიწყებული უნარ-ჩვევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები გვეხმარება მზად დავხვდეთ ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს და მაქსიმუმი მივიღოთ მათგან. მუდმივი განვითარება ადამიანებს გვმატებს მედეგობას და გვამზადებს ცხოვრების დაუსრულებელი თავგადასავლებისთვის. მარტივად ადაპტირებადი და პროაქტიული „მოსწავლეები“ დაფასებულები არიან ორგანიზაციულ სტრუქტურაში, რადგან გრძელვადიანი განვითარება მყარი საფუძველია კარიერული წინსვლის დროს.
ამ ბლოგში ნახავთ სხვადასხვა რჩევებსა და ხელსაწყოებს hbr -ის ავტორებისგან, თუ როგორ ვაქციოთ სწავლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად.



ჩვენი სწავლის და შეთვისების უნარი ერთგვარი ვალუტა გახდა, რითიც ვვაჭრობთ ჩვენი მუდმივი განვითარების გზაზე. წინათ ჩვენ დავდიოდით სამსახურში იმისთვის რომ გვესწავლა როგორ ვაკეთოთ საქმე, ახლა კი სწავლა არის მთავარი საქმე. მარტივად ადაპტირებადი და პროაქტიული თანამშრომლები ყველაზე მეტად არიან დაფასებულები ორგანიზაციებში. როდესაც ჩვენ ინვესტირებას ვაკეთებთ სწავლაში, ამით ვქმნით გრძელვადიან ამონაგებსკარიერულ განვითარებაში.
Linkedin -ის დამფუძნებელმა, რეიდ ჰოფმანმა, განაცხადა რომ ის მუდამ ეძებს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ „უსასრულო სწავლების მრუდი“ და სწავლობენ მუდმივ რეჟიმში და სწრაფად. Microsoft -ის CEO-მ, სატია ნადელამ, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ხაზი გაუსვა სწავლების მნიშვნელობას და აღნიშნა რომ სწავლის მუდმივი მაძიებელი ყოველთვის აჯობებს ყველაფრისმცოდნეს.
მუდმივი სწავლის კონცეპტი მარტივად ჟღერს, თუმცა რეალობაში არც ისე იოლია.
ბლოგში ნახავთ რჩევებს და ხელსაწყოებს თუ როგორ უნდა ვაქციოთ სწავლება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად.
სწავლება
ჩვენი დროის უმეტესობას სამსახურებში ვატარებთ და სწორედ ჩვენი სამსახურში გატარებული დრო შეიძლება გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლების წყარო.
გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მიზანმიმართულად არ ვდებთ ენერგიას ყოველდღიურ განვითარებაში, რადგან იმდენად დაკავებულები ვართ to do list-ის მოშორებაზე რომ არ გვრჩება სივრცე სწავლისთვის.
მუდმივი განვითარებისთვის პრიორიტეტების არ მინიჭება სარისკო კარიერული სტრატეგიაა, რადგან ის ამცირებს ჩვენ მოქნილობას და უნარს რომ პასუხი გავცეთ მუდმივ ცვლილებებს ჩვენს ირგვლივ.
HBR გვიზიარებს 3 რჩევას თუ როგორ უნდა ვისწავლოთ სამსახურში ყოფნისას.
ისწავლე ადამიანებისგან, რომლებთანაც დროს ატარებ
ადამიანები, რომლებთანაც დროის უმეტესობას ატარებ, შემეცნების დაუშრეტელი წყაროები არიან. მრავალფეროვანი მსწავლელთა კომუნის შექმნა დაგეხმარება ახალი ჰორიზონტების დანახვაში და შეამცირებს რისკს, რომ მხოლოდ შენი აზრების გარშემო შემოიფარგლო.
დაისახეთ მიზნად თვეში ერთი შეხვედრა უცნობ, საინტერესო ადამიანთან.ეს შეიძლება იყოს ადამიანი სხვა დეპარტამენტიდან, რომელიც დაგეხმარება შეხედო ორგანიზაციას ახალი პერსპექტივიდან. საინტერესო იქნება შეხედულებების იმ ადამიანებთან გაზიარებაც, რომლებიც იმავე პროფესიის არიან რაც შენ, იმისთვის რომ გაიღრმავო ცოდნა და ინტერესები.
ყველა მსგავსი შეხვედრის შემდეგ დაუსვი ადამიანებს კითხვა, თუ ვის გირჩევდნენ ისინი რომ შეხვდე და გაიცნო? ეს არამხოლოდ დაგეხმარება ახალი კავშირების დამყარებაში, არამედ მოგცემს შესაძლებლობას პირადად გაგაცნონ ახალი და საინტერესო ადამიანები.
დაიწყე საქმესთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარება
ექსპერიმენტები გვეხმარება ტესტირებაში, სწავლასა და ადაპტაციაში. არსებობს ბევრი მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება ახალი “ინსაითების” რმოჩენაში: განსხვავებული ხელსაწყოების გამოყენება ვირტუალური პრეზენტაციებისას, მოლაპარაკებებისას ახალი ტაქტიკების გამოყენება, zoom შეხვედრებისას კამერით და მის გარეშე შეხვედრების ჩატარების ცდა.
იმისთვის, რომ ექსპერიმენტი შედგეს, ის უნდა იყოს გაცნობიერებული არჩევანი, რომელიც ვიცით რომ დაგვეხმარება სწავლაში. დააკვირდი რას სწავლობ და რას ვერ სწავლობ ამ პერიოდში.
დაიმახსოვრეთ, აუცილებელი არაა ყველა ექსპერიმენტი წარმატებულად განხორციელდეს, პირიქით “გაფეილებული ექსპერიმენტები” ხშირად მეტს გვასწავლიან.
შექმენი კოლექტიური სასწავლო პროგრამა
მუდამ ცვალებად სამუშაო გარემოში, სადაც ყველა მასწავლებელია და ამავდროულად მოსწავლეც, როგორც გუნდმა, იფიქრეთ, როგორ შეიძლება კოლექტიური სილაბუსის შექმნა, სადაც ყველა ერთმანეთისგან ისწავლით?
ჩვენ გვინახავს თუ როგორ იყენებენ ორგანიზაციები ე.წ. სქილების გაცვლას (skills swap), სადაც ადამიანები აზრიანებენ ერთ უნარს და ეხმარებიან სხვებს მის სწავლაში. ეს მეთოდი არის კარგი მაგალითი დემოკრატიული განვითარების, სადაც ყველას შეუძლია თავისი წვლილის შეტანა.


„განისწავლე“
განსწავლა ნიშნავს იმ უნარ-თვისებების დავიწყებას , რაც ძალიან ახლოა და მის ჩანაცვლებას რაღაც ახლით და ჯერ შეუცნობელით. ის თვისებები და ქცევები, რომლებიც დაგეხმარა რომ მოხვდე იქ სადაც ახლა ხარ, შეიძლება შემაკავებელი გახდეს განვითარების გზაზე. მაგალითად, კარგ ლიდერს შეიძლება მოუნდეს რომ გადაეჩვიოსიყოს მუდამ პირველი ადამიანი ვინც შეხვედრებზე საუბრობს. ახალი მენეჯერისთვის შეიძლება ჯობდეს გადაეჩვიოს მუდმივად კის თქმას, როდესაც მისი სამუშაო დატვირთვა გაიზრდება.
პანდემიისას ჩვენ ყველას მოგვიწია, რომ გადავჩვეულიყავით ბევრ ისეთ მუდმივებს, როგორებიცაა სამსახურში კოლაბორაციის და შეხვედრების ჩატარების სტილი, ბავშვების სკოლის გარემო და ასე შემდეგ.
გადაჩვევა ხშირად ძალიან არაკომფორტულია, მაგრამ ბოლო ორმა წელმა გვაჩვენა რეალურად რამდენად მარტივად შეგვიძლია ვადაპტირდეთ ახალ გარემოსთან.
ქვემოთ წერია “განსწავლის” 3 გზა და როგორ ვაქციოთ ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად.
ეკონტაქტე განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანებს
ჩვენს მიერ კარგად შესისხორცებული ჩვევების განსწავლაში, ხშირად პრობლების ახალი ლინზიდან დანახვა გვეხმარება. ეს პროცესი მეტად გაღვივდება, თუ დროს გავატარებთ ადამიანებთან რომლებიც გამოწვევებს გვისახავენ და გვაიძულებენ სხვანაირად ვიფიქროთ. ე.წ. „გამომწვევებთან“ დაახლოების მიზანი არ არის საერთო აზრის გაზიანება ან დებატები, არამედ იმის მოსმენა და გააზრება, თუ რის სწავლა შემიძლია ამ ადამიანისგან.?
ეძებე ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული გამოცდილება აქვთ. მაგალითად, თუ დიდ ორგანიზაციაში მუშაობ, იპოვე ადამიანები რომლებიც მხოლოდ თავისი თავისთვის მუშაობენ. თუ გაქვს 25 წლიანი გამოცდილება, იპოვე ის ვინც ახლა იწყებს. ადამიანები, რომლებმაც მიიღეს განსხვავებული გადაწყვეტილებები და აქვთ ექსპერტიზა სხვა სფეროებში, დაგეხმარებიან აღმოაჩინო ახალი გამოწვევები. ადამიანებისთვის კითხვა, „როგორ უმკლავდები დგები ამ გამოწვევას?“ ან „რა გამოცდილება გაქვს ამ საკითხში?“ – არის ძალიან საინტერესო მეთოდი აღმოაჩინო განსხვავებული შეხედულებები.
დააკვირდი ჩვევებს, რომლებიც უკან გხევს
ჩვენ ყველას გვაქვს ის უნარ-თვისებები, რომლებიც დაგვეხმარნენ მივსულიყავით იქ, სადაც ვართ. თუმცა, ჩვევებმა შეიძლება შექმნან ე.წ. ბრმა ლაქები (blind spots) რომლებიც ხელს გვიშლიან ახალი გზების და მიდგომების სწავლასა და გამოცდაში. ჩვენი ტვინი იყენებს ჩვევებს, რომ შექმნას გონებრივი „შორთქათები“, რომლებმაც შეიძლება ხელიდან გაგვაშვებინონ ახალი შესაძლებლობები რომ ავირეკლოთ ან გადავეჩვიოთ ავტომატურ პასუხებს.
შექმენი ჩვევების “თრეკერი” და ჩამოწერე ყველა ქმედება ან არჩევანი, რომელსაც გაუაზრებლად აკეთებ კვირის განმავლობაში.
ამოარჩიე 3 ჩვევა, რომელიც გინდა რომ გაცნობიერებულად დაივიწყო(გადაეჩვიო) და ისწავლო მისი კეთების ახალი გზები. მაგალითად, თუ შენ ჩვევისამებრ ნიშნავ შეხვედრებს, ნახე რა მოხდება, როდესაც ამას შეწყვეტ და სხვას მიანდობ.. თუ შენ სისტემატიურად წყვეტ პრობლემებს, ცადე და კითხე სხვებს მათი აზრის და პერსპექტივის შესახებ. შენი ჩვევების ტესტირება დაგეხმარება რომ გააცნობიერო ისინი და შესაბამისად შენი ქმედებები.
დასვი გაბედული კითხვები
გაბედული კითხვები წაგახალისებს სხვანაირად აკეთო ის რასაც აკეთებდი. მსგავსი კითხვები ხშირად ასე ჟღერს: როგორ შეგვიძლია? როგორ შემიძლია? რა მოხდება რომ? ეს კითხვები შექმნილია იმისთვის რომ რომ ხელი შეუშალოს შენში არსებულ ცოდნას დაფარო ახალი შესაძლებლობები. გაბედული კივთხვები გვაძლევს საშუალებას სწრაფად წავიდეტ მომავლისკენ .
გაბედული კითხვების მნიშვნელობის გასაგებად, დაწყვილდით თქვენს კოლეგასთან ან მეგობართან და მორიგეობით დასვით კითხვები. იხილეთ 5 peer-to-peer გაბედული კითხვის მაგალითი, რომელიც დაგეხმარებათ დაწყებაში:
- წარმოიდგინე რომ 2030 წელია. რა 3 მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდებოდა შენს ინდუსტრიაში?
- როგორ გაანაწილებდი შენს როლს, შენსა და რობოტს შორის?
- რომელი შენი ძლიერი მხარე იქნება ყველაზე მეტად საჭირო, თუ შენი კომპანიის ზომა გაორმაგდება?
- როგორ შეგიძლია შენი ნიჭის გადასხვაფერება თუ შენი ინდუსტრია ერთ ღამეში გაუჩინარდება?
- შენი ბიზნესის აშენება სულ თავიდან რომ შეგეძლოს რას გააკეთებდი შენი დამსაქმებლისგან განსხვავებულად?



ახლიდან სწავლა
ახლიდან სწავლა არის იმის აღიარება, რომ ჩვენი ძლიაერი მხარეები მუდმივად იცვლება და ჩვენი პოტენციალი დაუშრეტელია. ჩვენ რეგულარულად გვჭირდება ჩვენი შესაძლებლობების გადაფასება და მათი ამჟამინდელი კონტექსტისთვის მორგება. მაგალითად, კოლაბორაცია მუდმივად იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა თავიდან სწავლა აუცილებელია იმისა თუ როგორ უნდა იმუშაო ის ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში.
ნახე ახლიდან სწავლის 3 გზა რომ ადვილად შეხვდე ცვლილებებს.
გამოსცადე შენი სიძლიერე
ერთი გზა, რომ კიდევ უფრო გააძლიერო შენი ძლიერი მხარეები არის მათი გამოყენება სხვადასხვა მრავალფეროვან სცენარში. თუ მათი გამოყენება შენთვის ძალიან კომფორტული ხდება, მაშინ შენი განვითარება ნელდება.
მნიშვნელოვანია ვისწავლოთ თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები რომ მივაგნოთ პრობლემების გადაწყვეტებს ჩვენი ყოველდღიური სამსახურეობრივი დღის მიღმა. ეს შეიძლება მოხდეს თქვენს წრეში, ორგანიზაციებში, სადაც მოხალისედ მუშაობ ან გარე პროექტებში, რომლებშიც ჩართული ხარ.
მაგალითად, HBR-ის ერთ-ერთი ვორკშოპის მონაწილე არის კომერციული მარკეტინგის დირექტორი, რომელიც თავის კრეატიულობას იყენებს არამხოლოდ სამსახურისას, არამედ თავისი წარმატებული ნამცხვრების ბიზნესშიც, რომელიც მან პანდემიის დროს დაიწყო.
მიიღე გულწრფელი უკუკავშირი
შენი უნარების სხვისი პერსპექტივიდან დანახვა დაგეხმარება თავიდან აღმოაჩინო შენი შესაძლებლობები.უკუკავშირის მოთხოვნა თვალს აგიხელს და დაგანახებს იმ ბრმა ლაქებს, რომლებიც ხელს გიშლის განვითარებისას. როდესაც შენი მიზანია ახლიდან სწავლა, კარგი იქნება ადამიანებს დაუსვა ისეთი სტილის შეკითხვები, რომლებიც გულწრფელი უკუკავშირის მიღებაში დაგეხმარება. მაგალითად: როგორ შემიძლია ჩემი პრეზენტაციები გავხადო კიდევ უფრო კარგი? როგორ შემიძლია რომ ჩვენი გუნდის შეხვედრები გავხადო კიდევ უფრო საინტერესო? რა არის კიდევ ერთი გზა რაც შემიძლია გამოვიყენო ჩემი პერფომანსის გაუმჯობესებისთვის?
თავიდან ისწავლე მოქნილობა
თავიდან სწავლას ჭირდება მოქნილობა და თუ შენ პესიმისტურად ხარ განწყობილი შენს პროგრესზე, არის შანსი რომ ყველაფერი მიატოვო. რეფოკუსირება იმ საკითხებზე რაც კარგად მუშაობს და გამოგდის დაგეხმარება წინსვლაში.
ცადე და დაწერე 3 ძალიან მცირე მიღწევა დღის ბოლოს და გაიმეორე ეს ქცევა 2 კვირის განმავლობაში. შენი წარმატებები შეიძლება ეხებოდეს პირად და პროფესიულ მიღწევებს და იმის მიუხედავად რომ მათი აღმოჩენა ხშირად რთულია, რაც მეტს გააკეთებ უფრო გაგიმარტივდება.
ძალიან მცირე ზომის წარმატება შეიძლება მოიცავდეს უკუკავშირის მოთხოვნას, კოლეგის დახმარებას პრეზენტაციისთვს, მცირეწლოვანი ბავშვის დარწმუნებას რომ ჭამოს ბოსტნეული.
2 კვირის მიწურულს გექნება 42 ძალიან მცირე წარმატება, რომელიც დაგეხმარება მოტივაცის შექმნაში რომ გააგრძელო ინვესტიცია განვითარებაში, მაშინაც კი როდესაც ეს ძალიან რთულად გეჩვენება.