3D გრაფიკა – BLENDER

3D გრაფიკა – Blender 3D-ს კურსის მიზანია სტუდენტებს ასწავლოს სამგანზომილებიანი გრაფიკის პრინციპები. მსმენელებს ეცოდინებათ სამგანზომილებიანი რედაქტორის – Blender-ის – გამოყენებით ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობა, ტექსტურირება და შემდგომ, მათი ციფრულ პროდუქტად გადაქცევა.
რას ვისწავლი?
-
3D რედაქტორში – Blender 3D-ში – მუშაობას;
-
სამგანზომილებიანი მოდელირების პრინციპებს;
-
სხვადასხვა ტიპის გეომეტრიის წარმოდგენა-ვიზუალიზაციას
-
PBR მატერიალების საფუძვლებს;
-
მატერიალების, UV პროექციებისა და ტექსტურირების პრინციპებს
-
ფორმებისა და სცენების რედაქტირებას;
-
რენდერინგის ალგორითმების ციკლებისა და რეალურ დროში რენდერის პრინციპებს;
-
შუქ-ჩრდილებისა და პოსტ-პროცესინგის კონცეფციას;
-
Photoshop-ის საფუძვლებს, როგორც დამხმარე პროგრამულ უზრუნველყოფას.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
-
სასურველია ინგლისურის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
-
კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება;
-
დაკვირვებულობა, კონცენტრირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
კურსის ტექნიკური წინაპირობები:
-
აუცილებელია 3 ღილაკიანი მაუსი;
-
აუცილებელია ეკრანის გაფართოება მინიმუმ (1280 × 768) და ზევით;
-
სასურველია კლავიატურაზე NUMPAD ფუნქციონალი (სრული კლავიატურა);
-
Windows 8.1, 10 და 11| macOS 10.13+ | Linux;
-
Blender სატრენინგოდ კომფორტული მუშაობისთვის (გამოცდილებიდან გამომდინარე);
-
სასურველია ლეპტოპი შემდეგი მახასიათებლებით (მოკლე მონახაზი);
-
პროცესორი (CPU) i5 – i7 მე – 3 თაობა და ზევით ან ექვივალენტური AMD;
-
ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ (RAM) 8GB და ზევით;
-
დისკრეტული ვიდეო ბარათი (Discrete, Dedicated GPU) 2GB ან მეტი ვიდეო მეხსიერება OpenGL 4.3 მხარდაჭერით. NVIDIA ან ექვივალენტური AMD (ვიდეო ბარათის მოდელი არ უნდა იყოს 10 წელზე ძველი);
-
ინტეგრირებული ვიდეო ბარათისთვის (Integrated GPU OpenGL 4.3) სასურველია intel-ის მე-8 თაობის პროცესორების სერია და ზევით ან ექვივალენტური AMD APU;
-
ამომწურავი ტექნიკური ინფორმაციისთვის ეწვიე ბმულს.
ვის შეუძლია კურსის გავლა?
სამგანზომილებიანი გრაფიკით დაინტერესებულ ადამიანებს, ვინც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
ლექტორის შესახებ:
-
გელა პატარია არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საძიებო სისტემების ფრილანსერი, ანალიტიკოსი და თარჯიმანი (მათ შორის ტექნიკური თარჯიმანი);
-
გელას აქვს სასწავლო პროცესის ადმინისტრატორად, სამეცნიერო ჟურნალის ტექნიკურ რედაქტორად, უმცროს პროგრამისტად და ტექნიკურ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება;
-
მის ინტერესს წარმოადგენს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, ვებ პროგრამირება, არქიტექტურული ვიზუალიზაცია და ა.შ.
პროვაიდერი : სმარტ აკადემია
დეტალები: 3D გრაფიკა – BLENDER
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “3D გრაფიკა – BLENDER” კომენტარის გაუქმება

₾1,190 ₾1,050
მსგავსი კურსები
₾1,190 ₾1,050
შეფასებები ჯერ არ არის.