Online

Motion Design

1,250

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 8კვირა - 16შეხვედრა
ლექტორი გურიკა ჩოხელი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო 17.04.2024

კურსის აღწერა

Motion Design ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროფესიაა მსოფლიოში, რომელიც აქტიურად გამოიყენება სარეკლამო რგოლებში, მუსიკალურ კლიპებში, სატელევიზიო შოუებსა თუ პრომო ვიდეოებში, მხატვრულ თუ დოკუმენტური ფილმებში. ასევე,  სოციალურ ქსელებში (ციფრული ბანერები, პოსტები, სთორი, ა.შ).

კურსის განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება, არამხოლოდ After Effect- ის ტექნიკური ცოდნის მიღებაზე, არამედ ანიმაციის იმ პრინციპებზე, მეთოდებსა და ხელსაწყოებზე, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები სხვადასხვა სირთულის პროექტის შესაქმნელად.

Პროგრამა სრულიად დაფუძნებულია პრაქტიკულ სამუშაოებზე, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებს შეეძლებათ სხვადასხვა ტიპის ანიმაციის შექმნა რეალური პროექტებიდან და ბრიფიდან გამომდინარე.  რაც ყველაზე მთავარია, მიიღებენ  ჯანსაღ კრიტიკასა და რჩევებს გაუმჯობესებისთვის.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • გააცოცხლო ნებისმიერი გრაფიკული დიზაინი, ილუსტრაცია ან/და სხვა ვიზუალური მასალა
  • სარეკლამო რგოლების შექმნა, Explainer ვიდეოების, დიაგრამების, ფონების, ლოგოს, აიქონების და სხვა გრაფიკული ელემენტების დინამიკური ანიმაცია, მობილური აპლიკაციის UI ანიმაცია, HUD ელემენტების ანიმაცია.
  • სატელევიზიო შოუების თუ სატელევიზიო გადაცემების ქუდები და გრაფიკული შეფუთვის ელემენტები. Მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმებისთვის საჭირო გრაფიკული ანიმაციების და ტიტრების შექმნა.
  • ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობა After Effects ში
  • 2.5D პარალაქს ეფექტის შექმნა ფოტოებით და გრაფიკული ილუსტრაციებით
  • მარტივი ეფექტების კომბინაციით კომპლექსური ვიზუალის და ანიმაციის შექმნა
  • Დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრება, პროექტის სირთულის და ბიუჯეტის განსაზღვრა, ორგანიზებულად მუშაობა
  • გამოიყენო მოუშენ დიზაინის ძირითადი პრინციპები, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მარტივი თუ კომპლექსური პროექტისთვისაა საჭირო.
ვისთვის არის კურსი

ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც Motion Design სწავლა სურს და ერთხელ მაინც უცდია ამ მხრივ, თუნდაც ტელეფონში, მასალის დამუშავება. ვისაც უკვე დაწყებული აქვს ამ სფეროს სწავლა, თუმცა უჭირს მხოლოდ ონლაინ  რესურსით განვითარება,  ვინც ზუსტად იმ ღილაკს აწვება, რომელიც Youtube-ის ტუტორიალშია ნაჩვენები, მაგრამ რაღაც მაინც ვერ გამოდის ისეთი…

ასევე გრაფიკული დიზაინერებისთვის, ვიდეო მემონტაჟეებისთვის ან/და სხვა შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, ვისაც გარკვეული შეხება აქვს სხვა მსგავს პროფესიებთან და სურთ Motion დიზაინიც ისწავლონ.

სილაბუს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე :

სტუდენტს აუცილებელია ჰქონდეს წვდომა After Effects-ის პროგრამაზე.

გურიკა ჩოხელი

გურიკა 10 წელზე მეტია ილუსტრაციების გაცოცხლებით არის დაკავებული. მისი ნამუშევრები მოიცავს როგორც 2D მოუშენ დიზაინს, ასევე 3D და ტრადიციულ ანიმაციას. აქვს ადგილობრივ კრეატიულ სააგენტოებთან და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Roger Vivier, Wolt, Topo Chico, Stack, Idorsia. 2020 წლიდან არის ანიმაციის სტუდია “Ping Pong”-ის თანადამფუძნებელი, ამჟამად კი ხელმძღვანელობს ანიმაციის გუნდს “Holy Motors”-ში.

დეტალები: Motion Design

ხანგრძლივობა

ლოკაცია

ლექტორი

დაწყების დრო

სერტიფიკატი

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “Motion Design”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,250

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა