Online

3D გრაფიკა – BLENDER

Featured! - 12%

1,050

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 18 შეხვედრა (36 საათი)
ლექტორი გელა პატარია
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო 25.03.2024

3D გრაფიკა – Blender 3D-ს კურსის მიზანია სტუდენტებს ასწავლოს სამგანზომილებიანი გრაფიკის პრინციპები. მსმენელებს ეცოდინებათ სამგანზომილებიანი რედაქტორის – Blender-ის – გამოყენებით ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობა, ტექსტურირება და შემდგომ, მათი ციფრულ პროდუქტად გადაქცევა.

რას ვისწავლი?

  • 3D რედაქტორში – Blender 3D-ში – მუშაობას;

  • სამგანზომილებიანი მოდელირების პრინციპებს;

  • სხვადასხვა ტიპის გეომეტრიის წარმოდგენა-ვიზუალიზაციას

  • PBR მატერიალების საფუძვლებს;

  • მატერიალების, UV პროექციებისა და ტექსტურირების პრინციპებს

  • ფორმებისა და სცენების რედაქტირებას;

  • რენდერინგის ალგორითმების ციკლებისა და რეალურ დროში რენდერის პრინციპებს;

  • შუქ-ჩრდილებისა და პოსტ-პროცესინგის კონცეფციას;

  • Photoshop-ის საფუძვლებს, როგორც დამხმარე პროგრამულ უზრუნველყოფას.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • სასურველია ინგლისურის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;

  • კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება;

  • დაკვირვებულობა, კონცენტრირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

კურსის ტექნიკური წინაპირობები:

  • აუცილებელია 3 ღილაკიანი მაუსი;

  • აუცილებელია ეკრანის გაფართოება მინიმუმ (1280 × 768) და ზევით;

  • სასურველია კლავიატურაზე NUMPAD ფუნქციონალი (სრული კლავიატურა);

  • Windows 8.1, 10 და 11| macOS 10.13+ | Linux;

  • Blender სატრენინგოდ კომფორტული მუშაობისთვის (გამოცდილებიდან გამომდინარე);

  • სასურველია ლეპტოპი შემდეგი მახასიათებლებით (მოკლე მონახაზი);

  • პროცესორი (CPU) i5 – i7 მე – 3 თაობა და ზევით ან ექვივალენტური AMD;

  • ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ (RAM) 8GB და ზევით;

  • დისკრეტული ვიდეო ბარათი (Discrete, Dedicated GPU) 2GB ან მეტი ვიდეო მეხსიერება OpenGL 4.3 მხარდაჭერით. NVIDIA ან ექვივალენტური AMD (ვიდეო ბარათის მოდელი არ უნდა იყოს 10 წელზე ძველი);

  • ინტეგრირებული ვიდეო ბარათისთვის (Integrated GPU OpenGL 4.3) სასურველია intel-ის მე-8 თაობის პროცესორების სერია და ზევით ან ექვივალენტური AMD APU;

  • ამომწურავი ტექნიკური ინფორმაციისთვის ეწვიე ბმულს.  

    

  ვის შეუძლია კურსის გავლა?

   სამგანზომილებიანი გრაფიკით დაინტერესებულ ადამიანებს, ვინც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

   ლექტორის შესახებ:

  • გელა პატარია არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საძიებო სისტემების ფრილანსერი, ანალიტიკოსი და თარჯიმანი (მათ შორის ტექნიკური თარჯიმანი);

  • გელას აქვს სასწავლო პროცესის ადმინისტრატორად, სამეცნიერო ჟურნალის ტექნიკურ რედაქტორად, უმცროს პროგრამისტად და ტექნიკურ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება;

  • მის ინტერესს წარმოადგენს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, ვებ პროგრამირება, არქიტექტურული ვიზუალიზაცია და ა.შ.   

   

პროვაიდერი : სმარტ აკადემია

დეტალები: 3D გრაფიკა – BLENDER

სერტიფიკატი

ლექტორი

დაწყების დრო

ლოკაცია

ხანგრძლივობა

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “3D გრაფიკა – BLENDER”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,050

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა