3D MAX PRO – საბაზისო
თანამედროვე პროფესიები აქტუალურობას არ კარგავს, პირიქით, მათზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ყველა ინდუსტრიაშია საჭირო ისეთი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიით ნაირნაირ გადაწყვეტას პოულობს ან ვიზუალურ მასალას ქმნის. ისეთი უნარები, როგორიცაა გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურული დიზაინი და სხვა, დიდ როლს თამაშობს, ერთი მხრივ, როგორც თავად ამ ტექნოლოგიების, ისე იმ ინდუსტრიების წინსვლაში, სადაც ისინი გამოიყენება. ალბათ ბევრს აინტერესებს ეს პროფესიები, სად შეიძლება მათი შესწავლა და რა პერსპექტივებია.
რაც არ უნდა კეთდებოდეს გლობალურად, ყველაფერს სჭირდება ვიზუალური შეფუთვა. ყველგან, სადაც არქიტექტურაა, საჭიროა მაღალ დონეზე შესრულებული რენდერების შექმნა. მეც სწორედ 3D MAX-ს ვასწავლი, რომელიც ამ ინდუსტრიის სტანდარტია და ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა.
წარმატებულ სტუდენტებს მაქსიმალურად ვუწევთ რეკომენდაციებს სხვადასხვა კომპანიასთან. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მათთან პრაქტიკა ჩვენგან წასულ წარმატებულ სტუდენტს გაუვლია. გარდა ამისა, ნიჭიერ სტუდენტებს, ჩემს საკუთარ პროექტებზეც აქვთ წვდომა, როგორც ასისტენტებს. ეს მათთვის, პირველ რიგში, გამოცდილებაა, მოტივაციაც და წინსვლის საშუალებაც.
ხანგრძლივობა: 8 ლექცია გრძელდება 1 თვე. კვირაში 2-ჯერ, 2 საათიანი. სამშაბათი/პარასკევი, საღამოს 8 საათზე
ლექტორი გიორგი გონდაური : https://gondauri.pb.online/
მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის 400₾
დეტალები: 3D MAX PRO – საბაზისო
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “3D MAX PRO – საბაზისო” კომენტარის გაუქმება
ლექცია 1
- 3დ მაქსის გარჩევა, ინტერფეისი
- პროგრამების ინსტალაციის განხილვა (Corona render, 3DsMax)
- აუცილებელი საიტების განხილვა
ლექცია 2
- მარტივი ობიექტები
- Corona render-ის განხილვა
- მოდიფიკატორები, კამერა და განათება
ლექცია 3
- მატერიალები
- გამზადებულ სცენაში რენდერი
- HDRI განათება
ლექცია 4
- მოდელირების საფუძვლები
- Edit Poly-ის განხილვა
- ობიექტის მოდელირება
ლექცია 5
- რთული ობიექტის მოდელირება
- მასალებთან და ტექსტურებთან მუშაობა (UVW Map-მოდიფიკატორით)
ლექცია 6
- ინტერიერის სცენის აწყობა
- ობიექტების იმპორტი და ექსპორტი
- ოპტიმიზაციის გზები (Proxy)
ლექცია 7
- ინტერიერის მომზადება რენდერისთვის
- განათებების მონტაჟი
- სცენის რენდერი
ლექცია 8
- საფინალო დავალებების განხილვა
- Photoshop-ის მასტერკლასი
₾450
მსგავსი კურსები
წარმატების მენტორინგი
Motion Design
პროექტების მართვა 3.0
მართვის თანამედროვე მეთოდები 4.0
₾450
შეფასებები ჯერ არ არის.