ვიდეო მონტაჟი (Adobe Premiere Pro)
₾650
კურსის აღწერა
ვიდეო მონტაჟის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მონტაჟის რეჟისურასა და მსფოლიოს მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სამონტაჟო პროგრამას – Adobe Premiere Pro-ს.
კურსის მიზანია, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით, სტუდენტებმა ისწავლონ ვიდეომონტაჟისას გასათვალისწინებელი წესები, გაიგონ, თუ როდისაა მართებული მონტაჟის წესების დარღვევა და სრულყოფილად აითვისონ სამონტაჟო პროგრამის ტექნიკური მხარე.
რას ისწავლი კურსის განმავლობაში?
- შეისწავლი Adobe Premiere Pro-ს და დაამონტაჟებ ვიდეოს
- კურსის ბოლოს, გექნება შენი დამონტაჟებული კლიპი/ვიდეო/სიუჟეტი
- ისწავლი როგორ დაარენდერო როგორც 1080p, ასევე 4k ვიდეო.
- შექმნა გემოვნებიანი ტიტრები შენი ვიდეოსთვის
- გაუკეთო ვიდეოს ფერის კორექცია, შეასწორო „თეთრის ბალანსი“ და ექსპოზიცია
- დაამატო ვიზუალური ეფექტები, მაგ: სტაბილიზაცია გაუკეთო ე.წ. „Shaky” ვიდეოს და გახადო უფრო კინემატოგრაფიული.
- შექმნა სწორი პროექტი მაქსიმალურად მაღალი შედეგის მისაღებად რენდერისას.
- ისწავლი ე.წ. ხასიათის შექმნას, გახადო ვიდეო უფრო დინამიური, ან მელანქოლიური.
- აამოძრავო ტიტრები, გაუკეთო ფონი, დაადო ლოგო.
- S-log ვიდეოს ფერის კორექცია.
- ე.წ. Green Screen ეფექტი Ultra Key-ს გამოყენებით.
- სხვადასხვა პლატფორმებისთვის გათვალისწინებული ფორმატების შექმნას.
კურსის მენტორი
მიხეილ მათიაშვილი
მოუშენ დიზაინერი
3 წელია, მუშაობს მოუშენ დიზაინისა და ვიდეო ედითინგის მიმართულებით. ყოფილი მოუშენდიზაინერი სარეკლამო კომპანია ,,Matter” – ში.
შეუქმნია პროექტები ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის: თეგეტა მოტორსი, M2, M3, ბრიკორამა, ციტადელი, ადლი (სამშენებლო კომპანია ), თეთრი კვადრატი, კრედო, ბაზის ბანკი, ავერსი და სხვა.
2020 წლიდან მუშაობს სატელევიზიო სფეროში, როგორც ტელევიზიის მთავარი მოუშენდიზაინერი. 2020 წელს ტელევიზია ,,იმედში” გაიარა პროდიუსინგისა და მარკეტინგის კურსი.
ალექსანდრე ხატიაშვილი
დაამთავრა თსუ-ს აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობდა სხვადასხვა სტუდიასა თუ ტელევიზიაში, როგორც ოპერატორის ასევე მემონტაჟის პოზიციაზე, გადაცემებსა თუ სატელევიზიო პროექტებზე.
2011 წელს თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, საერთაშორისო პროექტებზე, სადაც რეგიონულ მაუწყებლობების განვითარებაზე ზრუნავდა.
მას შემდეგ, რაც აქტიურად დაიწყო ფრილანსერობა, პროექტებს აკეთებდა კერძო კომპანიებისთვის.
მეოთხე წელია, არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მულტიმედია მთავარი სპეციალისტი, ასევე მუშაობს ხმასთან, როგორც მიქსინგის ასევე მასტერინგის მიმართულებით.
მრავალ პროექტში მიუღია მონაწილეობა მათ შორის, გამოარჩევს IREX-ის გაცვლით პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, აშშ-ში ეწვია ერთ-ერთ ტელეკომპანიას და სწორედ იქ გაიარა სტაჟირება.
დეტალები: ვიდეო მონტაჟი (Adobe Premiere Pro)
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ვიდეო მონტაჟი (Adobe Premiere Pro)” კომენტარის გაუქმება
Workshop 1
- ვიდეო მონტაჟი და მისი 6 ძირითადი საფუძველი
- რა არის – Adobe Premiere Pro
- Adobe Premiere Pro – პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაო დაფის მიმოხილვა
- Preference – ების მიმოხილვა და მორგება
Workshop 2
- ფაილების ორგანიზება, სამუშაო მასალის იმპორტირება და მონტაჟისთვის მომზადება
- მიმდევრობის ( Sequence ) შექმნა და მისი პარამეტრები
- მონტაჟისთვის მზა ფაილების მიმდევრობაში გადატანა და მასზე მანიპულირება მიმდევრობის ხელსაწყოებით
- ვიდეო/აუდიო მასალაზე მარტივი გადასვლების მორგება და ეფექტების კონტროლით მანიპულაცია/კორექტირება
- რჩევები და ხრიკები
- დავალება
Workshop 3
- ვიდეო/აუდიო მასალის სინქრონიზაცია
- 2 ან მეტ ვიდეო ჩანართზე მუშაობის მახასიათებლები
- Warp Stabilizer – ის გამოეყნება
- Multi Cam – ის განხილვა
- რჩევები და ხრიკები
- დავალება
Workshop 4
- აუდიო მასალის კორექტირება
- პარამეტრული ეკუალაიზერის გამოყენება
- Audio Track Mixer – ის განხილვა და საბაზისო გამოყენება
- Essential sound – პანელის განხილვა და საბაზისო გამოყენება
- ფონური მუსიკის ხანგრძლივობის გაზრდა და დაპატარავება
- რჩევები და ხრიკები
- დავალება
Workshop 5
- ფერის კორექციის საფუძვლები
- Lumetri Color – ის საბაზისო კორექცია
- Creative და Curve – მიმოხილვა
- Color Wheels & Match, HSL Secondary და Vignette მიმოხილვა
- დავალება
Workshop 6
- ტექსტის გრაფიკული ჩანართი და მისი მახასიათებლები
- Essential Graphic – ების გამოყენება და მათი კორექტირება
- ტექსტის გრაფიკული ჩანართის მექანიკური ანიმირება
- ტექსტის გრაფიკული ჩანართის დამონტაჟებულ მასალაზე მორგება
- დავალება
Workshop 7
- მწვანე ფონი და მისი მახასიათებლები
- მწვანე ფონზე არსებული ობიექტის არეალის შემცირება
- მწვანე ფონზე მანიპულაცია
- დავალება
Workshop 8
- Adobe Media Encoder – გაცნობა
- მაღალი გაფართოების ვიდეო მასალასთან მუშაობა შეფერხების გარეშე
( Proxy Editing ) - რა არის დინამიური ლინკი და ჯვარედინი მონტაჟი
- Adobe After Effects – კომპოზიციის იმპორტირება Adobe Premiere Pro – ში და ჯვარედინი მონტაჟი
- AE Juice pack – ჩანართის ინსტალაცია და მიმოხილვა
- Mr.Horse – Premiere Composer – ჩანართის ინსტალაცია და მიმოხილვა
Workshop 9
- Color Luts – იმპორტირება და მიმოხილვა
- Transition Presets – იმპორტირება და მიმოხილვა
- დასკვნითი ნამუშევრის შერჩევა
Workshop 10
- დასკვნითი ნამუშევრის წარდგენა
- დასკვნითი ნამუშევრის მონიტორინგი
- უკუკავშირი
₾650
მსგავსი კურსები
UX & UI დიზაინის კურსი
UX კვლევა & დიზაინი
Node JS
მობილური პროგრამირება iOS
₾650
შეფასებები ჯერ არ არის.