Online

FLUTTER

1,600

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 9 კვირა
ლექტორი ნატალი ალიბეგაშვილი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო სექტემბერი


კურსის აღწერა

კურსის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობა: N1 კურსდამთავრებულს სწავლის გადასახადი სრულად უბრუნდება!

მობილური აპლიკაციები სულ უფრო პოპულარული ხდება, იზრდება cross-platform-ებზე მოთხოვნაც, რომლის საშუალებით ერთი კოდით აპლიკაციის შექმნა სხვადასხვა პლატფორმაზე არის შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი cross-platform Flutter-ია, რომელიც LinkedIn-ის მიხედვით N1 Software უნარია, ხოლო Statista-ს კვლევის თანახმად N1 მობაილ ფრეიმვორკია ბაზრის ყველაზე მაღალი წილით. Flutter Google-ის მიერ შექმნილი UI ფრეიმვორკია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მობაილ და Web / Desktop აპლიკაციები როგორც Android, ისე IOS პლატფორმისთვის – ამისთვის კი მხოლოდ ერთი კოდია საჭირო. ფრეიმვორკს იყენებენ ისეთი დიდი კომპანიები როგორიც არის Google, Alibaba, Ebay, და ა.შ.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • Dart პროგრამირების ენაზე კოდის დამოუკიდებლად წერა
  • საშუალო ზომის აპლიკაციის შექმნა Flutter framework-ის გამოყენებით
  • სწორი მიდგომებისა და პრაქტიკების ეფექტურად გამოყენება რეალურ სამუშაო გარემოში
ვისთვის არის კურსი

პროგრამა განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც ჰქონიათ გამოცდილება რომელიმე ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირების ენაში (Java, C++, C#, Javascript), ესმით OOP კონცეფციების მნიშვნელობა (კლასები, ობიექტები, მეთოდები, მემკვიდრეობითობა, აბსტრაქცია ა.შ.) ან უმუშავიათ რომელიმე დეველოპმენტის ფრეიმვორკთან, როგორიც არის Android, IOS, React Native, Xamarin და სხვა.

კურსი მოიცავს

პროგრამა მოიცავს კონსულტაციებსა და რჩევებს კარიერული განვითარებისა თუ დაგეგმარების კუთხით. კურსდამთავრებულები კი Commschool-ისგან მიიღებენ კარიერულ მხარდაჭერას, რომელიც გამოიხატება სტაჟირებებითა და სამუშაო შემოთავაზებებით პარტნიორი კომპანიებისგან.

კურსი ასევე მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, წვდომა გექნება სხვადასხვა ქეისზე, სტატიებზე, მონაცემებზე, ტრენდებზე, ვებინარებზე, მინი კურსებსა და რეპორტებზე.

კურსს გაუძღვება

ნატალი ალიბეგაშვილი

ნატალის პროგრამირების სფეროში 5 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში იკავებდა Unity დეველოპერის, Software Engineer და Front-End დეველოპერის პოზიციებს. უთანამშრომლია სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო კომპანიასა და სტარტაპთან, როგორიცაა Liberty Bank, Sparklab, Bonsters, Lomsa, VOIDA international და სხვა. ნატალის Flutter-ზე შექმნილი აქვს 7-ზე მეტი აპლიკაცია, ამჟამად კი Flutter Developer-ის პოზიციას იკავებს Sociosoftware-ში.

დეტალები: FLUTTER

ხანგრძლივობა

დაწყების დრო

სერტიფიკატი

ლექტორი

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “FLUTTER”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,600

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა