Android Development

1,600

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 12 კვირა
ლექტორი ბაჩო კურტანიძე, ლევან კაკაბაძე
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო შემოდგომა


კურსის აღწერა

თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ციფრული პროდუქტი ან მომსახურება არ ითვლება სრულყოფილად, თუ მას მობილური აპლიკაცია არ აქვს. მსოფლიოს მობილური მომხმარებლების დაახლოებით 86% კი ანდროიდის მომხმარებელია,  რაც მას ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ხდის მობაილ დეველოპმენტში.

მობილური აპლიკაციები პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეობაა, ამიტომაც კურსის საწყის ეტაპზე აქცენტი კეთდება პროგრამირების ენებისა და მიდგომების შესწავლაზე. ამის შემდეგ გადავდივართ ანდროიდის სპეციფიკური ფრეიმვორკის, ინსტრუმენტებისა და აპლიკაციის შექმნის პროცესზე.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • მცირე და საშულო ზომის აპლიკაციის დამოუკიდებლად შექმნა
  • ჯავას და კოტლინის პროგრამირების ენებზე დამოუკიდებლად წერა
  • პროგრამირების პარადიგმების შექმნა
  • Design pattern-ები შედგენა
  • აპლიკაციის UI-ის აწყობა
  • აპლიკაციის ფუნქციონალის შექმნა
  • დამოუკიდებლად განივითარო ცოდნა
ვისთვის არის კურსი

კურსი არის როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი დეველოპერებისთვის, ვისაც  ტექნიკურად განვითარებული უნარ-ჩვევები აქვთ და აინტერესებთ ანდროიდ ფრეიმვორკის შესწავლა. რაც შეეხება აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებს, სტუდენტმა უნდა იცოდეს პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი პრინციპები და უცხო არ უნდა იყოს IT სფერო.  ასევე უნდა შეეძლოს ინგლისურად ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა, გაგება და  გააზრება.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო ქეისი, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვებიან:

ბაჩო კურტანიძე

Ბაჩო 5 წელია აქტიურად მუშაობს პროგრამირების სფეროში და აქედან ბოლო ორი წელი ვანდიოში უფროსი ანდროიდ დეველოპერად მუშაობდა. ამჟამად იგი ანდროიდ დეველოპერის პოზიციას იკავებს EPAM-ში. უმუშავია არაერთი წამყვანი  კომპანიის აპლიკაციებზე, მათ შორის TBC PAY – ის მობაილ ბანკის შექმნაზე.

ლევან კაკაბაძე

ლევანს 15 წლამდე პროგრამირების გამოცდილება აქვს. მას შემდეგ, რაც მან ინსბრუკის უნივერსიტეტი დაამთავრა  და მაგისტრის წოდება  ასტრონაწილაკების ფიზიკაში  მიიღო, გადაწყვიტა, სამეცნიერო მოდელების შექმნისას შეძენილი პროგრამირების გამოცდილება ანდროიდ დეველოპემნტში გამოეყენებენა. Ბოლო წლების განმავლობაში, მან იმუშვა 10-ზე მეტ აპლიკაციაზე, რომლებიც  აქტიურ მოხმარებაშია. ამჟამად ის უფროსი ანდროიდ დეველოპერის პოზიციას იკავებს EPAM-ში.

დეტალები: Android Development

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

ლექტორი

,

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “Android Development”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,600

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა