ინვესტიცების მოზიდვა სტარტაპებისთვის
კომპანია ინვესტო არის სტარტაპებზე ორიენტირებული პირველი საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სტარტაპებს სთავაზობს საინვესტიციო შეფასების, ბიზნეს გეგმის, საინვესტიციო წინადადების , Pitch Deck-ის მომზადების სერვისს. კომპანიის პორტფოლიოში ამ ეტაპისთვის არის 180 სტარტაპი, რომელთაგანაც 60 სტარტაპი არის ჯიტას 150 000 ლარიანი გრანტის გამარჯვებული,ხოლო 9 სტარტაპი არის 650 000 ლარიანი გრანტის გამარჯვებული.
ინვესტო დაეხმარა სტარტაპებს 15 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვაში. მათ შორის ისეთ წამყვან ქართულ სტარტაპებს როგორებიც არიან PAYZE,OMOFOX, KVALIFIKA, STACK , B2C, CITYPAY.IO და სხვა.
ინსტრუქტორის შესახებ
დავით ჩიხლაძეს გააჩნია სტარტაპ ეკოსისტემაში და ვენჩორული კაპიტალის ინდუსტრიაში მუშაობის +10 წლიანი მუშაობის გამოცდილება. იკავებდა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, სადაც მის ძირითად ფუნქცია მოვალეობებში შედიოდა ტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო ღირებულების შეფასება ( start-up valuation), საინვესტიციო წინადადების მომზადება. 2018 წელს მან დაარსა საქართველოში პირველი სტარტაპებზე ფოკუსირებული საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია ინვესტო ( www.investo.ge ) , რომელიც ერთის მხრივ სტარტაპებს ეხმარება ინვესტიციების და გრანტების მოზიდვაში, ხოლო მეორეს მხრივ ანგელოზ ინვესტორებს და ვენჩორული კაპიტალის ფონდებს სთავაზობს პორტფოლიოს მართვის სერვისებს. ამ ეტაპისთვის ინვესტოს პორტფოლიო შეედგება 180 სტარტაპისგან, რომლისთვისაც მოხდა 15 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. დავითი ასევე იკავებს მენტორის თანამდებობას დუბაიში დაფუძნებული საერთაშორისო აქსელერატორ Faster Capital ში , სადაც კითხულობს ლექციებს სტარტპების დაფინანსების მოძიებაზე.
კურსის მიზანი
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა :
1. დამოუკიდებლად განსაზღვრონ თავიანთი სტარტპებისთვის საჭირო ინვესტორი
2. მოახდინონ სტარტაპის ფინანსური მოდელის შექმნა
3. შეაფასონ სტარტაპის საინვესტიციო ღირებულება
4. მოამზადონ ინვესტორებთან წარსადგენი Term Sheet
ინვესტოს კურსის ღირებულება რამდენიმე დამფუძნებლის შემთხვევაში იქნება -30% , 560 ლარი.
დეტალები: ინვესტიცების მოზიდვა სტარტაპებისთვის
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ინვესტიცების მოზიდვა სტარტაპებისთვის” კომენტარის გაუქმება
სტარტაპის დაფინანსების პროცესი
პირველ ლექციაზე განხილული იქნება სტარტაპის დაფინანსების მთლიანი პროცესი იდეის დონიდან IPO ზე
გასვლამდე
რა არის ანგელოზ ინვესტირება
მეორე ლექციაზე განხილული იქნება რა არის ანგელოზ ინვესტირება. როგორი ტიპის ანგელოზ ინვესტორები
არსებობენ
რა არის ვენჩორული კაპიტალი
მესამე ლექციაზე განხილული იქნება რა არის ვენჩორული კაპიტალი. როგორი ტიპის ვენჩორული კაპიტალის ფონდები არსებობენ.
ანგელოზი ინვესტორები VS ვენჩორული კაპიტალის ფონდები
მეოთხე ლექციაზე განხილული იქნება ძირითადი განსხვავებები ანგელოზ ინვესტორებსა და ვენჩორული კაპიტალის ფონდებს შორის. განვითარების რომელ ეტაპზე ვის უნდა მიმართოს სტარტაპმა
შემოსავლების მოდელის შექმნა
ლექციაზე განხილული იქნება ბიზნეს მოდელის სტრიქტურა. შემოსავლების მოდელის შექმნა Top Down მეთოდის
გამოყენებით. ბაზრის ანალიზის ხელსაწყოები.
ფინანსური მოდელირება
ლექციაზე განხილული იქნება როგორ უნდა შევქმნათ ინვესტორებთან წარსადგენი ფინანსური მოდელი
სტარტაპის შეფასება
მეშვიდე ლექციაზე განხილული იქნება ტოპ 7 მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ხდება სტარტაპის შეფასება
საინვესტიციო წინადადების მომზადება
მერვე ლექციაზე განხილული იქნება როგორ ხდება საინვესტიციო წინადადების მომზადება. რა არის საინვესტიციო უკუგების ანალიზი.
SAFE NOTE
მეცხრე ლექციაზე განხილული იქნება რა არის SAFE NOTE
Term Sheet
მეათე ლექციაზე განხილული იქნება რა არის Term Sheet
One Pager ის მომზადება
მეთერთმეტე ლექციაზე განხილული იქნება როგორ მზადდება One Pager
₾800
შეფასებები ჯერ არ არის.