ბრენდ დიზაინის კურსი
₾600
ბრენდის დიზაინის კურსი
ბრენდის დიზაინის კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ბრენდის დიზაინის ჩამოყალიბების პრინციპებს , ბადეების ანატომიის მნიშვნელობას და ლოგოს კონსტრუქციის კონცეფციას. შეისწავლიან ბრენდის დიზაინ თეორიის პრაქტიკულ საფუძვლებს, რაც დაეხმარებათ დამოუკიდებლად შეძლონ ბრენდის იდენტობის პროცესის ორგანიზება.
დიზაინ პრობლემის იდენტიფიცირება, კონცეპტუალიზაცია და სწორი ვიზუალური გადაწყვეტის აღმოჩენა არის დიზაინერული პრაქტიკის ბაზა, ამ მიზეზის გამო კურსი მოიცავს დიზაინ თეორიის, პროცესისა და პრაქტიკის საფუძვლებს.
თაკო ჭაბუკიანი
2015 წელს მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მოღვაწეობს დიზაინის სფეროში, ბრენდის იდენტობის მიმართულებით. ძირითადად მუშაობს კერძო პროექტებზე, როგორც ფრილანსერი.
აქვს დაარსებული სტუდია – Pragmatika, რომელსაც ამუშავებს პროექტების ბაზაზე (part time).
ბოლო 5 წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებით მოღვაწეოს დიზაინის მიმართულებით და უმუშავია ძალიან ბევრ პროექტზე, მათ შორის ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი
- Wattle Cloud
- Rapid Response
- Phubber
- თიბისი
- საქართველოს ბანკი
- საქართველოს რკინიგზა
- საქართველოს კაპიტალი
- Tsinandali Festival და ა.შ
სოფიო ჩხენკელი
ბრენდ დიზაინერი და არტ დირექტორი
2008 წლიდან არის დიზაინის სფეროში. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნების ფაკულტეტზე. პარალელურად მუშაობა დაიწყო სარეკლამო სააგენტოში, შემდეგ საქართველოს ბანკში. დაფინანსებით სწავლობდა Miami Ad School-ში, არტ დაირექშენის პროგრამაზე.
2021-ის დასაწყისიდან არის დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი, საერთაშორისო კრიპტო მარკეტინგ კომპანიაში, სადაც ქმნის ახალი კრიპტო ბრენდებისთვის ვიზუალურ იდენტობას.
უმუშავია, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო პროექტებზე, მათ შორის:პერსონალური ტიპოგრაფიის პროექტი, რომელიც ემსახურება ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, IKEA-ს და Do The Green Thing-ის კამპანიის არტ დაირექშენი, რომელიც ემსახურება ტანსაცმლის გადამუშავებით სამშენებლო მასალის შექმნას, ნინეა – ქალის სახლში სანებივრო სამოსის ბრენდის იდენტობის დიზაინი, ტიპოგრაფიული კარტის დიზაინი, World Health Organization-ის კამპანია დახრჩობის რისკის ცნობადობის გაზრდის და ამ პრობლემის მოგვარებისთვის და ა.შ.
ხანგრძლივობა: 1 თვე (10 ვორქშოფი)
დეტალები: ბრენდ დიზაინის კურსი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ბრენდ დიზაინის კურსი” კომენტარის გაუქმება
Workshop 1 – შესავალი ბრენდ დიზაინში
- გრაფიკული დიზაინის ისტორია
- დიზაინის პრინციპები
- გეშტალტის თეორია
- ვიზუალური დღიური
Workshop 2 – ბადეები და კომპოზიცია
- ბადეების ანატომია
- ბადეების გამოყენება
- სტანდარტული ფორმატები
- კომპოზიციის საფუძვლები
Workshop 3 – ტიპოგრაფია
- შესავალი ტიპოგრაფიაში
- ტიპოგრაფიის ანატომია
- ტიპოგრაფია, როგორც გამოსახულება
- Typesetting
Workshop 4 – დიზაინ პროცესი და კვლევა
- ბრიფის დაწერა და გაანალიზება
- იდეების გენერირება
- კონცეფციის ჩამოყალიბება
- Case study
Workshop 5 – ლოგოტიპი
- სიმბოლოს მნიშვნელობა ბრენდინგში
- ლოგოს სახეობები
- კონცეფციის ჩამოყალიბება
- ლოგოს კონსტრუქცია
Workshop 6 – ბრენდ აიდენტიკა
- რა მნიშვნელობა აქვს ბრენდის ვიზუალს?
- ბრენდ აიდენტიკის ჩამოყალიბების პროცესი
- აიდენტიკის გაშლა
- პრეზენტაციის აწყობა
- თანამედროვე დიზაინის მაგალითები
Workshop 7 – საკურსო პროექტის მიმოხილვა
- საკურსო პროექტის იდეისა და მონახაზის განხილვა
Workshop 8
- ფინალური პრეზენტაცია
₾600
მსგავსი კურსები
პროექტების მართვა 3.0
კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობა
ბიზნეს ქოუჩინგი
ქოუჩინგი პრაქტიკაში
₾600
შეფასებები ჯერ არ არის.