ვებ პროგრამირება ASP.NET MVC
.NET კომპანია Microsoft-ის ოფიციალური პროდუქტია, ამიტომ მას აქვს სრულყოფილი, ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც მუდმივად განახლების პროცესშია. ჰყავს ასევე ძლიერი Community. ინტერნეტში არის ბევრი ღია რესურსი ამ ინსტრუმენტის შესახებ. .NET-ზე მუშაობისას, თქვენ შეხება გექნებათ ერთ-ერთ ყველაზე კარგ სამუშაო გარემოსთან Visual Studio-სთან. ეს არის ძვირადღირებული პროგრამა, რომელიც სტუდენტებისათვის უფასოა. სწავლის დროს უფასოდ ისარგებლებთ Microsoft-ის სერვერული პაკეტით DreamSpark for Students.
კურსის განმავლობაში, სტუდენტები ლექტორების მიერ მოწოდებული სასწავლო მასალის მიხედვით, თავად ქმნიან ვებგვერდებს. სწავლობენ, როგორც უშუალოდ C# პროგრამულ ენაზე წერას, ასევე არსებული სნიპეტების, ფუნქციების, ბიბლიოთეკების, ფრეიმვორკების გამოყენებას და საკუთარ საჭიროებებზე მორგებას, გადაკეთებას. კურსი რამდენიმე საგნისგან შედგება და ოთხი თვე გრძელდება. კურსის ფარგლებში სტუდენტები ბოლო ერთი თვე, ლექტორების დახმარებით საკუთარ პროექტებზე მუშაობენ.
ASP.NET MVC არის ვებ აპლიკაციის ერთ-ერთი ფრეიმვორკი. მისი გამოყენებით ვებ აპლიკაციები იგება MVC (Model View Controller) მოდელის გამოყენებით: Model (business layer) წარმოადგენს აპლიკაციის ბირთვს (მაგალითად, მონაცემთა ბაზა), View (display layer) არის აპლიკაციის ინტერფეისი, ხოლო Controller (input control)-ში იგულისხმება კავშირი Model-სა და View-ს შორის.
დეტალები: ვებ პროგრამირება ASP.NET MVC
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ვებ პროგრამირება ASP.NET MVC” კომენტარის გაუქმება
₾1,200
მსგავსი კურსები
IT პროექტების მენეჯმენტი
SEO/SEM
UX კვლევა & დიზაინი
₾1,200
შეფასებები ჯერ არ არის.