Creative Advertising

კურსის აღწერა
რეკლამას ერთი უცნაურობა ახასიათებს – როგორც წესი, ვცდილობთ თავი ავარიდოთ მას, დავბლოკოთ, “დავსკიპოთ”, მეორე მხრივ კი შეიძლება მოუთმენლად ველოდებოდეთ საყვარელი ბრენდის ახალ კამპანიას და სიამოვნებით ვუყურებდეთ მაგალითად Nike-ის რგოლებს, McDonald’s-ის და Burger King-ის ორთაბრძოლებს, Coca-Cola-ს საახალწლო ქარავანს. როდის ხდება რეკლამა გასართობი და არა შემაწუხებელი? როგორ ახერხებს ამას ზოგიერთი ბრენდი? რა დგას ეფექტური სარეკლამო კამპანიის უკან? კურსის ფარგლებში ვეცდებით ამ კითხვებზე პასუხების პოვნას.
ლექციებზე მიმოვიხილავთ სარეკლამო კომუნიკაციის საფუძვლებს, ძირითად პრინციპებს, ინსტრუმენტებს. გავეცნობით კრეატიული სააგენტოს მუშაობის მექანიკას, მოვალეობებსა და დამკვეთთან ჰარმონიულად ურთიერთობის წესებს. გავაანალიზებთ და განვიხილავთ გლობალურ თუ ქართულ ქეისებს.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეიხედონ სარეკლამო ინდუსტრიის შიდა სამზარეულოში და გამოიმუშაონ კამპანიის დაგეგმვის, კრეატივის შეფასების და კრეატიულ გუნდთან მუშაობის მენეჯერული უნარ-ჩვევები.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
- ბრიფის შედგენა
- სარეკლამო კამპანიის მიზნების დასმა და დაგეგმვა
- საკომუნიკაციო არხების შერჩევა კამპანიის მიზნებიდან და სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე
- კრეატიულ, მედია და ფროდაქშენ სააგენტოებთან ეფექტური კომუნიკაცია
- ბრენდინგისთვის საჭირო რესურსის განსაზღვრა და პროცესის მართვა
- კამპანიების ეფექტურობის შეფასება
- ეფექტური კომუნიკაციის დამხმარე ტექნიკების გამოყენება
ვისთვის არის კურსი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას და აინტერესებს სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობა ან ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც ამ მიმართულებით სურს პროფესიის შეცვლა. კურსი სასარგებლო იქნება დამწყები მარკეტერის, ბრენდის/პროექტის მენეჯერის ან ექაუნთ მენეჯერისთვის. ასევე სტარტაპერისთვის, ვისაც საკუთარი კომპანიის სამართავად სჭირდება ზოგადი ცოდნა კომუნიკაციის და სააგენტოსთან/გარე რესურსებთან მუშაობის შესახებ.
მნიშვნელოვანია, სტუდენტმა იცოდეს ინგლისური ენა იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი ქეისების განხილვა/გააზრება.
კურსი მოიცავს
კურსის განმავლობაში სტუდენტს ექნება ულიმიტო წვდომა გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებს გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო სხვადასხვა ქეისები, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
კურსს გაუძღვება:
თამარ ცინცაძე
დეტალები: Creative Advertising
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “Creative Advertising” კომენტარის გაუქმება
-
ლექცია 1 – Introduction
- კურსის მიმოხილვა
- რეკლამის ევოლუცია: რეკლამა მაშინ და დღეს
- სარეკლამო ინდუსტრია საქართველოში
- რეკლამის ფორმები, ფორმატები და რაციონალურ-ემოციური მიდგომები
-
ლექცია 2 – Branding
- ბრენდი და პროდუქტი
- ბრენდის სტრატეგია
- სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
- ვიზუალური და ვერბალური ბრენდინგი
- პრაქტიკული დავალება
-
ლექცია 3 – Communication Objectives
- სარეკლამო კომუნიკაციის მიზნები
- სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა: პრობლემის/მიზნის იდენტიფიცირება, სამოქმედო გეგმა, ბიუჯეტი, ვადები
- პრაქტიკული დავალება
-
ლექცია 4 – Media & Touchpoints
- ტრადიციული და არატრადიციული მედიის განსაზღვრება
- საკუთარი, ფასიანი და უფასო მედია (Owned, Paid, Earned Media)
- განვიხილავთ სხვადასხვა მედია არხს და მათი საუკეთესოდ გამოყენების ქეისებს
- გავეცნობით მომხმარებლის და ბრენდის სხვადასხვა შეხების წერტილებს
-
ლექცია 5 – Additional Tactics
- Buzz, Word-of-mouth, Teaser, Celebrity endorsement, Product placement, etc. – ეფექტური კომუნიკაციის დამხმარე ტექნიკები
- პრაქტიკული დავალება
-
ლექცია 6 – Agency Life
- როგორ მუშაობს საკომუნიკაციო სააგენტო? სააგენტოს ტიპები, სტრუქტურა, workflow
- რა უნარ-ჩვევების ადამიანები მუშაობენ სააგენტოში?
- როგორი მივაღწიოთ ჰარმონიულ ურთიერთობას დამკვეთს და სააგენტოს შორის?
-
ლექცია 7 – Brief
- კლიენტის ბრიფი, დებრიფი, კრეატიული ბრიფი: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც გვეხმარებიან პროცესების სწორად წარმართვაში პროექტზე მუშაობისას.
- Insight
- პრაქტიკული დავალება
-
ლექცია 8 – Creative Effectiveness
- კამპანიების ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმები
- WARC-ის და Cannes Lion-ის მიერ შექმნილი კრეატიული ეფექტურობის საზომის განხილვა
- გლობალური კამპანიების შეფასება
-
ლექცია 9 – CSR & Cause-Related Marketing
- კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე მარკეტინგში
- პრაქტიკული დავალება
-
ლექცია 10 – Recap
- ინტეგრირებული (360 გრადუსიან) კამპანიები
- განვლილი მასალის შეჯამება
- საბოლოო პროექტის ბრიფი
-
ლექცია 11 – Final Project Presentation
- ფინალური პროექტის წარდგენა

₾1,100
მსგავსი კურსები

მართვის თანამედროვე მეთოდები 4.0


შესყიდვების მართვა


HR-ადამიანური რესურსების მართვა

₾1,100
შეფასებები ჯერ არ არის.