პროგრამირება Python
Python დღესდღეობით ძალზედ პოპულარული ენაა, რომელიც გამოიყენება თანამედროვე დეველოპმენტის პრაქტიკულად ყველა სფეროში. მაგალითად ამ ენის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ვებ-აპლიკაციების შექმნას, თამაშების დაწერას, მონაცემთა
ანალიზს, სისტემური ადმინისტრირების ამოცანების ავტომატიზაციას და მრავალი სხვ.
Python საბაზო კურსის გავლისას თქვენ შეისწავლით ამ ენის ძირითად ცნებებს, მის კონსტრუქციას, მონაცემთა ტიპებს და სტრუქტურას, სამართავ ბლოკებს, ციკლებს,
ფუნქციებს, შეეხებით საბაზო დონეზე ობიექტზე- ორიენტირებულ დაპროგრამების პრინციპებს და სხვ.
კურსი გათვლილია დამწყებთათვის – ვისაც სურს ჩამოუყალიბდეს პროგრამირების ბაზისი და მათთვის ვისაც სურს გაიმეოროს Python დაპროგრამების ენის ძირითადი
პრინციპები პრაქტიკაში.
სწავლის შედეგი კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
1. Python დაპროგრამების ენის საფუძვლები, ფილოსოფია
2. მარტივი და საშუალო სირთულის სკრიპტების/პროგრამების შექმნის მეთოდები
3. მარტივი და საშუალო დონის ვებ-აპლიკაციის შექმნა
4. მონაცემების დამუშავება, შენახვა, გადაგზავნა
ლექტორი – დევიდ შანიძე
ამჟამად მუშაობს Sweeft Digital | A Making Science company -ში პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით.
(ტექნოლოგიური სპექტრი: Python, Django, Google Cloud Platform, Amazon Web Services)
დევიდს ძალიან მოსწონს ცოდნის გაზიარება და სხვების გამოცდილების ანალიზი, რაც მისი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი კარიერული ზრდისთვის. სწორედ ამიტომ მან შექმნა ქართული ქომიუნითი, სადაც, ამ დროისთვის, ათასამდე, კომპიუტერული მეცნიერებით დაინტერესებული, ადამიანი მენტორობს ერთმანეთს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ეხმარებიან დამწყებებს სწრაფად განვითარებაში.
მისი მიზანია, ხანგრძლივი, პროფესიონალური გამოცდილების მიღება საერთაშორისო ბაზარზე, რათა სხვა პროფესიონალებთან ერთად, უფრო ეფექტურად შეუწყოს ხელი საქართველოში კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირებისადმი ინტერესის გაზრდას და შემდეგ უკვე დაინტერესებულთა პროფესიულ განვითარებას.
სილაბუსს გაეცანით ლინკზე:
დეტალები: პროგრამირება Python
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “პროგრამირება Python” კომენტარის გაუქმება
₾650
მსგავსი კურსები
პროგრამირება C#
ვებ პროგრამირება ASP.NET MVC
ვებ პროგრამირება Front-End (HTML, CSS)
₾650
შეფასებები ჯერ არ არის.