Digital Product Testing & QA

1,400

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 7 კვირა
ლექტორი ბექა საზუაშვილი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო იანვარი

კურსის აღწერა

ფინალური პროექტების შედეგების მიხედვით, წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გასაუბრება გაიარონ Exactpro Georgia-ში და მიიღონ დასაქმების შესაძლებლობა. 

დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 7 საათს ატარებს ონლაინ სივრცეში (DataReportal 2022) – ახორციელებს ტრანზაქციებს, გეგმავს ონლაინ შეხვედრებს, სხვადასხვა პლატფორმაზე ეძებს მისთვის საინტერესო ინფორმაციებს. ამ პროცესში მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია მისი მოთხოვნები დროულად და უხარვეზოდ შესრულდეს.

სრულყოფილი გამოცდილების მისაღებად აუცილებელია ციფრული პროდუქტი იყოს სწრაფი, მოსახერხებელი და პრაქტიკული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ჩანაცვლება უკვე ძალიან მარტივია. ამის გათვალისწინებით, ხარისხის უზრუნველყოფის პროფესიონალებზე (QA) მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რადგან სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი ხარვეზების დროულად აღმოჩენასა და გამოსწორებაზე. მათი მთავარი მოვალეობაა, გამოიკვლიონ და შეისწავლონ რამდენად გამართულად მუშაობს პლატფორმის თითოეული ფუნქციონალი.

კურსის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ხარისხის მართვის სრულ პროცესზე, ტესტირებაში დამხმარე სხვადასხვა ინსტრუმენტზე და ტესტერის როლზე პროდუქტის დეველოპმენტის პროცესში.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება

  • შეადგინო ტესტ ქეისები სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით

  • გატესტო ვებ და მობაილ აპლიკაციები და API

  • შეარჩიო დამხმარე ინსტრუმენტები ტესტირების პროცესის ოპტიმიზაციითვის

  • უზრუნველყო QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში

  • ეფექტურად უზრუნველყო ხარვეზების მართვა

  • შეასრულო ხელმისაწვდომობის (Accessibility) ტესტირება

  • გამოიყენო Codeless UI ავტომატიზაციის ინსტრუმენტები

ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ციფრული პროდუქტების განვითარების პროცესებში და 0-დან შეისწავლოს ან/და გაიღრმავოს არსებული ცოდნა ამ სფეროში. ვისაც აქვს მოტივაცია, პირველი ნაბიჯები გადადგას IT ინდუსტრიაში ან უკვე საქმიანობს ამ მიმართულებით და სურს ახალი უნარები შეიძინოს.

კურსზე მოსახვედრად ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა აუცილებელია, რაც გულისხმობს ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვასა და გააზრებას.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

განრიგი: სამშ-ხუთშ 20:00-23:00

დეტალები: Digital Product Testing & QA

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

ლექტორი

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “Digital Product Testing & QA”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა