გრაფიკული დიზაინი
დღეს ადამიანებს დიდი მოცულობის ინფორმაციასთან გვაქვს შეხება, შესაბამისად, არ გვრჩება დრო რომელიმე ერთ ინფორმაციის წყაროზე კონცენტრაციისთვის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენი სამიზნე აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდების სწრაფი და გამორჩეული ხერხი მოვძებნოთ.
კომპლექსური იდეა შეიძლება, მხოლოდ ერთი გრაფიკული გამოსახულებით გამოიხატოს, რაც პირდაპირ ეხმაურება გრაფიკული დიზაინის დანიშნულებას და ვიზუალურ კომუნიკაციას, რომელიც, ძირითადად, ტექსტისა და სურათის ოსტატური და ჰარმონიული კომბინირებით ხორციელდება. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ გრაფიკული დიზაინის პროდუქტებს ინფორმაციის გადმოცემის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებად.
კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, რომლის განმავლობაში მსმენელები Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს ეუფლებიან. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები თავად ქმნიან ისეთ პოლიგრაფიულ პროდუქტებს, როგორებიცაა: პლაკატი, ბანერი, ბუკლეტი და სხვა.
სწავლების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატს მიიღებენ ის სტუდენტები რომლებიც სწავლების განმავლობაში დადებით შეფასებას მიიღებენ და სწავლების ბოლოს წარმოადგენენ ფინალურ პროექტს. წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცემათ კურსების წარჩინებულად გავლის სერტიფიკატი.
დეტალები: გრაფიკული დიზაინი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “გრაფიკული დიზაინი” კომენტარის გაუქმება
სილაბუსს გაეცანით ლინკზე: https://bit.ly/3ts0DrJ
₾650
მსგავსი კურსები
ვებ პროგრამირება ASP.NET MVC
ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსი
გრაფიკული დიზაინი
მართვის თანამედროვე მეთოდები 4.0
₾650
შეფასებები ჯერ არ არის.