შესავალი პროგრამირებაში (C# & .Net)

1,400

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 12 კვირა
ლექტორი არტურ ზახარიანი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო გაზაფხული

კურსის აღწერა

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა დიდი და მრავლისმომცველი საკითხია, რომლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი არის სასერვერო მხარის პროგრამირება. კურსი განიხილავს Back-End-ის შესწავლას 0-დან და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა Computer Science-ის საწყისები, მონაცემთა ბაზები, საჭირო ხელსაწყოები და ა.შ.

კურსის ფარგლებში შესასწავლად გამოვიყენებთ ისეთ პროგრამულ ენას, როგორიცაა C#. C# ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენაა LinkedIn-ის მიხედვით, ხოლო C#-ის ფლობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უნარია Upwork-ის კვლევის თანახმად.

C# კერძოდ .NET პლატფორმის დახმარებით, დღესდღეობით, უამრავი Enterpise დონის აპლიკაცია იქმნება. C#/.NET უკან უდგას ისეთი კომპანია, როგორიცაა Microsoft. .NET პლატფორმაზეა შექმნილი ცნობილი პროდუქტები: Stack Overflow, UPS ვებგვერდი და სხვა.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • კომპიუტერული მეცნიერების თეორიის პრაქტიკაში გამოყენება
  • Software Development-ის საფუძვლების პრაქტიკაში გამოყენება
  • C# -ის როგორც პროგრამირების ენის დამოუკიდებლად გამოყენება
  • პატარა და საშუალო ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა .Net 5 -ზე
  • მონაცემთა ბაზებთან დამოუკიდებლად მუშაობა
  • Microsoft Visual Studio-ს გამოყენება
  • Microsoft SQL Server-ის გამოყენება
  • WEB API-ს შექმნა და მასთან მუშაობა
  • აპლიკაციის შემუშავებისას საუკეთესო მიდგომების და სტანდარტების არჩევა
ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ 0-დან ისწავლონ პროგრამირება და Back-end Development C# ბაზაზე. მათთვის, ვისაც საერთოდ არ ჰქონია შეხება კომპიუტერულ მეცნიერებასთან ან/და მინიმალური ცოდნა გააჩნიათ ამ მიმართულებით.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო სხვადასხვა ქეისი, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვება:

არტურ ზახარიანი

არტურს WEB Development-ში 5 წლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი DataArt-ის .Net დეველოპერის პოზიციას იკავებს. მოცემული პერიოდის განმავლობაში უმუშავია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ პროექტებზე ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა TBC Pay და Credo Bank. არტურის გამოცდილება მოიცავს საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო და ERP აპლიკაციების შექმნას. კარიერის განმავლობაში ძირითადად დაკავებული იყო Back-end ნაწილის დეველოპმენტით .Net Framework-ის გამოყენებით, ბოლო რამდენიმე წელია კი მუშაობას განაგრძობს როგორც Full Stack დეველოპერი და Back-end-თან ერთად პასუხისმგებელია Front-end-ის გამართულ მუშაობაზე. არტური ასევე მუშაობს Cloud Native აპლიკაციაზე და ითავსებს DevOps-ის მიმართულებას, რომელიც მოიცავს AWS სერვისების და დოკერის კონტეინერების შემქნას, ოპტიმიზაციასა და გამართვას.

დეტალები: შესავალი პროგრამირებაში (C# & .Net)

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

ლექტორი

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “შესავალი პროგრამირებაში (C# & .Net)”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,400

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა