IT ბიზნეს ანალიტიკა

1,400

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 7 კვირა
ლექტორი თორნიკე ზაალიშვილი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო მაისი

კურსის აღწერა

ტექნოლოგიების ეპოქაში ციფრული პროდუქტების შექმნის საჭიროება სულ უფრო და უფრო იზრდება. მისი შექმნის პროცესი კი საკმაოდ კომპლექსურია – იწყება იდეის გენერირებიდან, იდეა იქცევა გეგმად, შემდეგ ხდება პროდუქტის ანალიზი, ამ პროდუქტის შექმნა/დეველოპმენტი, ხარისხის კონტროლი და რეალურ გარემოზე გაშვება.

ციფრული პროდუქტების შექმნაში IT ბიზნეს ანალიტიკოსის როლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ბიზნეს ანალიტიკოსი განსაზღვრავს და აღწერს ბიზნეს მოთხოვნებს – როგორ უნდა იფუნქციონიროს სისტემამ ან/და პროდუქტმა. ის აანალიზებს პროდუქტის დღევანდელ მდგომარეობას, განსაზღვრავს მის მომავალ განვითარებას, თითოეულ ბიზნეს მოთხოვნას თარგმნის ტექნიკური გუნდისთვის და აკონტროლებს მათ სრულ შესრულებამდე.

პროგრამის განმავლობაში თქვენ გაეცნობით ბიზნეს ანალიტიკოსის (BA) როლსა და პასუხისმგებლობებს – ეფექტურ კომუნიკაციას ყველა ბიზნეს სფეროს და პროექტის კრიტიკულ მოთამაშეს შორის. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით თქვენ ისწავლით სამუშაოს ფარგლების განსაზღვრას და დაეუფლეთ მოთხოვნების შეგროვების განსხვავებულ ტექნიკებსა და მიდგომებს, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა პროექტისა და აუდიტორიისთვის. განსაზღვრავთ კლიენტების, დაინტერესებული მხარეებისა და IT დეპარტამენტის უნიკალურ საჭიროებებს, მოთხოვნების შექმნის, დოკუმენტირების, კომუნიკაციისა და მართვის თითოეულ ეტაპზე.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • ბიზნეს ანალიზის პროცესის დაგეგმვა
  • ბიზნეს მოთხოვნების და საჭიროებების განსაზღვრა და მათი დამუშავება
  • დეველოპმენტ გუნდის და სტეიკჰოლდერების მენეჯმენტი და მათთან ეფექტური კომუნიკაცია
  • ბიზნეს ამოცანის ჩამოყალიბება / user story-ს შექმნა და ყველა საჭირო ტექნიკის შემუშავება
  • ტექნიკური დოკუმენტის მომზადება აღსრულებისთვის, მონიტორინგი და გაშვება
  • ფუნქციონალური და არაფუნქციონალური მოთხოვნების განსაზღვრა
  • პროდუქტის ამჟამინდელი და სამომავლო მდგომარეობის ანალიზი და რისკების შეფასება
ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც შეხება აქვს ან/და აინტერესებს ციფრული პროდუქტის შექმნა და მისი მართვის პროცესი. მათთვის, ვისაც უშუალო შეხება აქვს აიტი პროექტების მენეჯმენტთან, ჩართულია ბიზნეს პროცესებში ან ახლა იწყებს ამ სფეროში გადმოსვლას.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისხმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვება:

თორნიკე ზაალიშვილი

თორნიკე Long Island University-ის ინფორმაციული სისტემების მაგისტრია. მას ციფრული პროდუქტების შექმნის 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში ის სხვადასხვა როლს ითავსებდა, ყველაზე დიდხანს კი სწორედ IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. მისი პორტფოლიო შეიცავს პროექტებს, რომლებიც უკავშირდება ციფრული პროდუქტების შექმნა/განვითარებას, საინფორმაციო პლატფორმების შექმნას, ERP სისტემის დეველოპმენტს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა World Bank (Project), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, Wendy’s, Long Island University, Terminal და ა.შ. თორნიკე ბოლო წლებში TBC-ის IT Business Analyst-ის პოზიციას იკავებდა, ამჟამად კი IT Product Owner-ია და ბანკის შიგნით უმნიშვნელოვანესი პროდუქტების შექმნა/განვითარებაზე მუშაობს.

დეტალები: IT ბიზნეს ანალიტიკა

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

ლექტორი

დაწყების დრო

ლოკაცია

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “IT ბიზნეს ანალიტიკა”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,400

0
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა