Online

IT პროექტების მენეჯმენტი

1,400

1
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 7კვირა - 14შეხვერდა
ლექტორი მარიამ ბაქრაძე, ია მიქაბერიძე, ნინო კუჭაშვილი
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო 17.04.2024

კურსის აღწერა

ბოლო წლების განმავლობაში კომპანიები ცდილობენ ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას, რამაც ხელი შეუწყო IT პროფესიონალებზე, მათ შორის კი IT პროექტების მენეჯერებზე მოთხოვნის გაზრდა სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიისთვის.

PMI-ს გამოკითხვის მიხედვით, IT Project Management N1 პროფესიაა, რომელზე მოთხოვნაც ყველაზე სწრაფად იზრდება 33%-იანი მაჩვენებლით. საქართველოში კი IT პროექტების მენეჯერების საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 5000₾-ია.

IT პროექტების მენეჯმენტი მოიცავს პროცესებს, რომელიც ხორციელდება ბიზნესის კონკრეტული მიზნების მისაღწევად. კურსი მოიცავს მეთოდოლოგიებს, რომელიც ამჟამად გამოიყენება IT პროექტების მართვის პროცესში. აქცენტი გაკეთდება Agile-ით პროექტის მართვის მიმდინარეობაზე Scrum Framework-ის მიხედვით, რომელსაც იყენებენ საქართველოს და მსოფლიოს ბაზარზე წამყვანი კომპანიები.

თითოეული ლექცია შეიცავს პრაქტიკულ ნაწილს, პროგრამის განმავლობაში ასევე სტუდენტები დაფარავენ პროექტის მართვის პრაქტიკულ მაგალითს.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება IT პროექტების წარმატებულ მენეჯერად ჩამოყალიბებისთვის
  • პროექტის მენეჯმენტის ფუნდამენტური საკითხების პრაქტიკაში გამოყენება
  • პროექტის მენეჯერის როლის და პასუხისმგებლობების განსაზღვრა
  • Agile პროექტების Scrum Framework-ის მიხედვით მართვა
  • პროექტის ყველა სასიცოცხლო ციკლის მნიშვნელობის განსაზღვრა
  • ორგანიზაციული სტრუქტურისა / კულტურის ერთმანეთისგან გამიჯვნა და მისი გავლენის ანალიზი პროექტის მენეჯმენტზე
  • იმ უნარების განვითარება, რომელიც გამოგადგება ახლანდელ ან მომავალ დამსაქმებელთან
ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს IT პროექტების მენეჯმენტი. არ აქვს მნიშვნელობა ახლა იწყებს/აპირებს IT ინდუსტრიაში შემოსვლას, თუ უკვე დასაქმებულია და სურს უფრო სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაიზიაროს ამ მიმართულებით.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.

სილაბუსი იხილეთ ლინკზე: 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

კურსს გაუძღვებიან:

მარიამ ბაქრაძე

მარიამს IT სფეროში 6 წლიანი გამოცდილება აქვს, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა დროს იკავებდა Product Owner-ის, პროექტ მენეჯერის, პროგრამ და პორტფოლიო მენეჯერის პოზიციებს. პროექტის მართვის მიმართულებით მარიამი საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროფესიონალია (PMP). კარიერა თიბისი დაზღვევის დეველოპმენტ გუნდში დაიწყო. 2019 წლიდან მართავდა პროექტებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა Software & Database Development, მომხმარებელთა და IT ოპერატიციები, გეიმინგი, მარკეტინგი, ფინანსები. 2021 წლიდან კომპანია აჭარაბეთში ხელმძღვანელობს პორტფოლიოების მართვის მიმართულებას. ის ასევე ფლობს PMI ინსტიტუტის The Complete Agile Project Manager-ისა და Bizpro Project Management Consultancy-ის Advanced Project Management-ის საერთაშორისო სერტიფიკატებს.

ნინო კუჭაშვილი

ნინოს 10 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც hardware, ისე
software პროექტების მართვაში. მისთვის კარიერის გამორჩეული პერიოდი Nokia-ში მუშაობაა,
სადაც ტელეკომუნიკაციების მიმართულებით მართავდა პროექტებს. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე
ასევე იკავებდა Product Owner-ის როლს და უძღვებოდა სხვადასხვა რეგულაციურ და საკანონმდებლო
ცვლილების დანერგვას საქართველოს წამყვან ტექნოლოგიურ ორგანიზაციებში, ამჟამად კი საქართველოს
ბანკში IT პროგრამ მენეჯერის პოზიციას იკავებს. ნინო PMP, PMI-ACP, PSM1 და PSPO1 სერთიფიკატებს
ფლობს.

ია მიქაბერიძე

იას საქართველოს წამყვან საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის
15 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი კარიერის პირველი ეტაპი დაიწყო და ეყრდნობა
People Management-ის გამოცდილებას. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ის იკავებდა ფილიალის
მმართველის, ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციებს, რომლის პარალელურად იყო მენტორი
და ბიზნეს სკოლის ტრენერი. ბოლო წლებია ის IT Program Manager-ის პოზიციას იკავებს
საქართველოს ბანკში. იას პორტფელში მრავალფეროვანი და საინტერესო ტექნოლოგიური, ციფრული
და ბიზნეს პროექტებია, რომელიც უკავშირდება ახალი პროდუქტების შექმნასა და განვითარებას.

დეტალები: IT პროექტების მენეჯმენტი

ხანგრძლივობა

ლოკაცია

დაწყების დრო

სერტიფიკატი

ლექტორი

, ,

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “IT პროექტების მენეჯმენტი”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • 1. პროგრამის მიმოხილვა

     

    • კურსის მიმოხილვა
    • განსხვავება პროდუქტსა და პროექტს შორის
  • 2. IT ინდუსტრიის მიმოხილვა

     

    • IT ინდუსტრია ჩვენს ყოველდღიურობაში
    • IT Components: Hardware, Software
    • Companies in the IT Industry – Freelancer, Service Provider, Service Receiver, Internal Service
    • IT პროექტის ტიპები
    • პრაქტიკული დავალება
  • 3. Software Development Process

     

    • როგორ იქმნება პროგრამული უზრუნველყოფა?
    • IT ინდუსტრიაში არსებული როლები
    • IT არქიტექტურის მიმოხილვა
    • რა ტიპის პროგრამირების ენები არსებობს
    • პრაქტიკული დავალება
  • 4.პროექტის მართვის მეთოდოლოგიები

     

    • მეთოდოლოგიების მიმოხილვა (Waterfall vs Agile)
    • Agile – რა არის და რატომ ითვლება ის დღესდღეობით ყველაზე ოპტიმალურ მეთოდად IT ინდუსტრიაში.
    • Agile ფრეიმვორკების მიმოხილვა (Scrum, Kanban, Scaled Scrum)
    • Agile ტრანსფორმაციები და მისი რეალური შედეგები
    • პრაქტიკული დავალება
  • 5. Scrum

     

    • Scrum Roles
    • Scrum Artifacts
    • Scrum Events
    • Project Manager (PM)-ის როლი Scrum-ში – ხშირი მისკონცეფციები, მისი ჩართულობა Scrum Framework-ში და Scrum გუნდებთან ურთიერთობა
    • Scaled Scrum
    • პრაქტიკული დავალება
  • 6. Scrum Workshop

     

    • Scrum სერტიფიცირების ტესტის ვორკშოპი
  • 7. პროექტის სასიცოცხლო ციკლი

     

    • სასიცოცხლო ციკლის მიმოხილვა
    • Initiation, Planning, Execution, Monitoring, Closing
    • პროექტის მიზნების განსაზღვრა
    • RACI მატრიცა და ვალდებულებების გადანაწილება პროექტის ფარგლებში
    • პრაქტიკული დავალება (Course Retrospective)
    • Agile გარემოში არსებული გუნდების ტიპები (Product Based, Operational, Support)
    • სტეიკჰოლდერ მენეჯმენტი
    • პრაქტიკული დავალება
  • 8. მოთხოვნების შეგროვება

     

    • მოთხოვნების შეგროვების ტექნიკები და IT ბიზნეს ანალიტიკოსთან მუშაობის მნიშვნელობა (დაკვირვება, ბრეინშტორმინგი, ინტერვიუები)
    • AS IS და TO BE ბიზნეს პროცესების შედგენა
    • “ენის ბარიერის” მნიშვნელობა მოთხოვნების შეგროვებისას და მისი ელიმინაციის გზები
    • UML Activity Diagram – მოთხოვნების ვიზუალიზაცია
    • რა არის BRD?
    • რა არის Wireframe?
    • პრაქტიკული დავალება
  • 9. Projects Workshop

     

    • პროექტის დაგეგმარება/შესრულების ვორკშოპი
  • 10. Project Scope და Schedule მართვა

     

    • რა არის ბექლოგი (Backlog)?
    • Kanban Board, Scrum Board
    • Epics, User Stories, Tasks
    • OKR მეთოდოლოგია
    • WBS გამოყენება Scope-ის ვიზუალიზაციისთვის
    • MVP vs Full Scale
    • შესასრულებელ სამუშაოებს შორის დამოკიდებულებების განსაზღვრა
    • სამუშაოების შეფასების მეთოდები
    • პრიორიტეტიზაციის მნიშვნელობა და დაპრიორიტეტების მეთოდები
    • Gantt Chart
    • პრაქტიკული დავალება
  • 11. Scope/Schedule მართვის ხელსაწყოები

     

    • Jira – მიმოხილვა, ბორდის შექმნა, ფილტრების და Swimlane-ების (ლოგიკური დანაწევრების) შექმნა, Workflow-ს განსაზღვრა
    • Confluence მიმოხილვა
    • Backlog-ის ჯირაში გამართვა
    • Miro – მიმოხილვა და გარჩევა
    • Trello – მიმოხილვა, ბორდის აწყობა
    • სხვა ალტერნატივების მიმოხილვა (Clickup)
    • პრაქტიკული დავალება
  • 12. რისკების მართვა

     

    • რისკების ტიპები პროექტის ფარგლებში
    • რისკების წინასწარ განსაზღვრის, დაალერტების და მიტიგაციის მნიშვნელობა
    • შესყიდვის პროცესში ჩართული მხარეების განსაზღვრა
    • RFP, SOW, NDA დოკუმენტების განხილვა
    • საერთაშორისო სტანდარტები (GDPR, უსაფრთხოების სტანდარტები)
    • POC და დაკონტრაქტების პროცესი
    • პრაქტიკული დავალება
  • 13. ფინალური პროექტი

     

    • ფინალური პროექტის წარდგენა
No more offers for this product!

1,400

კალათაში დამატება

1,400

1
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა