Online

IT Project Management

1,400.00

1
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
ხანგრძლივობა 7კვირა - 14შეხვერდა
ლექტორი მარიამ ბაქრაძე, მარიამ სალია
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო ოქტომბერი


კურსის აღწერა

ბოლო წლების განმავლობაში კომპანიები ცდილობენ ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას, რამაც ხელი შეუწყო IT პროფესიონალებზე, მათ შორის კი IT პროექტების მენეჯერებზე მოთხოვნის გაზრდა სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიისთვის.

PMI-ს გამოკითხვის მიხედვით, IT Project Management N1 პროფესიაა, რომელზე მოთხოვნაც ყველაზე სწრაფად იზრდება 33%-იანი მაჩვენებლით. საქართველოში კი IT პროექტების მენეჯერების საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 5000₾-ია.

IT პროექტების მენეჯმენტი მოიცავს პროცესებს, რომელიც ხორციელდება ბიზნესის კონკრეტული მიზნების მისაღწევად. კურსი მოიცავს მეთოდოლოგიებს, რომელიც ამჟამად გამოიყენება IT პროექტების მართვის პროცესში. აქცენტი გაკეთდება Agile-ით პროექტის მართვის მიმდინარეობაზე Scrum Framework-ის მიხედვით, რომელსაც იყენებენ საქართველოს და მსოფლიოს ბაზარზე წამყვანი კომპანიები.

თითოეული ლექცია შეიცავს პრაქტიკულ ნაწილს, პროგრამის განმავლობაში ასევე სტუდენტები დაფარავენ პროექტის მართვის პრაქტიკულ მაგალითს.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  • თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება IT პროექტების წარმატებულ მენეჯერად ჩამოყალიბებისთვის
  • პროექტის მენეჯმენტის ფუნდამენტური საკითხების პრაქტიკაში გამოყენება
  • პროექტის მენეჯერის როლის და პასუხისმგებლობების განსაზღვრა
  • Agile პროექტების Scrum Framework-ის მიხედვით მართვა
  • პროექტის ყველა სასიცოცხლო ციკლის მნიშვნელობის განსაზღვრა
  • ორგანიზაციული სტრუქტურისა / კულტურის ერთმანეთისგან გამიჯვნა და მისი გავლენის ანალიზი პროექტის მენეჯმენტზე
  • იმ უნარების განვითარება, რომელიც გამოგადგება ახლანდელ ან მომავალ დამსაქმებელთან
ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს IT პროექტების მენეჯმენტი. არ აქვს მნიშვნელობა ახლა იწყებს/აპირებს IT ინდუსტრიაში შემოსვლას, თუ უკვე დასაქმებულია და სურს უფრო სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაიზიაროს ამ მიმართულებით.

კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.

პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.

სილაბუსი იხილეთ ლინკზე: https://bit.ly/3muPemo

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

განრიგი: ორშ-ოთხშ 20:00-22:30

კურსს გაუძღვებიან:

მარიამ ბაქრაძე

მარიამს IT სფეროში 6 წლიანი გამოცდილება აქვს, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა დროს იკავებდა Product Owner-ის, პროექტ მენეჯერის, პროგრამ და პორტფოლიო მენეჯერის პოზიციებს. პროექტის მართვის მიმართულებით მარიამი საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროფესიონალია (PMP). კარიერა თიბისი დაზღვევის დეველოპმენტ გუნდში დაიწყო. 2019 წლიდან მართავდა პროექტებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა Software & Database Development, მომხმარებელთა და IT ოპერატიციები, გეიმინგი, მარკეტინგი, ფინანსები. 2021 წლიდან კომპანია აჭარაბეთში ხელმძღვანელობს პორტფოლიოების მართვის მიმართულებას. ის ასევე ფლობს PMI ინსტიტუტის The Complete Agile Project Manager-ისა და Bizpro Project Management Consultancy-ის Advanced Project Management-ის საერთაშორისო სერტიფიკატებს.

მარიამ სალია

მარიამს IT ინდუსტრიაში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში იკავებდა ბიზნეს ანალიტიკოსის და პროექტ მენეჯერის პოზიციას საქართველოს წამყვან საფინანსო და FinTech კომპანიებში. მის პორტფელში ბევრი საინტერესო ტექნოლოგიური, ციფრული თუ ბიზნეს პროექტია. მარიამი 2020 წელს საქართველოს ბანკის გუნდს შეუერთდა და ამჟამად პროგრამ მენეჯმენტ მიმართულების Chapter Lead-ის როლს იკავებს.

დეტალები: IT Project Management

ხანგრძლივობა

7კვირა – 14შეხვერდა

ლოკაცია

დისტანციურად

დაწყების დრო

ოქტომბერი

სერტიფიკატი

გაიცემა

ლექტორი

მარიამ ბაქრაძე, მარიამ სალია

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “IT Project Management”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

No more offers for this product!

1,400.00

1
შედარება
პროვაიდერი
0 out of 5
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა