Online

Motion Design (Adobe After Effects CC)

650

0
შედარება
პროვაიდერი
ხანგრძლივობა 1 თვე - 10 შეხვედრა
ლექტორი მიხეილ მათიაშვილი, ნიკოლოზ ჯალაღონია
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო 04.04.2024

Motion დიზაინი (Adobe After Effects CC)-ის კურსის აღწერა

Motion Design-ის კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან Adobe After Effects-ს რისი დახმარებითაც შეძლებენ შექმნან 2D ანიმაციური ვიდეორგოლები.

სწავლის პროცესში გაეცნობით Adobe After Effects-ის პარამეტრებს, ანიმაციების პრინციპებს და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობით იმ ძირითად ელემენტებს, რაც საჭიროა გამართული ანიმაციის შესაქმენლად.

მოუშენ დიზაინის კურსში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა Adobe After Effects-ში ისწავლონ Motion Design-ის თანამედროვე ტენდეციები და პლატფორმები ინსპირაციის გასაღრმავებლად.

მოუშენ დიზაინის კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ
Adobe After Effects-ში შექმნან პროფესიონალური ვიდეო ანიმაციები, რაც დაეხმარება მათ დაიწყონ ფრილანსური კარიერა ან დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში თუ კომპანიებში Motion Designer-ის პოზიციაზე.

მიხეილ მათიაშვილი

3 წელია, მუშაობს მოუშენ დიზაინისა და ვიდეო ედითინგის მიმართულებით. ყოფილი მოუშენდიზაინერი სარეკლამო კომპანია ,,Matter” – ში.

შეუქმნია პროექტები ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის: თეგეტა მოტორსი, M2, M3, ბრიკორამა, ციტადელი, ადლი (სამშენებლო კომპანია ), თეთრი კვადრატი, კრედო, ბაზის ბანკი, ავერსი და სხვა.

2020 წლიდან მუშაობს სატელევიზიო სფეროში, როგორც ტელევიზიის მთავარი მოუშენდიზაინერი. 2020 წელს ტელევიზია ,,იმედში” გაიარა პროდიუსინგისა და მარკეტინგის კურსი.

ნიკოლოზ ჯალაღონია

2012 წლიდან მუშაობს, როგორც მოძრავ, ასევე სტატიკურ გამოსახულებაზე.

2014 წელს დაიწყო მუშაობა ვიდეო მონტაჟზე. 2016 წლიდან სრულად გადაერთო ვიდეო ეფექტების, ანიმაციისა და მოძრავი გრაფიკის მიმართულებით.

2019 წლიდან აქტიურად ასწავლის მოუშენ დიზაინს სხვადასხვა სასწავლო პლატფორმებში.

ამჟამად მუშაობს, ფრილანსერად და საკუთარ პროექტებზე ანიმაციის კუთხით.

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, 2015 წელს მონაწილეობას იღებდა დოკუმენტური ფილმების გადაღებაში. 2016 წელს იყო გადაღების რეჟისორი ჯგუფი – ,,სინათლის წელიწადისა“ და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტის.

ხანგრძლივობა: 1 თვე (12 ვორქშოფი)

დეტალები: Motion Design (Adobe After Effects CC)

ხანგრძლივობა

ლოკაცია

სერტიფიკატი

ლექტორი

,

დაწყების დრო

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “Motion Design (Adobe After Effects CC)”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Motion დიზაინი (After Effects CC)-ის სილაბუსი

Workshop 1 – შესავალი და პირველი შეხება Adobe After Effects-თან

  • პროგრამის ინტერფეისის გაცნობა
  • მიმდინარეობის განხილვა
  • ლეიერების ტიპების გაცნობა (Solid, Null, Shape, Adjustment)

Workshop 2 – ანიმაციის პარამეტრები

  • ანიმაციის ძირითადი პრინციპები
  • ქიფრეიმების ტიპები და სიჩქარის გრაფიკებთან მუშაობა
  • დამატებითი სკრიპტების გაცნობა და გამოყენება
  • ექსფრეშენების გაცნობა

Workshop 3 – ფაილების მომზადება ანიმაციისთვის

  • ილუსტრატორის და ფოტოშოპის ფაილების მომზადება ანიამციისთვის
  • ფაილების იმპორტი და ანიმაცია After Effects -ში
  • ანიმაციის შექმნა 0-დან

Workshop 4 – ტექსტის ანიმაცია

  • Bodymovin ფლაგინის გაცნობა
  • ტექსტის ანიმაციის სხვადასხვა ხერხის განხილვა
  • სასარგებლო სკრიპტების და ფლაგინების განცობა
  • პრაქტიკული სამუშაო.

Workshop 5 – ანიმაციის შექმნა

  • ანიმაციის შექმნა 0-დან
  • პრაქტიკული სამუშაო

Workshop 6 – პერსონაჟის რიგინგი

  • პერსონაჟის რიგინგი
  • პრაქტიკული სამუშაო

Workshop 7 – პერსონაჟის ანიმაცია

  • პერსონაჟის მარტივი ანიმაციის შექმნა
  • პრაქტიკული სამუშაო

Workshop 8 – 3D ტრეკინგი და VFX-ის საწყისები

  • 3D ტრეკინგის სხვადასხვა გზები
  • 3D ილუზიის შექმნა სხვადასხვა ობიექტებზე
  • მწვანე ფონთან მუშაობა
  • პრაქტიკული სამუშაო

Workshop 9 – ფინალური პროექტი

  • ანიმაციის შექმნა 0-დან
  • რენდერის სხვადასხვა გზების გაცნობა
  • რეფერენსების გაზიარება და სასარგებლო სკრიპტების / ფლაგინების გაცნობა
  • დავალების მიღება და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა

Workshop 10 – გამოცდა

  • ნამუშევრების წარდგენა
  • რჩევები
  • Behance-ზე და Dribbble-ზე ფინალური პროექტის გაზიარება
No more offers for this product!

650

0
შედარება
პროვაიდერი
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა