Node JS
₾700
კურსის განმავლობაში გაეცნობი Node.js-ის მუშაობის პრინციპს, მის საბაზისო და მნიშვნელოვან მოდულებს, რელაციურ და არარელაციურ ბაზებს. ასევე Rest Api-ს პრინციპებს და Express ფრეიმვორკს.
მიღებული ცოდნა შესაძლებლობას მოგცემს, რომ ააწყო Back-end აპლიკაცია და დამოუკიდებლად განაგრძო საკუთარი უნარების განვითარება ამ სფეროში. კურსის გასავლელად სავალდებულოა Javascript – ის საბაზისო ცოდნა.
კურსს გაუძღვება:
ნოდარ იმედაშვილი
Node JS დეველოპერი
,,ჩემი მიზანია, სტუდენტებს გავუზიარო თითოეული აღმოჩენილი დეტალი, რომელიც მათ დაეხმარებათ სხვადასხვა ტექნოლოგიების მარტივად ათვისებაში და საჭირო დისციპლინის განვითარებაში.“
ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მუშაობს ბავშვობიდან. თავდაპირველად შემოიფარგლებოდა აპარატურული, პროგრამული უზრუნველყოფით, ქსელების შეკეთება/ინსტალაციით, შემდეგ უკვე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი გახდა, საიდანაც დაიწყო მისი დეველოპმენტთან შეხება.
დაასრულა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
მისი კარიერული გამოცდილება იწყება Back-End ინჟინერის პოზიციაზე. Სხვადასხვა პროექტებზე მუშაობის და გამოცდილების დაგროვებასთან ერთად გახდა Full-Stack ინჟინერი.
ამჟამად მუშაობს კომპანია სითიქომში, Full-Stack Software Engineer-ის პოზიციაზე. მონაწილეობას იღებდა სითიქომის გადახდის აპარატის შექმნაში. შექმნილი აქვს NCDC (National Center for disease control and public health of georgia) სამენეჯმენტო აპლიკაცია, ვებ აპლიკაციები, სხვადასხვა ტიპის მიკროსერვისების და მოწყობილობებისთვის.
დეტალები: Node JS
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “Node JS” კომენტარის გაუქმება
Node JS-ის კურსის სილაბუსი
Workshop 1
- რა არის Node.js, როგორ მუშაობს
- Node.js ის უპირატესობები.
- ტრადიციული ვებ სერვერის მოდელი
- Node.js ის process მოდელი.
Workshop 2
- როგორ დავაინსტალიროთ და გავუშვათ Node.js ზე დაწერილი კოდი.
- REPL
- Node.js Console
Workshop 3
- ფუნქციები
- Buffer – ები
- მოდულები და მათი ტიპები
- Node.js ის Core მოდულები
- ლოკალური მოდულები
- მოდულების export/import
Workshop 4
- რა არის npm
- გლობალური პაკეტების მენეჯმენტი
- npm – პაკეტის შექმნა
- პაკეტის განახლება
Workshop 5
- ვებ სერვერის გაშვება
- http მოთხოვნების მიღება და დამუშავება
- REST
- Express framework introduction
Workshop 6
- ფაილების ატვირთვა დაბრუნება
- chunk ებთან და buffer ებთან მუშაობა
- ფაილების სინქრონული და ასინქრონული დამუშავება
Workshop 7
- Debugger ის გამოყენება.
- მუშაობა cookie-ბთან და სესიებთან
- SQL injection, XSS, Session Hijacking, Cookies
Workshop 8
- EventEmitter
- საკუთარი event ების შექმნა
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა MongoDB (Atlas) / Mongoose
Workshop 9
- Template Engine ების გამოყენება
- Jade
- Vash
Workshop 10
- NestJs ფრეიმვორის მიმოხილვა
- Postgres მონაცემთა ბაზასთან მუშაობა (TypeOrm)
Workshop 11
- Quizz აპლიკაციის შექმნა (NestJs / Postgres / Jade)
Workshop 12
- MVC არქიტექტურის მიმოხილვა
- მარტივი Ecommerce აპლიკაციის შექმნა (NestJs / Postgres / Jade).
მსგავსი კურსები
IT პროექტების მენეჯმენტი
მობილური პროგრამირება iOS
UX & UI დიზაინის კურსი
₾700
შეფასებები ჯერ არ არის.