ORACLE SQL – მონაცემთა ბაზების საწყისები
Oracle SQL – მონაცემთა ბაზების საწყისების კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ინფორმაციული მოდელი, Oracle მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების მუშაობისა და ფუნქციონირების პრინციპები, რათა მან შეძლოს
მონაცემთა ბაზის დაპროექტება, შექმნა და მონაცემთა დამუშავება. კურსის ფარგლებში მიღებული საბაზისო ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულს დაეხმარება Oracle მონაცემთა ბაზების მართვის სფეროში კარიერის დაგეგმვაში და ამ სფეროს სხვა კურსების მარტივად დაძლევაში.
რას ვისწავლი?
● ინფორმაციულ მოდელს, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების
პრინციპებს;
● მონაცემთა ბაზის ობიექტებს, ტიპებს;
● ბრძანებების ჯგუფებს, სინტაქსს, შეზღუდვებს, მათ დანიშნულებას;
● ბაზის პროექტირებას ლოგიკურ და ფიზიკურ დონეზე;
● მონაცემთა სტრუქტურის სწორად განსაზღვრას;
● მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამოღებას, ძებნას, დამუშავებას;
● არსებული მონაცემთა ბაზის სტრუქტურის წაკითხვას და შეფასებას.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
● სტუდენტს უნდა შეეძლოს კომპიუტერის გამოყენება საბაზისო დონეზე;
● უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან;
● ფლობდეს პერსონალურ კომპიუტერს ან ლეპტოპს;
● ჰქონდეს Google Account ;
● გაიაროს რეგისტრაცია https://www.oracle.com/ მისამართზე (უფასოა);
● იცოდეს ინგლისური ენის ცოდნა საშუალოდ (B1) დონეზე.
ვის შეუძლია კურსის გავლა?
● ნებისმიერს, ვისაც სურს შეიძინოს ცოდნა მონაცემთა ბაზების მიმართულებით
ლექტორის შესახებ;
● სოსო ბერიძეს აქვს მონაცემთა ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობისა და დეველოპმენტის (C, C++, Java, .NET) 20 წლიანი გამოცდილება;
● 2018-2022 წლებში დასაქმებული იყო ეროვნულ ბანკში, სადაც 2020-2022 წლებში იკავებდა აპლიკაციების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის პოზიციას IT დეპარტამენტში;
● 2018-2022 წლებში იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle) და PL/SQL მიმართულებით;
● 2020 წლიდან დღემდე არის ISSP ტრენინგ ცენტრის მოწვეული ლექტორი, მონაცემთა ბაზების საწყისების (Oracle, MS SQL), PL/SQL და T-SQL მიმართულებით;
● ამჟამად, სოსო იკავებს სისტემის ანალიტიკოსის პოზიციას TBC ბანკში;
● ის არის Oracle-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი – Oracle Database SQL Certified Associate.
პროვაიდერი : სმარტ აკადემია
განვადებით: თვეში 30 ლ-დან
დეტალები: ORACLE SQL – მონაცემთა ბაზების საწყისები
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ORACLE SQL – მონაცემთა ბაზების საწყისები” კომენტარის გაუქმება
https://smartacademy.ge/upload/trainings/Syllabus-TheBasicsofOracleDatabase-945076.pdf

₾1,090
მსგავსი კურსები

ვებ პროგრამირება PHP


UX & UI დიზაინის კურსი


თამაშების დეველოპმენტი Unity

₾1,090
შეფასებები ჯერ არ არის.