Offline

შესყიდვების მართვა

850

0
შედარება
ხანგრძლივობა 6 შეხვედრა
ლექტორი თამარ ახსიაშვილი
სერთიფიკატი ორენოვანი
დაწყების დრო 14.03.2024

შესყიდვები წარმოადგენენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს ნებისმიერ ბიზნესში. მომწოდებლების სწორი შერჩევა, ხარჯების გათვლა საუკეთესო მომწოდებლის და პროდუქტის შერჩევა ბევრი ბიზნესისთვის არის გადამწყვეტი.

 გთავაზობთ შესყიდვების პროგრამას რომელიც შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მსოფლიოსა და საქართველოში გამოცდილი მეთოდებით და ინსტრუმენტების გამოყენებით. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ როგორც საბაზისო ცოდნას შესყიდვების პროცესის შესახებ, ასევე დაეუფლებიან შესყიდვების ეფექტურად მართვას. ისინი განსაზღრავენ კომპანიის საჭიროებებს, ხარჯების კატეგორიზაციას, დაუფლებიან ბაზრის ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, შეიმუშავებენ საბაზრო რისკების მართვის მექანიზმებს და გაეცნობიან მომწოდებლის მოძიებისა და მოლაპარაკების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.  ასევე შეძლებენ გაეცნონ ხელოვური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს შესყიდვებში. 

კურსი განკუთვნილია:
-როგორც გამოცდილი, ასევე მინიმალური გამოცდილების მქონე შემსყიდველებისთვის
– კატეგორიების მენეჯერებისთვის
– შესყიდვების მენეჯერებისთვის და უფროსებისთვის

 ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:
– განსაზღვრონ კომპანიის საჭიროებები და სწორად ჩამოაყალიბონ შესყიდვის ობიექტის
სპეციფიკაცია;
– ბაზრის კვლევის ეფექტურად ჩატარებას საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებით;
– არსებული შესყიდვების პორტფელის გაანალიზებას, საჭიროებისას კატეგორიებად დაყოფას და შესყიდვის გეგმის შემუშავებას;
– შესყიდვასთან დაკავშირებული ფინანსური და ბაზრის რისკების განსაზღვრას, მათ კლასიფიკაციას და ალტერნატიული ვარიანტების შემშვებას;
– მომწოდებლების მოძიებას და შეფასებას;
– მომზადებას მოლაპარაკებებისთვის საჭირო, ინფორმაციის მოძიებას და მის გამოყენებას;
– მოლაპარაკებების წარმართვას კომპანიისთვის სასრგებლოდ
– მიღებული შემოთავაზებების და მომწოდებლების შეფასებას და საუკეთესოს შერჩევას

ლექტორი: თამარ ახსიაშვილი

შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 15+ წლიანი გამოცდილება, შესყიდვების ტრენერის 6+ წლიანი გამოცდილება. გამცდილება აქვს შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.

არის ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი. 

2021 წლის მაისში დააარსა კომპანია „მარტივი შესყიდვები“, რათა დაეხმაროს შემსყიდველებს საერთაშორისო ცოდნის მიღებაში და ხელი შეუწყოს შესყიდვების სფეროს განვითარებას.

დასაწყისი: 
14 სექტემბერი,  2023 წ.
(ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს)

დეტალები: შესყიდვების მართვა

ლექტორი

დაწყების დრო

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

ლოკაცია

შეფასებები

0.0 out of 5
0
0
0
0
0
შეფასების დაწერა

შეფასებები ჯერ არ არის.

შეაფასე პირველმა: “შესყიდვების მართვა”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შინაარსი
 შესყიდვების საფუძვლები და განმარტებები
 საჭიროებების განსაზღვრა
 სპეციფიკაციის გაწერა და საჭირო ინსტრუმენტების გამოყენება
 შესყიდვის სრული პროცესი და ხარჯების კატეგორიზაცია
 საერთო სტრატეგია და მისი მნიშვნელობა
 ბაზრის ანალიზი სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით (SWOT, PESTED, სხვა)
 რისკების ანალიზი
 სამუშაო ჯგუფის დაკავშირებული მხარეები და პასუხმგებლობები
 კატეგორიის განსაზღრა და მართვის ძირითადი ამოცანები
 სტრატეგიის განსაზღვრა
 მომწოდებლების მოძიება და შერჩევა

 მოლაპარაკებისთვის საჭირო ეტაპების განსაზღვრა
 შერჩევისთვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრა;
 არსებული მომწოდებლების მართვა, ანალიზი და შეფასება;
 უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა;
 შემოთავაზებების შედარება ("სქორინგ" სისტემით)
 მიწოდება და ინკოტერმების არსი

No more offers for this product!

850

0
შედარება
upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა