Product Owner – როლის კონცეფცია და ინსტრუმენტების სასწავლო კურსის მიზანია კურსდამთავრებულებს ესმოდეთ Scrum Framework და შეძლონ მისი გამოყენება ღირებული პროდუქტის შესაქმნელად. კურსის განმავლობაში ყურადღება გამახვილებული იქნება შემდეგ საკითხებზე: Scrum Framework, პროდუქტის ხედვა, პროდუქტის ბექლოგის მართვა, რელიზების მართვა, Stakeholder-ებთან კომუნიკაცია, პროცესის მართვისთვის საჭირო ინსტრუმენტები.
სასწავლო კურსის შედეგები
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ შემდეგი კონცეფციები და შეძლებენ მათ გამოყენებას:
განსხვავება პროექტების მართვის და ღირებულ პროდუქტზე ორიენტირებულ მიდგომებს შორის და ამ განსხვავების გათვალისწინებით, შესაბამისი მიდგომის გამოყენების გადაწყვეტილების მიღება;
Scrum ინსტრუმენტები და ტექნიკები: არტეფაქტები, ვალდებულება, პროდუქტის მიზანი, ცნება – „მზადაა“, ჩაბარების კრიტერიუმები;
User Stories, User Story Mapping, წარმადობა – Velocity, პროდუქტის ბექლოგის მართვა, რელიზების გეგმა, შეფასების ტექნიკები;
PO როლი, წარმატების მეტრიკები და მნიშვნელოვანი უნარები.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
სასურველია ინგლისურის იმ დონეზე ცოდნა, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
ლექტორის შესახებ
თათია ჟღენტი არის Product Owner Deutsche Bank-ში;
2023 წლამდე იყო საქართვლოს ბანკის Product Owner;
არის PSPO I და PSPO II სერტიფიკატის მფლობელი;
აქვს Scrum Framework მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება, ხოლო ციფრული პროდუქტების/პროექტების მართვის მიმართულებით 8 წლიანი გამოცდილება;
Mannheim Business School & ESSEC უნივერსიტეტების Dual EMBA მფლობელი;
University of Texas at Austin სერტიფიკატი – Certified Program in Software Engineering.
დეტალები: Product Owner – კონცეფცია და ინსტრუმენტები
შეფასებები ჯერ არ არის.