Sense of Illustration

დიზაინის სფეროში ნიჭი და კრეატიული უნარები დღეს საკმარისი აღარ არის ფრილანს კარიერის დასაწყებად ან/და განსავითარებლად. რეალურად დაბრკოლებები მაშინ იწყება, როცა თითქოს ყველა საჭირო ტექნიკური უნარი გაქვს, მაგრამ არ იცი, როგორ შეადგინო ბიუჯეტი და თაიმლაინი, ააწყო პორტფოლიო, გქონდეს ინდივიდუალური ნიშა და რაც მთავარია, შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის სწორად პოზიციონირება. კონკურენცია ძალიან მაღალია, დამოუკიდებლად მუშაობა კი კიდევ უფრო რთული. ამ პირობებში საკმაოდ ბუნდოვანია ილუსტრატორის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციაც. Sense of (Freelance) Illustration-ის ქრეშ-კურსიც სწორედ ამ გამოწვევების დაძლევისთვის საჭირო გზამკვლევია, რომელიც წლების განმავლობაში მიღებულ ანანოს პირად გამოცდილებას ეფუძნება.
კურსის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან ილუსტრაციის შექმნის სრულ ციკლს – ინსპირაციის პოვნის, ბრიფის ანალიზის, სკეჩების დახატვისა და დახვეწის ჩათვლით. რაც მთავარია, შეეძლებათ ბრიფზე დაყრდნობით იმუშაონ პროექტზე/სავარჯიშოებზე, რომლის პრაქტიკაში დანერგვაც დაეხმარებათ გადალახონ ცარიელი ფურცლის შიში.
კურსს ფრილანს ილუსტრატორი, ანანო მიმინოშვილი გაუძღვება. მისი პორტფოლიო 200-მდე ფრილანს პროექტს და ისეთ კლიენტებს მოიცავს, როგორებიც არიან: The New York Times, Chanel, BAFTA, FILA, Adobe, Meta, Airbnb, The Washington Post, The New Yorker, The Hollywood Reporter და მრავალი სხვა.
შეხვედრებს უმასპინძლებს სასტუმრო Stamba.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
- პორტფოლიოს შეკვრა;
- სოციალური პროფილების მოწესრიგება;
- შესაბამისი თულების გამოყენება ახალი კლიენტების მოსაზიდად;
- სამუშაო პროცესის დახვეწა;
- პროექტის მოცულობის შეფასება დროისა და ბიუჯეტის განსასაზღვრად;
- კლიენტთან ეფექტური მოლაპარაკება (ბიუჯეტი, ლიცენზირება);
- ბრიფის დამუშავება და ფიდბექის ანალიზი;
- როგორც საკუთარი ასევე კლიენტების პროექტების დაგეგმვა და შესრულება;
- შენი არსებული ნამუშევრების დახვეწა;
ვისთვის არის კურსი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს მინიმალური გამოცდილება დიზაინის ან/და ილუსტრაციის მიმართულებით და სურს ახალი ტექნიკების აღმოჩენა, უნარების განვითარება, ინდუსტრიაზე და Freelancing-ზე მეტი ინფორმაციის მიღება. ასევე მათთვის, ვისაც სჭირდება გამბედაობის მოკრება ახალი ნაბიჯის გადასადგმელად ამ სფეროში.
კურსს გაუძღვება
ანანო მიმინოშვილი
კურსი მოიცავს
კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას და ილუსტრაციის შექმნის სრულ ციკლს ბრიფზე დაყრდნობით.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტს ექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
დეტალები: Sense of Illustration
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “Sense of Illustration” კომენტარის გაუქმება
-
დღე 1: გონების გახსნა
წარმოსახვის განვითარება | ინსპირაცია | სფეროს მიმოხილვა
- 14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია
- 16:00-17:00 Networking / Coffee Break
- 17:00-19:00 Workshop
-
დღე 2: იდეების გენერირება
ბრიფის ამოხსნა | ჩანახატი | კომპოზიცია | შინაარსი
- 14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია
- 16:00-17:00 Networking / Coffee Break
- 17:00-19:00 Workshop
-
დღე 3: ილუსტრირება
ილუსტრაციის ტექნიკურად გამართვა | ესთეტიკა | ხარისხი
- 14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია
- 16:00-17:00 Networking / Coffee Break
- 17:00-19:00 Workshop
-
დღე 4: საკუთარი თავის პოზიციონირება
პლატფორმები | კლიენტებთან ურთიერთობა | ბიუჯეტის განსაზღვრა | ილუსტრაციის ლიცენზია
- 14:00-16:00 ინტერაქციული ლექცია
- 16:00-17:00 Networking / Coffee Break
- 17:00-19:00 Workshop

₾1,500
მსგავსი კურსები

ცხოვრების დიზაინი


მართვის თანამედროვე მეთოდები 4.0

₾1,500
შეფასებები ჯერ არ არის.