Strategic Communication

კურსის აღწერა
ჩვენ გვწამს, რომ ლიდერებმა უნდა იცოდნენ მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა ასპექტი, ამიტომ 6 თვიანი ინტენსიური პროგრამის შედეგად, ჩვენ ვეცნობით აუცილებელ ინსტრუმენტებს, რომელიც საჭიროა სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის.
ინდუსტრიის მიუხედავად, ნებისმიერი ბრენდისთვის ღირებულებების ჩამოყალიბებას, მომხარებლის ლოიალურობის მოპოვებასა და ბიზნესის გაზრდას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენი ხედვა ამ კურსთან მიმართებაში შემდეგია – ღრმად ჩავწვდეთ მარკეტინგული სტრატეგიის ინოვაციებს და გადავცეთ დამსწრე პროფესიონალებს მიზნის მისაღწევად აუცილებელი ინსტრუმენტები.
სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა მოიცავს 8 მოდულს:
- შესავალი მარკეტინგში
- პროდუქტის ინოვაცია
- სტრატეგიული კომუნიკაცია
- Data & Insights
- ბრენდ მენეჯმენტი
- დიჯითალი
- ივენთები
- გადაწყვეტილების მიღება
გადაწყვეტილების მიღება– სტრატეგიული კომუნიკაციის დამატებითი მოდულია, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ქართული კომპანიების ლიდერები და არამარტო, გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ. შეხვედრების დროს სტუდენტებს საშუალება აქვთ მოწვეულ სპიკერებს დაუსვან კითხვები მათი პროფესიული ცხოვრების შესახებ.
ასევე განსხვავებული გამოცდილების მქონე სამი უცხოელი სპიკერი ატარებს პროგრამაში ჩაშენებულ ლექციებს – Jennifer Wong, Peter Hamilton და Siby Thomas.
კურის გავლის შემდეგ შეგეძლება
- პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის და პოზიციონირების განსაზღვრა
- პროდუქტის ინოვაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები
- მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და ინსაიტების გენერირება
- სტრატეგიული ბრენდის პლატფორმის შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტები
- დეპარტამენტის სტრუქტურის შედგენა
- სარეკლამო სააგენტოებთან ეფექტური კომუნიკაცია
- საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა
- ბიუჯეტის ეფექტურად განაწილება
- digital-first strategy-ს შექმნა
- ციფრულ არხებში ბრენდის გაშლა
- ედვერთაიზინგი
- კონტენტის გენერირება და კალენდრის შედგენა
- ივენთების დაგეგმა და აღსრულება
ვისთვის არის კურსი
ჩვენი მიზანია შევქმნათ „უნივერსალური მარკეტერი“, თუმცა პროგრამა მხოლოდ მარკეტერებისთვის არ არის. კურსი ღირებულია დამფუძნებლებისთვის, საშუალო და უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის.
კურსი მოიცავს
კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო ქეისები, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
განრიგი: კვირაში 3/4 ჯერ
კურსს გაუძღვებიან:
უჩა ურუშაძე
ნათია სვანიძე
ლადო მალაზონია
გიორგი მირზიკაშვილი
ირინა ეგაძე
ჯენიფერ ვონგი
სიბი ტომასი
პიტერ ჰემილტონი
გაგა დარსალია
დეტალები: Strategic Communication
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “Strategic Communication” კომენტარის გაუქმება
-
1. ნათია სვანიძე: შესავალი მარკეტინგში
5 ლექცია: პირველი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ ყველასთვის საერთო საფუძვლის შესაქმნელად. ეს საგანი მიმართულია იმისკენ, რომ გავიხენოთ და გადავიაზროთ მარკეტინგის ის ბაზა, რომელიც დამსწრე სტუდენტებს უკვე ექნებათ.
-
2. ლადო მალაზონია: Data & Insight
10 ლექცია: სამიზნე აუდიტორიის კარგად ცოდნა – გასაღებია იყო მათთვის ყოველთვის აქტუალური. საგანი მოიცავს მომხმარებლის ფსიქოლოგიის სიღრმისეულად შეცნობას და კვლევების სწორად აგებას და შედეგების სწორად გაანალიზების შესწავლას
-
3. გიორგი მირზიკაშვილი: პროდუქტის ინოვაცია
6 ლექცია: საგნის მისიაა ქეის სთადის საფუძველზე ღრმად შევისწავლოთ პროდუქტის საციცოხლო ციკლის განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში მისი განახლება და სწორი პოზიციონირების როლი კომუნიკაციაში
-
4. სულხან ლაცაბიძე: ბრენდ მენეჯმენტი
10 ლექცია: ლოკალური და უცხოური ბრენდბის მენეჯმენტი სტრუქტურით განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს უამრავი ასპექტი, რომელიც აუცილებელია აიხსნას და იქნას გაგებული. იმ ინსტრუმენტების დაუფლება, რომელიც დაგვეხმარება ბაზარზე დიფერენციაცია, დივერსიფიკაცია და კომუნიკაცია მოვახდინოთ – შესაძლებელი იქნება ამ საგნის განმავლობაში
-
5. უჩა ურუშაძე: სტრატეგიული კომუნიკაცია
12 ლექცია: ბრენდის არსის, დაპირების, მიზეზის, თუ რატომ არის ეს დაპირება შესრულებადი და მომხმარებლის ინსაითის ცოდნა – არის ერთადერთი გზა მომხმარებლამდე მიიტანო ბრენდის ღირებულებები. ეს კურსი დაფუძნებულია ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმის შედგენის უნიკალურ მეთოდზე, რომელიც დაგვეხმარება დავუახლოვდეთ სამიზნე აუდიტორიას
-
6. გაგა დარსალია: დიჯითალი
12 ლექცია: დღესდღეობით, ინტერნეტის ერაში, შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი ან სერვისი მთელს მსოფლიოში. ამისთვის, ისეთი ინსტრუმენტების სიღრმისეული ცოდნა, როგორიცაა facebook pixel და google tag აუცილებელია! საგანი ორიენტირებულია დიჯითალ არხებში სასურველი შედეგის მიღებაზე და მონაცემთა ანალიზზე, ისევე როგორც თქვენი ციფრული კომუნიკაციის ROI-ზე (ინვესტიციის ამონაგებზე)
-
7. ირინა ეგაძე: ივენთები
6 ლექცია: რიგითი იდეიდან ღონისძიების დასრულებამდე უამრავი მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი. ეს საგანი მოიცავს ღონისძიების მენეჯმენტის სიღრმისეული ცოდნის გაზიარებას და იმ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შესწავლას, რომელიც დაგვეხმარება სპონსორებისა და სწორი ადამიანების მოძიებაში, გამართულ მესიჯებს მიიტანს მომხმარებლამდე და ღონისძიებას ღირებულად აქცევს
-
მოწვეული სპიკერი: ჯენიფერ ვონგი
სალაპარაკო თემა: ერთი ბრენდის ორივე – B2B და B2C ბაზარზე კომუნიკაცია
-
მოწვეული სპიკერი: სიბი ტომასი
სალაპარაკო თემა: როგორ მოარგო შეთავაზებები კონკრეტულ პარტნიორებს და სპონსორებს, რომ მათ დაინტერესება გაიზარდოს. ასევე ის შეეხება ღონისძიების შემდგომ ROI ანალიზს.
-
მოწვეული სპიკერები: პიტერ ჰემილტონი
სალაპარაკო თემა: სტარტაპის განვითარება, საკუთარი კაპიტალის დაგროვება და პარტნიორული მარკეტინგი

₾7,080
მსგავსი კურსები

ემოციური ინტელექტი


ტრენერთა ტრენინგი


სურსათის უვნებლობა და HACCP რესტორნებისთვის

₾7,080
შეფასებები ჯერ არ არის.