WordPress & E-commerce Development
₾650
E-commerce დეველოპმენტის კურსის აღწერა
E-commerce დეველოპმენტის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს საკუთარი ძალებით შექმნას კომერციული ვებსაიტი. ეს შეიძლება იყოს, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს საკუთარი კომპანიის, თუ ბიზნეს იდეისათვის ააწყოს სხვადსხვა ტიპის ონლაინ მაღაზია, გამართოს საკუთარი ციფრული საკომუნიკაციო არხი, განივითაროს ვებ დიზაინის აწყობის უნარები და ა.შ
კურსი შესაძლებლობას მოგცემთ დეტალურად გაეცნოთ თუ როგორ მუშობს E-commerce სისტემა, ასევე მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება გაყიდვების ოპტიმიზაციისა და ონლაინ ბიზნესის გაზრდაში.
E-commerce დეველოპმენტის კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
- ინტერნეტის და ელექტრონული კომერციის ფუნქციონირების პრინციპები;
- დასახული მიზნებისთვის სწორი გადაწყვეტის პოვნა, სწორად შერჩევა, კითხვების ჩამოყალიბება სასურველი პასუხების საპოვნელად;
- WordPress-ის ძრავთან მუშაობა, SQL მონაცემთა ბაზის შექმნა, ინსტალაცია, ოპტიმიზაცია, დებაგინგი. Cpanel-ზე ნავიგაცია და ძირითადი მახასიათებლების ცოდნა;
- WordPress თემების და ფლაგინების ინსტალაცია, მოდიფიკაცია და ცვლილებების შეტანა, საკუთარი დიზაინის შექმნა;
- Woocommerce-ის ბაზაზე საკუთარი კომერციული ვებსაიტის შექმნა და მართვა;
- ონლაინ მაღაზიის კომპლექსური კატალოგის შექმნა და მართვა
- პროდუქციის ფილტრების შექმნა
- ონლაინ მაღაზიის გაყიდვების ოპტიმიზაცია
- მრავალენოვანი ვებსაიტის შექმნა
- საბაზისო HTML5/CSS3/JS;
- ვებსაიტის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;
- ვებსაიტის სისწრაფის გაუმჯობესების მეთოდები
- მარკეტინგის და რეკლამირების ძირითადი პრინციპები.
- ვებსაიტის Facebook shop-თან და სხვა ონლაინ კატალოგებთან ინტეგრაცია
- ვებსაიტის SEO ოპტიმიზაციის პრინციპები
- სხვადასხვა ანალიტიკური პლატფორმების ინტეგრაცია.
E-commerce დეველოპმენტის კურსის მენტორი
ირაკლი ხიზანიშვილი
ვებ დეველოპერი
“ჩემი მიზანია, ადამიანებს გავუფართოო გზა თავიანთი მიზნებისკენ.“
ვებ დეველოპმენტის მიმართ ინტერესი დაახლოებით 4 წლის წინ გაუჩნდა. თავიდან დაიწყო საკუთარი პროექტების შექმნა, შემდეგ კი ფრილანსერი გახდა.
დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის განხრით. მაგისტრატურა გაიარა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, იმავე მიმართულებით.
2018 წლიდან აქტიურად ჩაერთო სფეროში, როგორც ვებ დეველოპერი და ციფრული მარკეტერი. ვებ დეველოპმენტის პარალელურად მუშაობს ციფრული მარკეტინგის სერვისების მიმართულებით (SEO, SEM, FB Ads, Branding)
მისი ტექნიკური ცოდნა მოიცავს: HTML/CSS/JS, PHP, MySQL. ვებ-ძრავები – WordPress, Shopify, Wix.
ამჟამად მუშაობს კრეატიულ სააგენტო Redberry-ში, WordPress Team Lead-ის პოზიციაზე.
უმუშავია ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის: Bcuadvantage.co.uk, Phoenixmodern.org, Rogantini.ge, Globalgis.lk.
რატი თაბაგარი
2015 წლიდან არის ვებ დეველოპმენტის სფეროში. ამჟამად მუშაობს, Allbest.Ge (CEO), Prowebexperts (WordPress Development), Freelance პროექტები.
ასევე, არის კომპანია შპს ოლბესთის (www.allbest.ge) დირექტორი და
დამფუძნებელი.
უმუშავია უამრავ ქართულ და უცხოურ კომპანიასთან, შემდეგ პროექტებზე: allbest.ge, multimart.ge, kreston.ge, innotech.ge, cleargloves.com, kanti.edu.ge, sightgeorgia.ge, gvino.me და სხვა.
დეტალები: WordPress & E-commerce Development
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “WordPress & E-commerce Development” კომენტარის გაუქმება
Workshop 1 – ინტერნეტის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და e-commerce მიმოხილვა
- რა არის ელექტრონული კომერცია და მისი მნიშვნელობა
- E-commerce ბიზნეს მოდელები
- E-commerce დეველოპმენტის პლატფორმები
- ვებდიზაინის ძირითადი ელემენტები
- როგორ ვიწყებთ საიტზე მუშაობას (პროცესები)
- რა არის დომენი და ჰოსტინგი
- სამართავი პანელი Cpanel-ის მიმოხილვა
- ძრავის კომპონენტები ონლაინ მაღაზიისათვის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები;
- WordPress-ის ინსტალაცია
Workshop 2 – WordPress მიმოხილვა
- განსხვავება გვერდებსა და პოსტებს შორის;
- მართვის პანელის ძირითადი აღწერილობა;
- პოსტის შექმნა/ კატეგორიის მნიშვნელობა, შექმნა, მეტა ინფორმაცია, ქივორდები და თეგები/ გვერდის შექმნა / ქვეგვერდის შექმნა/ კატეგორიის მიბმა გვერდებზე და პოსტებზე;
- ფოტოების დამატება, სურათების ოპტიმიზაცია, მოჭრა, სქეილი, ვებისთვის ოპტიმიზება;
- მენიუს ტიპები და მისი ადგილმდებარეობა ვორდპრესში;
WordPress ფაილური სტრუქტურა; - ინფორმაციის სტრუქტურირება ვებგვერდზე;
დავალება: ვებ-გვერდის სტრუქტურის შემუშავება.
Workshop 3 – თემა/დიზაინი
- რა არის თემა;
- დიზაინების მიმოხილვა;
- მოძიება/შერჩევა/დამატება (უფასო და ფასიანი თემები);
დავალება: დიზაინის არჩევა, მისი ინსტალაცია და Data Import
Workshop 4 – ფლაგინი
- რა არის ფლაგინი;
- მოძიება/შერჩევა/დამატება (უფასო და ფასიანი ფლაგინები);
- აუცილებელი ფლაგინები რომლებიც გაგიადვილებთ მრავალფეროვანი ვებ გვერდის შექმნას;
- Slider Revolution და მსგავსი ფლაგინები;
- Wpbakery და Elementor მიმოხილვა
- Maintenance Mode;
- საკონტაქტო ფორმები;
დავალება: მთავარი გვერდის შექმნა Slider revolution, elementor/Wpbakery და საკონტაქტო ფორმის გამოყენებით
Workshop 5 – Woocommerce მიმოხილვა
- კომერციული ფლაგინების მიმოხილვა;
- WooCommerce დაყენება;
- WooCommerce Wizard;
- WooCommerce ძირითადი პარამეტრების გამართვა;
- E-commerce გვერდების დამატება (shop, cart, checkout etc.)
- პროდუქტების შექმნა, რედაქტირება, წაშლა;
- ცვლადი პროდუქტები;
- შეკვეთების მართვა;
დავალება: ონლაინ მაღაზიის გვერდების, კატალოგის შექმნა და პროდუქტებით შევსება.
Workshop 6 – WooCommerce დეტალურად
- ზონების მართვა;
- მიწოდების სერვისების ინტეგრირება;
- გადახდის სისტემების მიმოხილვა;
- გადახდების ინტეგრირება;
- სასურველი სისტემის არჩევა;
- მაღაზიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;.
დავალება: ონლაინ მაღაზიისთვის ზონების და მიწოდების სერვისების ჩამოყალიბება. მაღაზიისთვის გადახდის სისტემის ინტეგრირება და გატესტვა.
Workshop 7 – პროდუქციის გვერდები, მომხმარებლის პანელი და ენის დამატება
- პროდუქციის საერთო გვერდის სტრუქტურული ცვლილებები;
- პროდუქციის ფილტრების დამატება/ცვლილება;
- პროდუქტის შიდა გვერდზე ცვლილებების განხორციელება;
- მომხმარებლის პანელის ფუნქციონალი და ელემენტები;
- საიტზე დამატებითი ენის დამატება.
დავალება: პროდუქციის საერთო გვერდზე 4 ტიპის ფილტრის დაყენება, 1 ენის დამატება საიტზე.
Workshop 8 – ვებსაიტის გაყიდვებზე ოპტიმიზაცია
- მომხმარებლების ლიდების მოპოვების მეთდები
- Popup გამართვა
- Slide-in ბანერების გამართვა
- ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა
- პროდუქტის ნაკრებები
- Upsells/Crossells გამართვა
- სხვადასხვა ტიპის შეთავაზებების და ფასდაკლებების ლოგიკების აწყობა
დავალება: სასურველი (მინიმუმ 3) გაყიდვებზე ოპტიმიზაციის მეთოდის გამოყენება და გამართვა საიტზე.
Workshop 9 – საკუთარი დიზაინის მორგება Woocommerce-ზე
- HTML და CSS ძირითადი ტერმინები და მიმოხილვა;
- რისგან შედგება ვებგვერდი (Header, Body, Footer/Sidebar);
- CSS სელექტორების თვისებები და მათი მნიშვნელობის განხილვა;
- ტიპოგრაფიასთან მუშაობა, ვებფონტები;
- CSS media rules – პლანშეტური და მობილური ვერსია;
- ვერსიების მართვა;
პრაქტიკული სამუშაო: Custom დიზაინის მორგება cart და checkout გვერდებზე
Workshop 10 – სისწრაფე და უსაფრთხოება
- ვებსაიტის სისწრაფის ოპტიმიზაციის მეთოდები: ქეშირება, მინიფიკაცია,
- საიტის უსაფრთხოების ფლაგინების გამართვა და მონიტორინგი;
- WordPress მართვისას შესაძლო ხარვეზების გამოსწორება.
დავალება: გამართეთ საიტის უსაფრთხოება და სისწრაფე. ჩატვირთვის დრო მაქსიმუმ 3 წამამდე ჩამოიყვანეთ.
Workshop 11 – E-commerce და მარკეტინგი
- SEO-ს გამართვა;
- ვებგვერდის Google Analytics-თან და facebook pixel-თან მიერთება;
- Facebook shop-ის გამართვა;
- შექმნილი მასალის სოციალური ქსელებში გაზიარების საშუალებები;
- კომენტარების მართვა.
საფინალო დავალება: SEO ფლაგინის კონფიგურაცია, Google ინტეგრაცია, Facebook ინტეგრაცია
Workshop 12 – ვებ-გვერდის ტესტირება
- განვლილი ყველა პროცესის მოკლე მიმოხილვა
- ვებ-გვერდის სრული ტესტირება
საფინალო დავალება: წარადგინეთ საკუთარი E-commerce ვებსაიტი
₾650
მსგავსი კურსები
IT პროექტების მენეჯმენტი
პროგრამირება Python
Oracle Development (SQL + PL/SQL)
UI/UX დიზაინი
₾650
შეფასებები ჯერ არ არის.