აფვეის, როგორც თვითგანვითარების სივრცეს, დასახული იდეის, დაეხმაროს ადამიანს აღმოაჩინოს მისი ძირითადი უნარები, დაისახოს მიზნები, იპოვნოს თვითგანვითარების საშუალებები და აიმაღლოს მოტივაცია, საზაფხულოდ შენთვის ერთი მთავარი სათქმელი და მისია აქვს – არ გადადო, ის რისი გაკეთებაც ახლავე შეგიძლია.
აფვეიზე წამყვანი სკოლების, 300-მდე კურსის პოვნაა შესაძლებელი. მომხმარებლებს სასურველი კურსების პოვნა , ერთმანეთთან შედარება და შეძენა ერთ პლატფორმაზე, მარტივად შეუძლიათ.
ერთის მხრივ, თვითგანვითარების მსურველთათვის ძიების პროცესის გამარტივება და
მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციის გაერთიანება, პარტნიორი სკოლებისთვის კი დამატებითი, საპრომოციო სივრცის მიწოდება, აფვეის უნიკალურ, ორივე მხარისთვის, სანდო და საიმედო პლატფორმად აქცევს. საიმისოდ, რომ აფვეი კიდევ უფრო მძლავრი მაკავშირებელი იყოს, მომხმარებელსა და კურსის მიმწოდებელს შორის, გუნდი, უწყვეტი განვითარების რეჟიმში მუშაობს.
კამპანიის ფარგლებში “არ გადადო”, ეტაპობრივად ჩვენი პარტნიორი სკოლების შესახებაც მოგითხრობთ.
ნინო ეფხოშვილი, წარმატების სკოლის დამფუძნებელი
აფვეისთან შექმნის დღიდან ვმეგობრობთ, იმიტომ რომ ჩვენ მსგავსი ღირებულებები გვაქვს. ეს არის მუდმივი თვითგანვითარება, რასაც თავისუფლება მოაქვს. ,,წარმატების სკოლისთვის”, აფვეი სანდო პარტნიორი და მეგობარია, რომელიც გვეხმარება კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი ჩვენი პროგრამები.
განათლება არის საფუძველი ნებისმიერი ინდივიდის თუ საზოგადოების განვითარების. დღეს განათლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან სამყარო იცვლება სწრაფი ტემპით და ჩვენც გვიწევს მუდმივად ვიყოთ განვითარების რეჟიმში, გავიღრმაოთ ცოდნა, არა მარტო ერთი მიმართულებით, არამედ მრავალმხრივ. გავხდეთ საინტერესო, მიმზიდველი და საჭირო გლობალური ბაზრისთვის. განათლება აღარ არის ჩარჩოებში, ახლა მისი მასშტაბი გაცილებით დიდია და ,,აფვეი” იძლევა იმის საშუალებას, რომ ფეხი ავუწყოთ სამყაროში მიმდინარე პროცესებს.
“წარმატების სკოლის” მისია ადამიანების ცნობიერების დონის ამაღლებაა. რაც, საბოლოოდ, მათ ყოფიერებაში აისახება. გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს წარმატებული, ბედნიერი, მდიდარი და ჯანმრთელი. ჩვენ ვქმნით პროგრამებს პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. დღესდღეობით 10 000-ზე მეტ ადამიანს აქვს გავლილი ჩვენი კურსები და ჩვენ ვამაყობთ მათი ცხოვრების ტრანსფორმაციით და შედეგებით.
Წარმატების სკოლა კამპანიას “არ გადადო” უერთდება და მომხმარებლებს, 10 დღის განმავლობაში კურსებზე 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.