​​აღმოაჩინე 2023 წლის შენი რეზოლუცია

ახალი წლის პირველი დღეები – ეს ის პერიოდია, როდესაც განვლილი წლის ყველა გეგმა შესრულებულია, არაერთი წერტილი დავსვით, რაღაცნაირად დავიცალეთ კიდეც და დროა განახლებული ენერგიით შემდეგი გეგმები თუ მიზნები დავისახოთ.

ბევრისთვის ეს ახალი წლის რეზოლუციაა. ზოგისთვის კი, უბრალოდ მოტივაცია ან სურვილი. შეგვიძლია ამ ყველაფერს წლის ყველაზე იმედიან პერიოდში საკუთარი თავის მიმართ გაცემული გულწრფელი დაპირებაც დავარქვათ, რომლის ასრულებასაც ნელ-ნელა, მთელი წლის განმავლობაში შევეცდებით.

ასეთი დაპირება ბევრნაირი შეიძლება იყოს: ვივარჯიშოთ იმისთვის, რომ უკეთ ვიგრძნოთ თავი და არა იმიტომ, რომ გავხდეთ; დღეში ერთ ადამიანს მაინც ვუთხრათ კომპლიმენტი; კვირაში 1 ღამე გავთიშოთ ტელეფონი – ასეთი მარტივი და კონკრეტული ნაბიჯებით წინ – უფრო მასშტაბური მისიებისკენ.  

თუმცა, რამდენად დიდი გეგმაც არ უნდა დავისახოთ, არსებობს ერთი რეზოლუცია, რომელიც ყოველ წელს უცვლელია იმიტომ, რომ ნებისმიერ გარემოში გვეხმარება ვიყოთ უკეთესი თანამშრომელი, მეგობარი, მშობელი, ან უბრალოდ – ადამიანი. ეს რეზოლუცია თვითგანვითარებაა.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ შენ, რას საქმიანობ, ან რა მიზნები გამოძრავებს ცხოვრებაში. ყოველ დღე გაქვს ახალი შანსი და შესაძლებლობა, რომ განვითარდე და შეიცვალო – გახდე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.“ –  ზუსტად არავინ იცის ვინ და როდის თქვა ეს სიტყვები, თუმცა ადამიანების მოტივაციის ასამაღლებლად შექმნილი ვებ-გვერდები მათ ხან მაჰათმა განდის, ხანაც მადონას და ზოგადად ბევრ სხვადასხვა წარმატებულ ადამიანს მიაწერენ. გამორიცხული არც ერთი ავტორი არაა, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სფეროში თვითგანვითარება ყველა ადამიანისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

 რა არის თვითგანვითარება? მარტივად: წინგადადგმული ნაბიჯი უკეთესი „მე“-სკენ. უფრო ვრცლად კი, მუდმივი პროცესი, რომლის განმავლობაშიც, საკუთარ შესაძლებლობებს განვსაზღვრავთ, ახალ მიზნებს ვისახავთ და პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას ვცდილობთ. სწორედ ამიტომ, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, ადამიანის უმაღლეს პასუხისმგებლობებს შორის ერთ-ერთია.

 21-ე საუკუნის აჩქარებულ ტემპში, თითქმის ვერაფერს ვასწრებთ და ხშირად არც საკუთარ თავთან დარჩენის დრო გვრჩება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე ეს გიჟური ტემპი დავაპაუზოთ. დიდი სურათი, ამ სურათში კი საკუთარი თავი დავინახოთ.  

მაშინ, როდესაც ახალმა რეალობამ სულ უფრო მეტად გააქრო საზღვარი სახლსა და სამუშაო გარემოს შორის, და თანაც არაფორმალური განათლების ძალიან ბევრი

შესაძლებლობა გააჩინა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა დავფიქრდეთ – რა გვაინტერესებს, რისი კეთება გვესიამოვნება?

 არ არსებობს სფერო, პროფესია ან თუნდაც თემა, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად ავითვისეთ ან ზედმიწევნით კარგად ვიცით. მრავალწლიან გამოცდილებას გამდიდრება და ხშირად შეცვლაც კი სჭირდება, ადრე ნასწავლს კი – განახლება.

 ჩვენი მომდევნო მიზანი სულაც არაა აუცილებელი, რომ ცხოვრების ან კარიერის რადიკალურ ცვლილებას ემსახურებოდეს. ეს შეიძლება იყოს თუნდაც 1 ახალი უნარის შეძენა, ან ახალი ინტერესის აღმოჩენა.

 სანამ სრულიად ახალ გამოცდილებას შევეჭიდებით, ან არსებულ ცოდნას გავიღრმავებთ, გადავხედოთ – 2023 წელს რომელი მიმართულებებით გვირჩევს საერთაშორისო ბაზარი განვითარებას იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ ან უბრალოდ იმისთვის, რომ ახალი ინტერესები დავიკმაყოფილოთ. 

 პროგრამირება

ალბათ 90-იანი წლებში დაბადებული ან კიდევ უფროსი ადამიანებისგან არაერთხელ გაგიგიათ სინანულით ნათქვამი ფრაზა – „ნეტავ, ჩემ დროსაც ყოფილიყო პროგრამირება.“ არადა, იყო – უბრალოდ, განვითარების ბევრად დაბალ საფეხურზე და თან, არასოდესაა გვიანი ახალი პროფესიის ასათვისებლად. დღეს პროგრამირება  უკვე არა მომავლის, არამედ აწმყოს ყველაზე მოთხოვნადი სფეროა, რომელში მოხვედრაც სკოლის ასაკიდანვეა შესაძლებელი. 

ტექნოლოგიური მიღწევები ცვლიან ჩვენს ყოველდღიურობას – როგორ ვსწავლობთ, ვერთობით, ვუკვეთავთ საკვებს, ვმგზავრობთ. სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიები თავისი შინაარსით ტექნოლოგიურები ხდებიან. შესაბამისად, ბაზარზე იზრდება მოთხოვნა კომპიუტერული უზრუნველყოფის ინჟინრებსა და მასთან დაკავშირებულ პროფესიონალებზე. 

მონაცემთა ანალიტიკა

ბიზნესის მუშაობის პროცესში, უამრავი მონაცემი იყრის თავს, რომლის ანალიზითაც კომპანია იღებს ინფორმაციას – რას აკეთებს სწორად და რა უნდა შეცვალოს.

ტექ-გიგანტებმა ყოველთვის იციან რას ვეძებთ, რა მოგვწონს და რას ველით მათგან. მარტივი მაგალითით რომ ავხსნათ – რას ვიწონებთ ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებში, რას ვეძებთ ინტერნეტში, რაზე ვჩერდებით სქროლვისას – ეს მონაცემები გროვდება და ანალიტიკის დახმარებით, ისე ლაგდება, რომ ჩვენ აღარ ვიკარგებით ინფორმაციის მორევში. მონაცემთა მეცნიერება ჩვენი პრიორიტეტების მიხედვით ალაგებს ინფორმაციას. მოკლედ რომ ვთქვათ, დატა ანალიტიკა ნებისმიერი ბიზნესის თვალები და ძალიან საინტერესო პროცესია. 

კიბერ-უსაფრთხოება 

გაციფრულების ეპოქამ, უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად, ახალი საფრთხეები და რისკებიც გააჩინა ფიშინგის, ჰაკერებისა და კიბერ დამნაშავეების სახით. ამიტომ, კიბერ-უსაფრთხოება არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი როგორც დღეს. 

ყველა სამუშაო გარემოში, სადაც თუნდაც 2 კომპიუტერია ერთმანეთთან დაკავშირებული, აუცილებელია ქსელების და კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტი, რომელიც – გამართულ სისტემას, ფორსმაჟორულ სიტუაციებში კი, კომპანიის შეუფერხებელ საქმიანობას უზრუნველყოფს.  

ჩინური ენა

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – რატომ უნდა დამაინტერესოს ენამ, რომლის სწავლაც საკმაოდ რთულია? პასუხი მარტივია – დღევანდელ სამყაროში ყველაფერი მზადდება ჩინეთში და მსოფლიო მოსახლეობის მეექვსედი ჩინურად საუბრობს. სწორედ ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ დღეს მნიშვნელოვანი უპირატესობა და ღირებულება გახდა ჩინური ენის ცოდნა, რომელიც დამატებით შესაძლებლობებსა და კარს ხსნის იმ ქვეყანაში, რომელიც 21-ე საუკუნის თანამედროვე მიღწევებისა და ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. 

ტრეიდინგი

ჩვენი საქმიანობითა თუ ნებისმიერი გზით მიღებული შემოსავალი, მნიშვნელოვანია სწორად დავაბანდოთ და გავზარდოთ. დღეს, თანამედროვე მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ინვესტირების ალტერნატიული შესაძლებლობებით. თუკი ჩვენს ქვეყანაში აქამდე დანაზოგის შენახვის ძირითადი პროდუქტი დეპოზიტები და უძრავი ქონება იყო, დღეს უკვე ადამიანები აქტიურად ინტერესდებიან სხვა ალტერნატივებით.

მომგებიანი ინვესტირებისა თუ ტრეიდინგის პროცესში, ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია შესაბამისი ცოდნა. სწორედ ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ბაზარი სულ უფრო და უფრო მეტ კურსს გვთავაზობს.

 ეს სულ რამდენიმე მაგალითია, რა მიმართულებითაც შეგიძლია განვითარდე. UpWay კი სწორედ ის სივრცეა, რომელიც განვითარებასთან დაკავშირებული სწორი რეზოლუციის დასახვასა და ასრულებაში დაგეხმარება.

არ გადადო საკუთარ თავში ახალი ინტერესების აღმოჩენა – UpWay-ზე შეგიძლია შენს საჭიროებებზე მორგებული ნებისმიერი კურსი აარჩიო. თუ დარწმუნებული არ ხარ რა გინდა და გამოცდილი ადამიანის რჩევა გჭირდება, UpWay უფასოდ დაგაკავშირებს მენტორს, რომელთან გასაუბრებაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს დაგანახებს.

საინტერესო და აღმოჩენებით სასვე წელს გისურვებ!









      upway.ge
      Logo
      რეგისტრაცია
      Compare items
      • Total (0)
      Compare
      კალათა