გაიცანი ჰედვაის აკადემიის ტრენერები

სასიხარულო ამბავი გვაქვს ჩვენი მომხმარებლებისთვის, Upway -ს მეგობართა სიას ჰედვაის აკადემია შემოუერთდა. აფვეი უკვე აერთიანებს 30-მდე პარტნიორის და 300-მდე კურსს. Პლატფორმას სხვადასხვა კურსები და გამოცდილებები 6 კატეგორიაში ყოველდღიურად ემატება.

ჰედვაისი პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ჩაატარა ბიზნეს ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: ნეირომარკეტინგი, ლინ 6 სიგმა მენეჯმენტი, ფლოუ ლიდერობა. კომპანიებში კი, დაინერგა “ეიჩარ” გეიმიფიკაცია და ბიზნეს პროფაილინგი. 

ჰედვაისი, ამერიკელ პარტნიორებთან (როვანის უნივერსიტეტი; სტერლინგ ბიზნეს სკოლა; ალეას კალიფორნია) ერთად, ადგილობრივი და გლობალური ბრენდებისთვის ქმნის ადამიანური კაპიტალის ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს და ინოვაციურ პროგრამებს, სამუშაო ეფექტურობის გაზრდის მიზნით.  

Აფვეიზე დაგხვდებათ ჰედვაის აკადემიის შემდეგი კურსები: მაინდფულნესი, მართვა და პროფაილინგი, პროექტების პრაქტიკული მართვა.

Გაგაცნობთ ჰედვაის აკადემიის ტრენერებს.

მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი 

კომპანია ჰედვაისის დამფუძნებელი და დირექტორი; ფსიქოლოგი ; NLP ქოუჩი და სერტიფიცირებული პროფაილერი.

საქართველოში პირველი ქცევის შემსწავლელი ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი – ლაბორატორია Z.6 + წელია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო / სატრენინგო პროგრამებზე. ამჟამად იგი კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო კონსულტანტია ადამიანური კაპიტალის სფეროში.

HR გემიფიკაციის მიმართულებით წარმოადგენს ალეას კალიფორნიას ოფიციალურ პარტნიორ – კონსულტანტს საქართველოში და კონსულტირებას უწევს ისეთ კომპანიებსა და სტრუქტურებს, როგორებიცაა გერმანული ეკონუმიკური გაერთიანება, კაპაროლი, მაკდონალდსი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და სხვა.

ზურა მხეიძე

საქართველოში პირველი ქცევის შემსწავლელი ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი – ლაბორატორია Z.

ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით 30 წლიანი სამუშაო პრაქტიკითა და 25 წლიანი ტრენინგების ჩატარებისა და კონსულტირების გამოცდილებით.

მუშაობდა სხვადასხვა კერძო ხარისხისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში. განხორციელებული აქვს მრავალი კვლევა და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტებში.

ილია რევია

პროექტების მენეჯმენტის 18 წლიანი გამოცდილება; წარმატებით განხორცილებული კომპლექსური, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე ბიზნეს და IT პროექტები წამყვან ქართულ საფინანსო ინსტიტუტებში (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, კრისტალი).

განათლება: იონჩეპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრი საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ბიზნესის განახლებაში; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს-სკოლის მაგისტრი პროექტების მართვაში, ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP) საქართველოში.

თამარ ახსიაშვილი

შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 14+ წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, შესყიდვების ტრენერი 5+ წლიანი გამოცდილებით, კონსულტანტი შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.

ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი. 

შვეიცარული ტრენინგ კომპანიის Siegel HR-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და კავკასიის რეგიონში.

კორპორატიული Pasha Bank Georgia-ს და მისი საცალო საბანკო სტარტაპი ქვე-ბრენდის Re|Bank-ის  შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.

მაია-მაშო გოგოლაძე

ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირების ქოუჩი, Mindfulness პრაქტიკოსი და SEFE international-ის ლიცენზირებული ტრენერი მეწარმეობაში

რუსუდან კვაჭანტირაძე

ქოუჩინგის მსოფლიო ფედერაციის (ICF) მიერ აკრედიტებული PCC ქოუჩი; სერტიფიცირებული საერთაშორისო მენტორი; ბრიტანული ორგანიზაციის Thrive Partners-ის ქოუჩი, მენტორი და ტრენერი; Erickson Coaching International-ის აზიისა და კავკასიის წარმომადგენლობის მენტორ-ქოუჩი; თსუ-ს ორგანიზაციული და პერსონალური განვითარების დოქტორანტი და ქოუჩინგის მსოფლიო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის ვიცეპრეზიდენტი.

სალომე ვაჩნაძე

კარიერის კონსულტანტი, ფსიქოლოგი, საერთაშორისო ტრენერი. ლონდონის ტრენერთა ტრენინგის სერტიფიკატის მფლობელი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი

აფვეი კურსების მწარმოებლების სტრატეგიული პარტნიორია და მათ ბიზნესის სრული შესაძლებლობების აღმოჩენაში, აუდიტორიის გაზრდასა და მომხმარებლების  საუკეთესო გამოცდილების შექმნაში და განვითარებაში დაეხმარება.

Upway.ge-ს ერთიან სისტემაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ საუკეთესო კურსების მოძიება სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით სასურველი ვერსიის არჩევა და  იმავე ადგილას შეძენა. Მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, ბრენდის მეგობარ მენტორებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა