Ალბათ არ გვჭირდება იმის მტკიცება, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ვიზუალური კომუნიკაცია ჩვენს ყოველდღიურობაში.
Ეფექტური დიზაინი გვეხმარება ბრენდის ხასიათის წარმოჩენასა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებაში. Ყველა ბრენდი, რომელიც გვიყვარს გამორჩეული ვიზუალური იდენტობით და მისთვის დამახასიათებელი კომუნიკაციით გვამახსოვრდება.
Მომხმარებლებს დღეში ათასობით სხვადასხვა სტილის კონტენტი ხვდებათ და ბრენდები გამალებით იბრძვიან რომ ადამიანების ყურადღება სულ ცოტა ხნით მაინც შეინარჩუნონ. Ასეთ რეალობაში კიდევ უფრო მცირდება მომხმარებლების აღქმადობა და მეტ მნიშვნელობას იძენს ეფექტური დიზაინი და ქოფირაითინგი.
Დიზაინის სფეროში ტრენდები ასტრონომიული სიჩქარით იცვლება და ის რაც 1 წლის წინ იყო აქტუალური, დღევანდელ რეალობაში კარგავს რელევანტურობას.
აღმოაჩინე ვიზუალური კომუნიკაციის ქვე-კატეგორია აფვეიზე. კატეგორია აერთიანებს 50-მდე საუკეთესო კურსს სხვადასხვა პროვაიდერისგან. თუ ვიზუალური კომუნიკაცია გაინტერესებს და არ იცი საიდან დაიწყო, მოგვწერე კონსულტაციაზე: https://upway.ge/ask_upway/
კურსები: https://upway.ge/product-category/professional/design/
აფვეის მეგობარი, ანანო კუ, გაგვიზიარებს 2022 წლის ტრენდებს დიზაინში, რომლებიც შესაძლოა თქვენი ბრენდის კომუნიკაციაში საინტერესოდ ინტეგრირდეს და ინსპირაციის წყარო გახდეს. ანანოს გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ძალიან საინტერესო გამოცდილება აქვს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა თიბისი და ლივინგსტონი.
1. ტიპოგრაფია როგორც ძირითადი გრაფიკული ელემენტი
ტიპოგრაფია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი შრიფტების არჩევა. კარგი ტიპოგრაფია ამყარებს ძლიერ ვიზუალურ კავშირს, ადგენს და ქმნის პროდუქტის საერთო ტონს.
Დღეს ძალიან ხშირად შევხვდებით სხვადასხვანაირი სტილის და ეფექტის ფონტს, როგორც მთლიანი დიზაინის განუყოფელ და მთავარ ელემენტს.
უმეტესად გამოტანილია all caps, bold შრიფტები, სადაც ფონის სივრცე თითქმის მთლიანად არის გამოყენებული. ასევე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფონტის სტილი არის შედარებით უფრო „გაწელილი“ (wide), ან აბსტრაქტული ხასიათის.
2. მკვეთრი ცისარტყელის ფერები და გრადიენტები
2022 წლის ეს ტრენდი, ფსიქოდელიური ფერების მიქსი, არის ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი . მის ხარჯზე ბრენდები ინარჩუნებენ ბავშვურობას და სილაღეს. გრადიენტები კი უფრო მეტი სიმშვიდის, ჰარმონიულიობისა და სივრცის მატარებელია.
3. კოლაჟი და მისი ნაირსახეობები
“კოლაჟი” მოდის ბერძნული სიტყვა კოლადან, რაც ითარგმნება როგორც “წებო”. შესაბამისად, არსებობს ძალიან ბევრი სტილი და მიმართულება, იქნება ეს სრულიად ციფრული, ხელნაკეთი თუ ამ ორის მიქსი. ასევე, უნდა ითქვას რომ, ხასიათის მიხედვითაც ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარია. ვხვდებით როგორც გასუფთავებულ, დალაგებულ ვარიანტებს, ასევე ძალიან ქაოტურ და აბსტრაქტულ ნამუშევრებს.
ამ ტრენდზე შეგვიძლია ვთქვათ რომ საკმაოდ უნიკალური და პროგრესულია. არ კარგავს აქტუალურობას წლების მანძილზე.
4. გეომეტრიული ფიგურების მიქსი
გეომეტრიული ფიგურები და ფორმები ახლა უფრო ინტენსიურად არის შემოჭრილი დიზაინში, რადგან ეს მარტივი ხერხია ვიზუალზე აქცენტის გასაკეთებლად და მის შესავსებად. აქაც ვხვდებით როგორც ხელით ნახატ მარტივ ასიმეტრიულ ფიგურებს, ასევე ყველასთვის ნაცნობ ფორმებს, რომლებიც საერთო კომპოზიციის გასაფორმებელ ელემენტებადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.
5. ანტი დიზაინი
მარტივად რომ ვთქვათ, ანტი დიზაინი არის სტილის ის მიმართულება, რომელიც არსებულ გეომეტრიულ კანონებსა არღვევს და ამ ქაოტური უწესრიგობით ახალ თავისებურ წესრიგს ქმნის, რომელიც ძალიან საინტერესო და უჩვეულოა.
6. 3დ ელემენტები
3დ ყოველთვის იყო დიზაინის განუყრელი ნაწილი, თუმცა ბოლო წლებში მას უფრო ინტენსიურად იყენებენ სოც მედიაში. ხშირია დიზაინში 2დსთან ინტეგრირებული 3დ მოდელები, ფიგურები და ფორმები. 3დ-ს შედარებით უფრო ფუტურისტული ხასიათი აქვს და ქმნის გაციფრულების ასოციაციას
7. ნოსტალგია
ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველი რომ არის ეს კარგად ვიცით მოდაშიც.
დიზაინის ამ მიმართულებაში ვხვდებით მონატრებულ და იდეალიზებულ შაბლონებს, პრიმიტიულ და მარტივ ფორმებსა თუ კანონზომიერებებს. კაშკაშა ფერები, ბავშვობის სასიამოვნო მოგონებები და ინტერნეტ ჩარჩოები ამ სტილის განუყოფელი ნაწილია.