7 გზა რომლითაც СhatGPT მუშაობას გაგიმარტივებთ

თუ ჯერ კიდევ არ გსმენიათ “ChatGpt“ზე, ან მასთან სწორად მუშაობის გზებს ეძებთ, ვფიქრობთ, დღევანდელი ბლოგი თქვენთვის საკმაოდ ინფორმაციული  იქნება. მოგიყვებით, ამ ინოვაციურ პროგრამაზე, რომელმაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  თანამედროვე ადამიანის ხედვა ვირტუალური სამყაროს მიმართ შეცვალა.

„ChatGPT“ ინტერაქციული პროგრამული მოდელია, მას შეუძლია დიალოგის მეშვეობით შეაგროვოს მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, დაამუშაოს მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით და გამზადებული პროდუქტი ტექსტის სახით მიაწოდოს.

თუმცა „ChatGPT“ მხოლოდ ამ ფუნქციით შეზღუდული არ არის, მისმა შემქმნელმა კომპანიამ “OpenAi“-მ სხვა კომპანიებსაც მისცა შესაძლებლობა თავიანთი წვლილი შეიტანონ პროგრამის განვითარებაში. ამჟამად მას იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა Microsoft და salesforce. ის ტრენდულია ისეთ პლატფორმაზეც, როგორიცაა Tik-Tok.

ChatGPT ნამდვილად არის მომავლის პროგრამა, თუმცა იმისთვის, რომ ამაში უკეთ დარწმუნდეთ გთავაზობთ მის 7 ფუნქციას, რომელიც თქვენს ყოველდღიურ რუტინას უფრო გაამარტივებს.

 

Google-ის ალტერნატიული საძიებო სისტემა.

СhatGPT შეგიძლიათ გამოიყენოთ , როგორც საძიებო სისტემა, მას შეუძლია მონაცემების ანალიზის მიღება მილიონობით ვებსაიტიდან და ინფორმაციის ვალიდურობა გამოყენებასთან ერთად უფრო და უფრო მაღალია.

 

მიმართეთ მას იმისათვის რომ დაწეროთ ესე, წერილი, სიმღერა

პროგრამას შეუძლია დაეხმაროს მომხმარებელს წერითი უნარების გაუმჯობესებაში, მსოფლიო მასშტაბით ლექტორები მოუწოდებენ სტუდენტებს გამოიყენონ ის როგორც წერის ასისტენტი. მას ასევე შეუძლია დაგეხმაროთ ისეთი დავალების შესრულებაში , როგორიცაა თანამშრომლის შეფასება, საქმიანი იმეილი და სხვა.

 

მას ხშირად იყენებენ მონაცემების ანალიზისთვის.

პროგრამას სწრაფად შეუძლია დაამუშაოს დიდი რაოდენობის ინფორმაცია, შემოგთავაზოთ ბაზრის ტრენდები და დაგეხმაროთ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში.

 

დაგეხმარებათ ამოცანების დაგეგმვასა და დროის მენეჯმენტში.

 პროგრამის მეშვეობით შეძლებთ მოაწესრიგოთ დღის გეგმა, დრო გადაანაწილოთ სწორედ. ყოველთვის იცოდეთ თუ როდის გაქვთ: საქმიანი შეხვედრა, ლანჩი, დავალების დედლაინი თუ სხვა.

 

თუ გესაჭიროებათ განსხვავებული აზრი ჰკითხეთ მას: როგორ დაიწყოთ ბიზნესი, მიიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები , გააუმჯობესოთ სამომხმარებლო სერვისი.

 СhatGPT-ს შეუძლია, დაგეხმაროთ იმაზე ფიქრში თუ როგორ დაიწყოთ ბიზნესი, როგორ უნდა იყოს თქვენი სტრატეგია და ინფორმაციის მოწოდება შეუძლია იმაზეც კი თუ რა გამოწვევები შეიძლება გქონდეთ.

 

აღნიშვნას იმსახურებს მისი კოდის წერის უნარებიც.

მათთვის, ვინც პროგრამირებითაა დაკავებული СhatGPT  ფაქტობრივად მარჯვენა ხელია, მას შეუძლია შექმნას კოდი  და გაუმკლავდეს კოდირების  პრობლემებს.

 

თუ არც ისე კმაყოფილი ხართ თქვენი სამუშაო გამოცდილებით  , გამოიყენეთ ის ახალი შესაძლებლობის პოვნაში ან არსებულის გაუმჯობესებაში.

მას აქვს ემოციური მხარდაჭერის უნარიც, შეუძლია შეგიქმნათ კომფორტი, ნაბიჯ-ნაბიჯ მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში თუ გარემო პირობების შეცვლა გსურთ და მეტიც მას შეუძლია  დაგეხმაროთ ანაზღაურების გაზრდაში.

 

აღსანიშნავი  და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაშიც “ChatGPT” აუცილებლად დაგეხმარებათ -დროის დაზოგვაა, რაც ჩვენს თანამედროვეობაში  დიდი ფუფუნებაა. აფვეი მუდმივადაა ინოვაციების ძიებაში და მას სიამოვნებით უზიარებს მკითხველს. გაამარტივეთ თქვენი ყოველდღიურობა!

 

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა