ჰიბრიდული

დამსაქმებლის ბრენდინგი

790

0
შედარება
ხანგრძლივობა 4 კვირა - 8 შეხვედრა
ლექტორი ნინი მოსიაშვილი, სულხან სახვაძე
სერთიფიკატი გაიცემა
დაწყების დრო ჯგუფის შევსებისთანავე

დამსაქმებლის ბრენდინგი ახალი, თანამედროვე მიმართულებაა ციფრულ სამყაროში. კურსზე დასწრება ღირებული ინვესტიციაა HR და მარკეტინგის მენეჯერებისთვის. ეს კურსი დაეხმარება მათ განივითარონ ცოდნა, უნარები და ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა მათი კომპანიის დამსაქმებლის ბრენდის ასაშენებლად, გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად.

ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი ხელს უწყობს კომპანიებს ტალანტების მოზიდვაში, შეინარჩუნებაში, და  თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდაში. მას ასევე შეუძლია დაეხმაროს კომპანიებს საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციის ჩამოყალიბებაში და ახალი მომხმარებლების მოზიდვაში.

კურსს გაუძღვებიან:

ნინი მოსიაშვილი

Marketer, Startuper, Lecturer
Co-Founder & COO – Helio.AI

2013 წლიდან მუშაობდა როგორც საფინანსო, ისე ფინტექ და ტექ ბიზნესსექტორში მარკეტინგული კომუნიკაციებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით.
ნინის აკადემიური საქმიანობა მოიცავს ლექტორობას ციფრული მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით, როგორც აკადემიებში, ასევე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
Ნინის გამოცდილება მარკეტინგში და მენეჯმენტში 10 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში განახორციელა წარმატებული ციფრული პროექტები და არაერთი კომპანიის ტექ ტრანსფორმაცია.
კონსულტაციას უწევს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს მარკეტინგის, რეკრუტინგისა და დამსაქმებლის ბრენდინგის მიმართულებით.

სულხან სახვაძე

HRBP, Startuper, Lecturer
Co-Founder & CPO – Helio.AI
სულხანის გამოცდილება HR-ში 10-წელზე მეტია, შერჩევის, ადმინისტრირებისა და განვითარების მიმართულებით. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებს.
იგი არის წიგნის ,,Career in Tech” ავტორი.
სულხანი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებით. მისი აკადემიური საქმიანობა მოიცავს ლექტორობას რბილი უნარების განვითარების მიმართულებით აკადემიებში, ხოლო ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
კურსზე დასწრება შესაძლებელია როგორც ფიზიკურ, ასევე, დისტანციურ რეჟიმშიც.

დეტალები: დამსაქმებლის ბრენდინგი

ლექტორი

,

ლოკაცია

დაწყების დრო

სერტიფიკატი

ხანგრძლივობა

1 review for დამსაქმებლის ბრენდინგი

5.0 out of 5
1
0
0
0
0
შეფასების დაწერა
Show all Most Helpful Highest Rating Lowest Rating
  1. tekla just

    საუკეთესო ლექტორები

    Helpful(1) Unhelpful(0)You have already voted this

    Add a review

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

    ლექციის თემები
    I ლექცია
    დამსაქმებლის ბრენდინგის შესავალი – პრინციპები, მიდგომები, მნიშვნელობა და თავისებურებები;

    II ლექცია
    დამსაქმებლის და დასაქმებულის ბრენდინგი – თანამშრომლობის სრული ციკლი; დამსაქმებლის ბრენდის პოზიციონირება კონკურენტულ გარემოში;

    III ლექცია
    დამსაქმებლის ბრენდინგის სტრატეგიის შემადგენელი კომპონენტები; დამსაქმებლის ღირებულების (EVP) მნიშვნელობა და ძირითადი ელემენტები;

    IV ლექცია
    დამსაქმებლის ბრენდინგის შემადგენელი შიდა აქტივობები და ღონისძიებები; აქტივობები ტალანტების მოსაზიდად;

    V ლექცია
    შიდა კომუნიკაციის მნიშვნელობა, საკომუნიკაციო არხები და პროცესის უწყვეტობა; თანამშრომელთა წახალისება, ჩართულობა და მოტივაცია;

    VI ლექცია
    მარკეტინგის და ადამიანური რესურების როლი ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებაში; ორგანიზაციის კონკურენტულ ბაზარზე პოზიციონირება.

    VII ლექცია
    დამსაქმებლის ბრენდინგი სოციალურ მედია არხებში; დასაქმებულების აღიარება და პოზიციონირება დასაქმების ბაზარზე;

    VIII ლექცია
    დამსაქმებლის ბრენდინგის კონკურენტუნარიანობის და ეფექტურობის შეფასება;

    No more offers for this product!

    790

    0
    შედარება
    upway.ge
    Logo
    რეგისტრაცია
    Compare items
    • Total (0)
    Compare
    კალათა