ბიზნეს რეპორტინგი და ფინანსური ანალიზი
კურსის მიზანია:
კომპანიაში ფინანსური აუდიტორული და ბუღალტერიის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაუმარტივოს დიდ მონაცემთა ბაზების დამუშავება; ანალიტიკა და ვიზუალიზაცია გაუკეთონ ცხრილებს ექსელის სხვადასხვა ფორმულების და ბრძანებების საშუალებით.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლებათ ყველა ფინანსური ანგარიშის, უწყისის და მათი ანალიტიკის ფინანსური კოეფიციენტებით და სხვადასხვა ინსტრუმენტებით შეფასება.
კურსის ლექტორის შესახებ:
შოთა ნიორაძე
ფინანსისტი, აუდიტორი,მიწვეული ლექტორი სხვადასხვა ორგანიზაციებში. ფინანსური ანგარიშგების ექსპერტი.
შოთა ნიორაძეს საფინანსო სექტორსა და აუდიტის მიმართულებით 9-წლიანი გამოცდილება აქვს.
2021 წლიდან – დღემდე მუშაობს სადაზღვევო კომპანია სს “ევროინსში” შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
2017-2021 წლებში მუშაობდა საერთაშორისო წამყვან აუდიტორულ კომპანიებში RSM Georgia და Nexia TA-ში ჯგუფის უფროს ფინანსურ აუდიტორად.
2016-2017 წლებში იკავებდა კავშირგაბმულობის კომპანიის ახალი ქსელების ანგარიშგების და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.
2013-2016 წლებში მუშაობდა სს”ვისოლ ჯგუფის” სუპერმარკეტის და სწრაფი კვების ობიექტების ქსელების (სმარტი,ვენდი,დანქინი) ბუღალტერიის და შემდგომ, ფინანსური ანგარიშგების დეპარტამენტის, უფროს რეპორტინგის თანამშრომლის პოზიციაზე.
2014 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) ფინანსების მიმართლებით.
ასევე ფლობს ACCA-ს სერთიფიკატს, რაც მოიცავს ბუღალტერიის,ფინანსების და აუდიტის მიმართულებებს.
კურსი მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში და დასრულების შემდეგ მიიღებთ სერთიფიკატს.
დეტალები: ბიზნეს რეპორტინგი და ფინანსური ანალიზი
|
შეფასებები
შეაფასე პირველმა: “ბიზნეს რეპორტინგი და ფინანსური ანალიზი” კომენტარის გაუქმება
სილაბუსი:
1) ფინანსური ანგარიშგებები ( მოგება ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადები, კაპიტალის ანგარიშგება) ( IFRS, SME ) სტანდარტების დაცვით.
2) აუდიტორული ანალიზი და გადათვლების პროცედურები ( Test of Controls, Risk assurance ,Fieldworks )
3) მენეჯერულ აღრიცხვის მნიშვნელოვანი საკითხები,( პირდაპირი, ირიბი ხარჯები, ფასდადების პოლიტიკა, თვითღირებულება, მარაგის მართვა )
4) ბიზნეს სექტორის ანალიზი რეალური კომპანიების მაგალითზე (Georgian Analytical Review)
5) კოეფიციენტების ანალიზი ( Ratio – Coefficients)
6) ბიუჯეტირება ( Budgeting Actual vs Past )
7) სამომავლო ანალიზი (Forecasting, DCF model, FCF )
8) სტატისტიკური გამოთვლები ( Scenario analyse ,Probability , Correlation, Variance, Deviations, )
9) პროექტის შეფასება ( CAPEX, OPEX, Project Valuation Methods, WACC,NPV,IRR, PV, FV, Breakeven Point, EOQ, etc. )
10) კომპანიის ღირებულების შეფასება და მათი მეთოდები
11) ექსელის ADVANCE ფორმულების შესწავლა, რომელიც დაგიზოგავთ დროს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის დროს.
ძალიან ბევრი პრაქტიკული და საინტერესო მაგალითები სხვადასხვა სფეროს კომპანიებზე.
₾550
მსგავსი კურსები
ციფრული რეკლამირება
კოსმეტოლოგია – მოკლე პროგრამა
გაყიდვების პერსონალური რუკა და ციფრული მარკეტინგი – სრული კურსი
შესყიდვების მართვა
₾550
შეფასებები ჯერ არ არის.